ყვავილები
ვემზადებით დარგვის სეზონისთვის. მთვარის სათესი კალენდარი 2022 წლის მარტისთვის
2022 წლის მარტის მთვარის სათესი კალენდარი უკვე შევისწავლე და დეტალური გეგმა შევადგინე. სწორად შერჩეული დღეები და კარგი განწყობა აგრარული სამუშაოს წარმატებას ზრდის. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 2022 წლის მარტის მთვარის სათეს კალენდარს.
მარტი გაზაფხულის პირველი თვეა. ამ დროს ბაღ–ბოსტანში ყველაზე მთავარი მუშაობა იწყება. ამ პერიოდში კულტურების სათესი ნაკვეთი და თესლის ქონა უნდა განსაზღვროთ. მარტში შეგიძლიათ ბოსტნეულის დათესვა დაიწყოთ, ნიადაგი მოამზადოთ და სასუქი დაუმატოთ. ბაღში ზამთრის ყინვების შემდეგ ხეების მდგომარეობა შეამოწმეთ, გასხვლას და ბუჩქების გარშემო მიწის გაფხვიერებას მიხედეთ.
უძველესი დროიდან სასოფლო–სამეურნეო სამუშაოებს მზის და ვარსკვლავების პოზიციას ადარებდნენ და არასდროს ცდებოდნენ. სწორედ ამიტომ, სანამ ბაღ–ბოსტანში მუშაობას დაიწყებთ, მთვარის კალენდარს გადახედეთ.
1, 2 და 3 მარტი ახალი მთვარის დღეებია. სწორედ ამიტომ, ბაღში მცენარეებთან სამუშაოდ კარგი პერიოდი არაა.
4-5 მარტი პომიდვრის, ბადრიჯნის და წიწაკის ნერგების დასარგავად კარგი დროა. შეგიძლიათ დარგოთ ისპანახი, სალათის ფურცლები, კამა, ბოლოკი და პრასი.
6, 7 და 8 მარტი – მთვარე იზრდება, ანუ დროა დაიწყოთ ნაადრევი პომიდვრის, კიტრის, ბადრიჯნის, კომბოსტოს, ტკბილი და ცხარე წიწაკის დარგვა, თესლის გაღვივება და ჩალბობა, ძირნაყოფების დარგვა. ბაღში ხმელი ტოტები შეგიძლიათ გასხლათ. ფლორისტებმა მრავალწლიანი ყვავილების გაზრდა უნდა დაიწყონ. მცენარეების ფესვებთან მუშაობა რეკომენდებული არაა.
9-10 მარტს პეკინის და ყვავილოვანი კომბოსტოს ნერგები, ოხრახუში, ბოლოკი, ცხარე წიწაკა და წიწმატი შეგიძლიათ დარგოთ. ნამხარი მოაშორეთ, მავნებლებს ებრძოლეთ და მშრალი მიწა გააფხვიერეთ. ფლორისტებს შეუძლიათ ამპელური და მცოცავი მცენარეები დარგონ. მორწყვა, სასუქით გამოკვება და ხეების გადაჭრა რეკომენდებული არაა.
11, 12 და 13 მარტი შესანიშნავია პერიოდია სათბურში ოხრახუშის, კამის, მჟაუნას და ნიახურის მწვანილის გამოსაყვანად. თესლის ჩალბობა, პიკირება და ფესური გამოკვება ნებადართულია. ზომიერად მორწყეთ. სათბურში ნერგები შეგიძლიათ დარგოთ.
14-15 მარტს მშრალი მიწა გააფხვიერეთ და კვლები მოამზადეთ. ბაღში ხეების გადაჭრა დაიწყეთ. დარგვა, დათესვა, გამოკვება და მორწყვა რეკომენდებული არაა.
16-18 მარტი სავსე მთვარეობაა, ამიტომ ბოსტანში მუშაობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.
19-20 მარტს ხეხილის გადაჭრისგან თავი შეიკავეთ. მცენარის გარშემო შეგიძლიათ მიწა გააფხვიეროთ და ნერგები შეათხელოთ.
21-22 მარტი დაცულ ნაკვეთზე სალათის და სურნელოვანი კულტურის დასათესად და დასარგავად საკმაოდ ხელსაყრელი პერიოდია.
23-24 მარტს შეგიძლიათ პომიდვრის, წიწაკის და ბადრიჯნის თესლი ნერგების მისაღებად დათესოთ.
25-26 მარტი კარტოფილის, ჭარხლის, სტაფილოს და ხახვის დასათესად და დასარგავად კარგი პერიოდია. 27-28 მარტს ბაღში მუშაობისგან თავი შეიკავეთ, ეს განსაკუთრებით მორწყვას და გამოკვებას ეხება. სამაგიეროდ, ნერგების გათხელება შეგიძლიათ.
29-30 მარტს სალათი და სურნელოვანი მცენარეები, ასევე კარტოფილი შეგიძლიათ დათესოთ, აყვავებული და ბოსტნეულის მცენარეები გამოკვებოთ. 31 მარტს მორწყვისა და სასუქის მიწოდებისგან თავი შეიკავეთ. თუ მოთმენა არ შეგიძლიათ, სალათი, მდოგვი, ისპანახი და ოხრახუში დათესეთ.
2022 წლის მარტის მთვარის სათესი კალენდარი აუცილებლად შეინახეთ. პირადად, კალენდარს 100%–ით არ ვითვალისწინებ, რადგან ეს ჩემი მასშტაბით შეუძლებელია, თუმცა მიყვარს, როცა მცენარეების დათესვა ხელსაყრელ დღეებს ემთხვევა.