Connect with us

ტესტები

ამერიკელი ფსიქოლოგების ტესტი თქვენი სულის ღრმა იმპულსების გასაგებად

თითოეული ადამიანი უნიკალურია, ამიტომ ყველა ძირითად ცხოვრებისეულ ეტაპებს თავისებურად გადის. ფსიქოლოგიური ტესტები ამ პროცესის გარკვევაში დაგეხმარებათ, რომ თქვენი ნამდვილი გრძნობების შესახებ გაიგოთ.

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ ტესტს ამერიკელი ფსიქოლოგებისგან, რომ თქვენი სულის ღრმა იმპულსების შესახებ გაიგოთ და გაარკვიოთ, რა გამოძრავებთ კონკრეტულად ამ ეტაპზე. მთავარია, ტესტის გასავლელად სწორად მოემზადოთ, რომ შედეგი მეტნაკლებად ზუსტი იყოს.

მთავარი ცხოვრებისეული ეტაპები

პირველ რიგში, გონების გასუფთავება, აკვიატებული ფიქრების მოშორება სცადეთ. წარმოიდგინეთ, რომ ამ მომენტში სარკეში იყურებით. ახლა ქვემოთ მოცემულ სურათს დახედეთ და აირჩიეთ საწოლი, სადაც დასვენება ყველაზე მეტად გსურთ. ინტუიციას ენდეთ.

1. თუ საბავშვო საწოლზე შეჩერდით, ეს ბევრისმთქმელი არჩევანია. ასეთი ადამიანი გულგრილობის შენარჩუნებას ცდილობს. პასუხისმგებლობის აღება და რაიმე საქმეში აქტიურად მონაწილეობა არ სურს. ეს როგორც სამსახურს, ასევე ურთიერთობას და დღესასწაულის ორგანიზებას ეხება. პირადი კომფორტი ყველაფერზე წინ დგას.

გაითვალისწინეთ ეს ფაქტორები, რომლებიც ამ ეტაპზე გამოძრავებთ. გახსოვდეთ, რომ პრიორიტეტების სწორად დასახვა საკმარისია, რომ ნებისმიერ წარმატებას მიაღწიოთ. მთავარია, მიზანი ნამდვილად მნიშვნელოვანი იყოს.

2. დიდი თანამედროვე საწოლი. ირჩევს ადამიანი, რომელმაც თავი ლიდერად გამოცადა. ახლა თამამად და უკომპრომისოდ იქცევა. ის შეიძლება სხვების საყრდენი გახდეს, სხვებს დიდი მიღწევებისკენ სვლა შთააგონოს. მთავარია, სწორ გზას არ გადაუხვიოთ და არჩეული ხაზით სვლა გააგრძელოთ.

3. ერთადგილიან საწოლს ირჩევენ აქტიური ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ამ ეტაპზე მხოლოდ საკუთარ თავს ენდობიან. ბევრს მუშაობენ, დიდ გეგმებს აწყობენ და გაბედული იდეები არ აშინებთ. უნდა ითქვას, რომ ასეთ ადამიანს წარმატების შანსი ნამდვილად აქვს. მთავარია, რესურსები სწორად გაანაწილოთ, რომ დროზე ადრე არ დაიწვათ. სწორედ ამიტომ, დასვენება არ დაგავიწყდეთ.

4. თუ თქვენთვის დივანზე დასვენება ყველაზე მიმზიდველია. ეს სიზარმაცეზე არ საუბრობს, როგორც ბევრმა გაიფიქრა. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ეს ტოტალური თვითკონტროლის ნიშანია, როცა ადამიანი ცხოვრების ყველა სფეროს გაკონტროლებას ცდილობს. ბევრს გეგმავთ, აანალიზებთ და ანგარიშობთ.

დეტალების მიმართ ასეთი ყურადღება თავად მოქმედებისთვის ნაკლებ დროს გიტოვებთ. ბალანსი მოძებნეთ, რომ შედეგის მისაღწევი გეგმა მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩეს. გახსოვდეთ, რომ წარმატების გარანტია სწორედ მოქმედებაა.

5. ორადგილიან საწოლს კომუნიკაბელური ადამიანები ირჩევენ, რომელთაც საკუთარი თავი მარტო ვერ წარმოუდგენიათ. ამ ეტაპზე ურთიერთობის წრეს აფართოებენ, ახალ სფეროებს აღმოაჩენენ, მათ ცნობისმოყვარეობას საზღვარი არ აქვს. თავი არ შეიკავოთ და საინტერესო ხალხი გაიცანით. არ დაგავიწყდეთ ძველი ნაცნობები, რომლებიც თქვენთვის ყოველთვის ძვირფასი იყვნენ.

6. საწოლს ბალდახინით ირჩევს ადამიანი, რომელსაც არავინ აინტერესებს. ყურადღებას საკუთარ თავზე, საქმეებსა და პრობლემებზე ამახვილებს. ასეთი ჩაკეტილობა გარედან კარგად ჩანს და შესაბამის რეპუტაციას ქმნის. იქნებ ღირს ჩარჩოდან გამოხვიდეთ და სხვებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეთ?

Advertisement