Connect with us

ყვავილები

მარწყვი ბოთლებში: როგორ გავზარდოთ კენკრა ბოსტნის გარეშე

მარწყვი სჯობს თავად გაზარდოთ. ასე დარწმუნებული იქნებით, რომ ქიმიკატებს არ შეიცავს. ყველას არ აქვს შესაძლებლობა, რომ აგარაკზე კენკრა გაზარდოს. ამ შემთხვევაში მარწყვი ბოთლში საუკეთესო ალტერნატივაა. ამ მეთოდით ეზოში ან აივანზე შეგიძლიათ გაზარდოთ.

პლასტმასის ბოთლში მარწყვის გაზრდა მარტივია. წარმოიდგინეთ, რამდენიმე თვეში მსხვილი და მწიფე კენკრის უხვ მოსავალს მიიღებთ. თან ყოველგვარი მავნებლის და მულჩირებაზე წვალების გარეშე! Alltime.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ გაზარდოთ კენკრა ბოთლში.

კენკრა ბოთლში: როგორ გავზარდოთ მარწყვი სახლში

მარწყვის სეზონი არ უნდა გამოტოვოთ. ამ კენკრით შეგიძლიათ პეროგი, ტორტი გამოაცხოთ ან მურაბა გააკეთოთ. მარწყვს შეგიძლიათ არაჟანი მოასხათ და შაქარი მოაყაროთ, ასე საუკეთესო დესერტს მიიღებთ.

დაგჭირდებათ:

  • პარკი
  • მიწა
  • ბანანი
  • მარწყვის ყლორტები
  • ლენტა ან თოკი
  • ბოთლები

მოქმედების წესი:

1. პარკის ნაჭერი გადაჭერით და ცოტა მიწა გადაიტანეთ.

2. ცენტრში ბანანის ნაჭერი ჩადეთ, მასში მარწყვი ყლორტი ჩაარჭეთ.

3. კონსტრუქცია ტომარაში ააწყვეთ და ლენტით ან თოკით შეკარით ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

4. 15 დღეში გრძელი აღმონაცენი მოაჭერით და ტომარა გახსენით. ნახავთ, როგორ განვითარდა ფესვების სისტემა.

5. დიდი ბოთლი შუაზე გაჭერით. პატარა ნახვრეტები გაუკეთეთ და მიწით გაავსეთ.

6. მარწყვი მიწაში დარგეთ და წყლით დანამეთ.

მარწყვის აივანზე გაზრდის ამ საინტერესო მეთოდის შესახებ მეზობლისგან გავიგე. ერთხელ შემთხვევით დავინახე, როგორ აგროვებდა მოსავალს. უკვე 1 წელში ჩემს აივანზეც წითელი კენკრა კოხტაობდა. უდავოდ, შესანიშნავი ვარიანტია ქალაქელისთვის, რომელსაც შინაურული მარწყვით პირის ჩატკბარუნება სურს!

Advertisement