Connect with us

საკითხავი

დედამთილმა მზესუმზირის ზეთის კარადაში შენახვას გადამაჩვია

სამზარეულოში აუცილებლად იპოვით ბოთლ მზესუმზირის ზეთს, თუ კერძებს ხანდახან მაინც ამზადებთ. მზესუმზირის ზეთი სხვა მრავალრიცხოვან ზეთებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. დიდ ოჯახში ზეთი სწრაფად იხარჯება. მას შესაწვავად, მოსაშუშად ან საკაზმად იყენებენ. ზეთს უმეტესად ქურასთან ახლოს ან უახლოეს კარადაში ინახავენ. აღმოჩნდა, რომ ზეთის ასე შენახვა არ შეიძლება და Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ. ზეთის სწორად შენახვის მეთოდს გიზიარებთ.

ზეთი გარემოს მიმართ მგრძნობიარეა. მასზე ტემპერატურის ცვლილებები და მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედება ნეგატიურ გავლენას ახდენს. გახსნილი ბოთლი უფრო სწრაფად ფუჭდება. დაჟანგული ზეთის გემო იცვლება და ორგანიზმისთვის სახიფათო ხდება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მცენარეული ზეთი სწორად შეინახოთ.

შენახვის ტემპერატურა

განასხვავებენ რაფინირებულ და არარაფინირებულ მზესუმზირის ზეთს. რაფინირებული ზეთი შეგიძლიათ +5 – +20 გრადუსზე შეინახოთ. ასე არ გაფუჭდება. არარაფინირებული უფრო მგრძნობიარეა, ამიტომ +10 – +15 გრადუსზე შეინახეთ, ზედმეტ სითბოს და სინათლეს მოარიდეთ. რაფინირებული ზეთი პლასტმასის ბოთლში შეგიძლიათ დატოვოთ, ხოლო არარაფინირებული ზეთი მინის ჭურჭელში უნდა გადაასხათ.

ზეთი მაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ, მაგრამ გარკვეული წესების დაცვით. კერძოდ, მაცივრის კარი, სადაც ტემპერატურა ხშირად იცვლება, ასევე შუა თარო, რომელიც მაცივრის ყველაზე ცივი ადგილია, და საყინულე შეუფერებელი ადგილია. ასეთი შენახვით ზეთი მწარდება და სასარგებლო თვისებებს კარგავს.

ოპტიმალური ვარიანტი: მაცივრის ქვედა ან ზედა თარო, ხილ–ბოსტნეულის განყოფილება. თავსახური კარგად დაახურეთ, რომ არ დაიღვაროს.

ზეთის შენახვა კარადაში

გაზქურასთან ახლოს მდებარე კარადაში შენახული ზეთი მალე ფუჭდება. გაზქურის სითბოს კარადაში ტემპერატურის გაზრდა შეუძლია. ოპტიმალური ვარიანტი: მზესუმზირის ზეთი გაზქურიდან მოშორებით კარადაში ან საკუჭნაოში შეინახეთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ზეთს მზის სხივები არ უნდა მოხვდეს. მაშინაც კი, თუ მზესუმზირის ზეთს ღია თაროზე ინახავთ, მზისგან შეგიძლიათ დაიცვათ. ამისთვის მუქი ფერის მინის ბოთლში გადაასხით. გაითვალისწინეთ, რომ ლითონის ჭურჭელი და ზეთი ვერ მეგობრობს.

ხრიკები ზეთის შენახვის ვადის გასაზრდელად:

  1. ზეთს მარილი დაუმატეთ. 0,5 ლ ზეთს 0,5 ს/კ მარილი დაუმატეთ. არ აურიოთ. სჯობს ბოთლის ძირში დაილექოს.
  2. ზეთს 5 ხმელი ლობიო დაუმატეთ.
  3. ბოთლში 2-3 დაფნის ფოთოლი ჩადეთ. ასე შენახვის ვადას გაზრდით და არომატს შეინარჩუნებთ.

გახსოვდეთ: ზემოთ მოცემული რჩევები ვერ დაგეხმარებათ, თუ ზეთის ვადა უკვე გასულია. გაფუჭებული ზეთი სარგებელს ვერ მოგიტანთ, უფრო ზიანს, ამიტომ ჯანმრთელობაზე იზრუნეთ და მცენარეული ზეთი სწორად შეინახეთ!

Advertisement