Connect with us

ყვავილები

მეაგარაკეები კვერცხის უჯრებს ბოსტანში რგავენ და აი, რატომ

სააგარაკო სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდები. როგორი სასიამოვნოა საკუთარი ხილ–ბოსტნეულის მოვლა, ყვავილების მოჭრა, ნაკვეთის გაკეთილშობილება. საღამოს სკამზე დაჯდომა, ფინჯანი პიტნის და ბარამბოს ჩაის დალევა და მედიტირება, ბუნებით ტკბობა. მხოლოდ ერთ რამეზე წინასწარ ვნერვიულობ: სტაფილო ცუდად ამოვიდა. მას შემდეგ, რაც სტაფილოს კვერცხის უჯრებში დარგვა მირჩიეს, ჩემს სააგარაკო იდილიას არაფერი არღვევს.

ყველაფერი დაიწყოთ იმით, რომ შევამჩნიე მეზობლის ნაკვეთზე სტაფილო ლამაზი, მსხვილი და ღია ნარინჯისფერი იზრდება. ჩემი ბოსტნეული უფრო ცხოველის საკვებს ჰგავს. აღმოჩნდა, რომ მე და ჩემს მეზობელს ერთნაირი თესლი, მიწა და სასუქი გვაქვს. გიამბობთ, რატომ არის კარგი სტაფილოს გაზრდა კვერცხის უჯრაში.

როგორ დავრგოთ სტაფილო კვერცხის უჯრაში

დაგჭირდებათ:

  • კვერცხის უჯრები
  • მიწა
  • სტაფილოს თესლი გრანულებში

დარგვის მეთოდი:

1. კვერცხის უჯრების ძირში მაკრატლით ან დანით ნახვრეტები გააკეთეთ.

2. კვერცხის უჯრები მიწით გაავსეთ, ხელით მსუბუქად ჩატკეპნეთ.

3. თითით თითოეული ორმო მცირედით ჩააღრმავეთ.

4. თითოეულ ორმოში ზუსტად 1 გრანულა სტაფილოს თესლი ჩადეთ.

5. თესლს მიწა მოაყარეთ და კვლავ ჩატკეპნეთ.

6. კვერცხის უჯრები მცირედ ჩაღრმავებულ ადგილას ჩადეთ და მიწას გაუსწორეთ.

7. ნარგავი მორწყეთ.

ასე დათესილი სტაფილო უფრო სწრაფად გაღვივდება, ვიდრე ჩვეულებრივი მეთოდით, რადგან მუყაო თესლის ტენიანობის დონეს შესანიშნავად მხარს უჭერს. გარდა ამისა, სარეველები ამ ნატურალურ ფარში ვერ გაძვრებიან. სტაფილოს დათესვა კვერცხის უჯრებში შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო! ამ მეთოდით არა მხოლოდ სტაფილო, არამედ ბოლოკიც შეგიძლიათ გაზარდოთ. ცდით?

Advertisement