Connect with us

მოდა და სტილი

გარდერობის ნივთები, რომლებიც ყოველთვის დიდი ზომა უნდა აიღოთ

ქალის ნივთების ზომები ყოველთვის გაურკვევლობას იწვევს. არსებობს ბევრი ჩინური პატარა ზომა და ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებიც ჩვენი მყიდველის გულის გახარებას ცდილობს. როგორც წესი, ზომების ცხრილი გვეხმარება, მაგრამ ზოგჯერ ესეც პრობლემებს იწვევს. არის შემთხვევა, როცა ზუსტ ზომას იღებთ, მაგრამ ტანზე საშინლად გაქვთ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ნივთი უნდა იყიდოთ დიდი ზომა, რომ თავი კომფორტულად და ლამაზად იგრძნოთ.

ქალის ნივთების ზომები

ადრე დარწმუნებული ვიყავი, რომ საქმე სხეულის ფორმებშია. თუ ცოტა სავსე ფორმები გაქვთ, შეიძლება ყოველთვის კარგად არ გამოიყურებოდეთ. ახლა მივხვდი, რამდენად ვცდებოდი! საქმე შერჩეულ ტანსაცმელშია! ბევრი ქალი კრიტიკულ შეცდომას უშვებს, როცა პატარა ზომა ნივთს ყიდულობს. ფიქრობს, რომ ეს სწრაფად გახდომის მოტივაციას მისცემს ან უფრო გამხდარი გამოჩნდება.

საუბედუროდ, ყველაფერი პირიქით ხდება. პატარა ზომის ნივთი ნებისმიერ ტანზე საშინლად გამოიყურება, ყველა ნაკლს ხაზს უსვამს და თავის მფლობელს იმედს უცრუებს. აი, სწორი ზომის ან ცოტა დიდი ტანსაცმელი თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ და ბევრად ლამაზ იმიჯს ქმნის.

ნივთები, რომლებიც დიდი ზომის უნდა იყიდოთ

1. მაისურები

ბამბის მაისურს რეცხვის შემდეგ შეკუმშვა ახასიათებს. სამწუხაროდ, ეს საკმაოდ ხშირად ხდება. შემდეგ მაისური ტანზე ცუდად ზის. ამ შემთხვევაში გაქვთ 2 ვარიანტი: ვიწრო მაისური ატაროთ ან ახალი იყიდოთ. თუ თავიდან დიდ ზომას იყიდით, მრავალრიცხოვანი რეცხვის შემდეგ პრობლემა არ შეგაწუხებთ. სიტყვაზე, თეთრი მაისური ცისფერ ჯინსებთან ჯერ კიდევ კლასიკაა.

2. წინდები

წინდები გაცილებით უკეთეს მოპყრობას იმსახურებს. სამწუხაროდ, ვიწრო წინდების და ფეხსაცმლის ყიდვის ჩვევად გვაქვს. ტერფები 100%–ით კომფორტულად უნდა იყოს, რადგან მთელი დღე წინდებს ვატარებთ. სწორედ ამიტომ, დიდი ზომის წინდები შეიძინეთ. ვიზუალურად შეუმჩნეველია, მაგრამ ფეხზე არ მოგიჭერთ.

3. პერანგები

პერანგი საკმაოდ ხშირად იკუმშება. პრაქტიკულად ყველა ნატურალური პერანგი რეცხვის შემდეგ პატარავდება. სამწუხაროდ, რთული გამოსაცნობია, კონკრეტულად სად დაპატარავდება პერანგი. გირჩევთ, 1 ზომით დიდი პერანგი იყიდოთ. ახლა მსგავსი მოდელი მოდაშია. სწორ შარვალს, ტოპს და კაბას იდეალურად უხდება. ასეთ კომბინაციაზე ქამარი გაიკეთეთ და ლუქი დაასრულეთ.

4. ტანზე მომდგარი კაბები

ზოგი ფიქრობს, რომ მსგავსი კაბის ჩაცმა მხოლოდ იდეალური ფორმების ქალებს შეუძლიათ. ასე არაა. მთავარია, კაბის ზომა და აქსესუარები სწორად შეარჩიოთ. ტანზე მომდგარი კაბის ზომა საჭიროზე ოდნავ დიდი უნდა იყოს. მაინც ლამაზად გექნებათ, თუმცა ნაკლოვანებებს არ გამოკვეთს. დიახ, ასეთ კაბაში თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ, ვიდრე „ქეისში“.

5. სვიტერი

ნაქსოვი შალის სვიტერები რეცხვის შემდეგ თითქმის ყოველთვის ვიწროვდება. სიტყვაზე, ასეთი ნივთები იშვიათად უნდა გარეცხოთ. და მაინც, ამ შემთხვევაშიც ნივთის დაზიანების მაღალი რისკია. სწორედ ამიტომ, დიდი ზომის სვიტერი შეიძინეთ. ამ შემთხვევაში მის ქვეშ შეგიძლიათ ჩაიცვათ, მაგალითად, პერანგი და საყელო ზემოთ ამოწიოთ. ასეთი კომბინაცია წარმოუდგენლად მოდურია.

6. ფეხსაცმელი–ნავი

ამ შემთხვევაში ქუსლის სიმაღლეს ყურადღება მიაქციეთ. რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით უფრო მეტად მოძრაობს ფეხი ფეხსაცმელში სიარულის დროს. თუ ქუსლი 10 სმ–ზე მაღალია, 1 ზომით დიდი ფეხსაცმელი შეიძინეთ. დაბალქუსლიანი ფეხსაცმლის შეძენისას ნახევარი ზომით დიდი შეგიძლიათ იყიდოთ.

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა

გახსოვდეთ, რომ ტანსაცმელი შენთვისაა შექმნილი და არა თქვენ ტანსაცმლისთვის. რომელიმე კაბის ჩასაცმელად არ უნდა დაიკლოთ. გირჩევთ, თქვენი ზომის ან ცოტა დიდი ტანსაცმელი შეარჩიოთ. ასე თავს უფრო ღირსეულად და კომფორტულად იგრძნობთ. თქვენი სხეული ლამაზია ისეთი, როგორიც არის. ვერც ერთი ნიშანი ამ ფაქტს ვერ შეცვლის!

Advertisement