Connect with us

ჯანმრთელობა

მაგნიტური ქარიშხალი 2022 წლის აპრილში: როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა

ზოგისთვის მაგნიტური ქარიშხალი უბრალოდ სიტყვათშეთანხმებაა. მათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, პლანეტის მაგნიტური ველის ცვლილებებს მწვავედ გრძნობენ. ჯანმრთელი ადამიანი სწრაფად ეგუება, მაგრამ სხვადასხვა დაავადება ორგანიზმის რეაქციას ანელებს. რაც უფრო დასუსტებულია ჯანმრთელობა, მით უფრო მკვეთრია რეაქცია.

პირველ რიგში, ვისზე ახდენს გავლენას მაგნიტური ქარიშხალი? მოხუცებზე, ორსულ ქალებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ხალხზე. თუ თქვენს გარემოცვაში ასეთი ადამიანები არიან, ამ რთულ პერიოდში მათზე იზრუნეთ.

მაგნიტური ქარიშხალი 2022 წლის აპრილში: კონკრეტული თარიღები და გამკლავების მეთოდები

აპრილში 4 მაგნიტური ქარიშხალი გველოდება:

  • 1-2 აპრილი (ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი)
  • 7 აპრილი (საშუალო მაგნიტური ქარიშხალი)
  • 18 აპრილი (ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი)
  • 20 აპრილი (სუსტი მაგნიტური ქარიშხალი)

ბევრ ადამიანს მაგნიტური ქარიშხლის დროს ზოგადი სისუსტე და თავის ტკივილი აწუხებს. გიზიარებთ რამდენიმე მეთოდს, როგორ გაუმკლავდეთ:

1. ძილი არ უგულებელყოთ. ორგანიზმს დასვენების, ძალების აღდგენის და დაგროვების საშუალება მიეცით.

2. სეზონური ხილი და ბოსტნეული შეიძინეთ. ვიტამინები და სასარგებლო მიკროელემენტები თქვენს ორგანიზმს დაეხმარება.

3. წყლის ბალანსი დაიცავით. წყლის რეგულარულად დალევა არ დაგავიწყდეთ.

4. ალკოჰოლური სასმელის და კოფეინის მიღება შეზღუდეთ ან საერთოდ უარი თქვით.

5. ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

6. აქტიური ან პასიური დასვენება არ დაგავიწყდეთ. დრო საკუთარ თავს დაუთმეთ, ფინჯანი ჩაით და საინტერესო წიგნით ხელში დივანზე კომფორტულად მოეწყვეთ. დოკუმენტურ ფილმს უყურეთ და პეროგი გამოაცხვეთ. სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში, იოგა ზედმეტი არაა. ეს როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად დაგეხმარებათ.

ზოგი თვლის, რომ მაგნიტური ქარიშხლის დროს სისუსტე სიმულაცია ან აკვიატებაა. ამინდზე დამოკიდებული ხალხი თვალით უხილავ კოსმოსურ ცვლილებებზე ნამდვილად რეაგირებენ. თუ ასეთი ადამიანი ხართ, საკუთარ თავს გაუფრთხილდით. თუ ამინდზე დამოკიდებული მშობლები და ნათესავები გყავთ, მათ მიმართ ზრუნვა გამოხატეთ.

Advertisement