ყვავილები
სათბურის მიწა გამოიფიტა. ნიადაგს საგაზაფხულო დარგვისთვის ვამზადებ

კერძო სახლში ცხოვრებას რიგი უპირატესობები აქვს და ბოსტანი მათ შორისაა. თქვენ შეგიძლიათ ზოგიერთი მცენარე ღია გრუნტში დარგოთ, პრეტენზიული მცენარეები სათბურში გაზარდოთ. მდიდარი მოსავლის ასაღებად სათბური და ნიადაგი წინასწარ უნდა მოამზადოთ.
ნაყოფიერი მიწა მცენარის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. სწორი გამოკვება მცენარის ზრდასა და გაძლიერებას ხელს უწყობს. მომზადება აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყეთ. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ გამოცდილი მებოსტნეების რჩევებს, როგორ იზრუნოთ სათბურზე, სანამ ნერგებს დარგავთ.
სათბურის მიწის მომზადების ეტაპები
სათბურს დეზინფექცია ჩაუტარეთ და გამძლეობაზე შეამოწმეთ
სათბურს მოსავლის აღების შემდეგ შემოდგომაზე დეზინფექციაზე უტარებენ, მაგრამ გირჩევთ, არ დაიზაროთ და პროცედურა გაზაფხულზე, ნერგების დარგვამდე გაიმეოროთ. კარკასის გამძლეობაც შეამოწმეთ, განსაკუთრებით შემაერთებელი ადგილები.
ცხელი წყლით მორწყეთ
ცხელი წყალი მიწას ათბობს და მიკროორგანიზმებს გაღვიძებაში ეხმარება. მიწის მიკროორგანიზმები მცენარის სწორად განვითარებაში გვეხმარება. ნერგების დარგვამდე ბაქტერიებმა უნდა გააღვიძოს და გააქტიურდეს.
ბაქტერიები აქტიურდებიან, როცა მიწა საკმარისად დამთბარია. შეგიძლიათ ბუნებრივ ციკლს დაელოდოთ ან პროცესი მდუღარე წყლით დააჩქაროთ. ამისთვის 70-80 გრადუსი ტემპერატურის წყლით მიწა მორწყეთ.
სასარგებლო მიკროორგანიზმები დაასახლეთ
ყვავილების მაღაზიაში შეიძინეთ ან ბიუჯეტური და მარტივი მეთოდი აირჩიეთ. სახლში თავად გააკეთეთ. კომპოსტის ორმო გააკეთეთ და ფოთოლი, ბალახი და დამპალი ნაყოფი ჩაყარეთ. კომპოსტი გაზაფხულზე მზად იქნება და გამოყენებას შეძლებთ.
მიკორიზა, ნიადაგის სოკო კიდევ ერთი ნატურალური სასუქია. ტყეში აქტიურად იზრდება. 200-300 გ ტყის მიწა კვლებში მიმოფანტეთ.
მკვებავი ნივთიერებები დაუმატეთ
მიწის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჰუმატის გამოყენებას გირჩევთ. ასევე გამოგადგებათ საპროპელი და დიატომიტი. საპროპელი მტკნარი წყლის ძირში მცენარეული და ცხოველური ნარჩენებისგან წარმოქმნილი ლამიანი დანალექია. დიატომიტი ნერგს მავნებლებისგან იცავს.
მწვანე სასუქი დარგეთ
სანამ კულტურებს დარგავთ, ისეთი მცენარეები გაზარდეთ, რომლებიც სწრაფად იზრდება (ბოლოკი, სალათი). ნერგებიც შეგიძლიათ გაზარდოთ და შემდეგ ღია გრუნტში გადარგოთ. მათი დახმარებით მიწა განაყოფიერდება.
სათბური ნერგების დარგვამდე 1 კვირით ადრე მოამზადეთ. ზაფხულში მხოლოდ მცენარის მორწყვა და საპროფილაქტიკო სამუშაოების ჩატარება მოგიწევთ, მოსავალი სიუხვით გაგახარებთ.
