Connect with us

ყვავილები

რჩევები, სად დადოთ ნემსიწვერა, რომ ბედნიერება და კეთილდღეობა მოიზიდოს

ოთახის მცენარეების მოყვარულებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყვავილების მოვლის შესახებ ყველა დეტალი იცოდნენ. ყვავილის ლამაზი გარეგნობის გარდა უნდა იზრუნოთ ენერგეტიკაზე, რომელსაც მცენარე სახლში ქმნის. მაგალითად, თუ ნემსიწვერას ბინაში სწორ ადგილას მოათავსებთ, მფლობელი ბედნიერი და მდიდარი გახდება. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ განათავსოთ ეს მშვენიერი მცენარე.

სად დავდოთ მცენარე ბინაში, რომ პოზიტიური ენერგეტიკა მოიზიდოს

მეყვავილის რჩევები

პირველ რიგში, ნემსიწვერას მზის სინათლე უყვარს, ამიტომ ქოთანი კარგად განათებულ ადგილას უნდა მოათავსოთ. ამავდროულად, ფოთლებზე მზის პირდაპირი სხივების მოხვედრა არ უნდა დაუშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყვავილი სწრაფად დაჭკნება.

თუ ნემსიწვერას ნახევრად დაჩრდილულ ოთახში მოათავსებთ, მალე ყვავილებს შორის დაშორება გაიზრდება. შედეგად, მცენარის ცენტრალური ღერო სუსტი და თხელი გახდება. ახალი ყვავილები ვერ განვითარდება, სინათლის და ვიტამინების დეფიციტის გამო ვერ იყვავილებს. სწორედ ამიტომ, სააბაზანო ოთახსა და დერეფანში ნემსიწვერა არ დატოვოთ.

მისი ფოთლები და ღეროები ძალიან მგრძნობიარეა. ყურადღება მიაქციეთ, რომ მინას არ ეხებოდეს. ზაფხულში მცენარის ფოთლები და ღეროები სერიოზულად შეიძლება დაიწვას, ხოლო ზამთარში – გაიყინოს. ასეთი დაზიანების შემდეგ მისი აღდგენა თითქმის შეუძლებელია.

ვინაიდან ნემსიწვერას სპეციფიკური სუნი აქვს, ყვავილი სჯობს საძინებელ ოთახში არ გაიტანოთ. მცენარის არომატი გაჯერებული და მძაფრი არაა, მაგრამ ძილს ხელს უშლის და ზოგჯერ თავის ტკივილს იწვევს. ზოგ ადამიანს ნემსიწვერას სუნზე ალერგიული რეაქცია უვითარდება.

რას ამბობენ ბიოენერგეტიკის სფეროს სპეციალისტები

ექსტრასენსებიც ნემსიწვერას საძინებელ ოთახში გაზრდას არ გირჩევენ, მაგრამ სხვა არგუმენტებს ასახელებენ. სპეციალისტებს თქმით, მცენარეს ძალიან ძლიერი აურა აქვს. ყვავილის ენერგეტიკა სახლის მფლობელის ძილს წყვეტს, ღამის კოშმარებს იწვევს. სწორედ ამიტომ, ნემსიწვერასთვის საუკეთესო ადგილი მისაღები ოთახია.

მცენარე მოათავსეთ ოთახში, სადაც სტუმრებს იღებთ, და წარმატებას და კეთილდღეობას ელოდეთ. ნემსიწვერას აურას უყვარს, როცა ბევრი ადამიანი გარს ახვევია. ის გარემოს არბილებს და ატმოსფეროს უფრო მშვიდს და მოდუნებულს ხდის. ასევე წარმატებას, სიმდიდრეს და იღბალს იზიდავს.

ნემსიწვერას კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ქოთანი ოთახის ცენტრში, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას დადეთ. დაე, თქვენი სტუმრები მცენარით აღფრთოვანდნენ და მისი სილამაზე შეაქონ. დარწმუნებული იყავით, რომ მალე თქვენი ოჯახი უფრო ბედნიერი გახდება.

Advertisement