Connect with us

საკითხავი

ხალხური მეთოდები, როგორ მოვაშოროთ ყავის ნადები ჯეზვეს

თუ სურნელოვანი ნატურალური ყავის მოყვარული ხართ, სახლში, ალბათ, სპილენძის ჯეზვე გაქვთ. პოპულარული ყავის მოსადუღებელი მოწყობილობა, რომელიც სითბოს კარგად ატარებს, დიდხანს ძლებს, ტემპერატურის ცვლილებებს კარგად უძლებს და საკმაოდ იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ. თუ ჯეზვეში მოხარშული ძლიერი ყავით დიდხანს სიამოვნება გსურთ, მასზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ. Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ხალხურ რჩევებს, როგორ გაწმინდოთ ჯეზვე.  ჯეზვეს შიგნიდან და გარედან სხვადასხვა წმენდის მეთოდები სჭირდება. აირჩიეთ ის, რომელიც კონკრეტული შემთხვევისთვის გჭირდებათ.

5 მეთოდი, როგორ გაწმინდოთ ჯეზვე სწორად და უსაფრთხოდ

1. სოდა ყავის ნადების მოსაშორებლად

1 ს/კ სოდა დაგჭირდებათ. ჯეზვეში ჩაყარეთ, წყალი დაუმატეთ და 15 წუთით ცეცხლზე დადეთ. წყლის დონე აკონტროლეთ, თუ დაიწია, წყალი დაუმატეთ. 15 წუთის შემდეგ ცეცხლიდან გადმოიღეთ, რბილი ჯაგრისით გახეხეთ. წყალი გაავლეთ და გაამშრალეთ.

2. ნიშადურის სპირტი მწვანე ნადების მოსაშორებლად

1:2 პროპორციით ნიშადურის სპირტი და წყალი აურიეთ. ამ ხსნარში დასველებული ბამბის დისკით ჯეზვეს გარე ზედაპირი გაწმინდეთ. თბილი წყლით და სარეცხი საშუალებით გარეცხეთ, ბოლოს რბილი ჩვრით გაამშრალეთ.

3. ძმრის ცომი ჯეზვეს გასაპრიალებლად

ძმრის ცომი დაგეხმარებათ, რომ ჯეზვეს ჭუჭყი მოაშოროთ და პირვანდელი სიპრიალე დაუბრუნოთ. 2 ს/კ ფქვილით და 50 მლ 6%–იანი სუფრის ძმრით ცომი მოზილეთ. ჯეზვეს გარედან წაუსვით და ცომის გახმობას დაელოდეთ. ამის შემდეგ ძველი კბილის ჯაგრისით გახეხეთ და ცომი მოაშორეთ. ბოლოს თბილი წყალი გაავლეთ.

4. რძის შრატი ჭუჭყის მოსაშორებლად

სპილენძის ჯეზვეს გასაწმენდად ერთ–ერთი ეფექტური მეთოდია. 1 ჭიქა რძის შრატს 1 ჩ/კ მარილი დაუმატეთ. ამ ხსნარში დასველებული რბილი ჩვრით ჯეზვე გაწმინდეთ. ჩვარი კიდევ დაასველეთ და ჯეზვეს 5 წუთით გადააფარეთ. ბოლოს თბილი წყალი გაავლეთ.

5. ლიმონი გაშავებულ ლითონთან საბრძოლველად

დროთა განმავლობაში სპილენძის ჯეზვე შავდება. მიმზიდველი გარეგნობის დაბრუნებას ლიმონით შეძლებთ. შუაზე გაჭრილი ლიმონით მშრალი ჯეზვე დაამუშავეთ. ახლა ძველი კბილის ჯაგრისით გახეხეთ. თბილი წყალი გაავლეთ და ნატურალური ქსოვილის ჩვარით გაამშრალეთ.

ზემოთ მოცემული მარტივი და იაფი მეთოდები გამოიყენეთ და ჯეზვე უბრალოდ იბრწყინებს. ყავის ნადები და ლაქები დაგავიწყდებათ.

Advertisement