სხვა
ჭკვიანი დიასახლისი სახლის დალაგებას წყალბადის ზეჟანგის გარეშე არ დაიწყებს
წყალბადის ზეჟანგით სახლის გენერალურად დალაგება უკვე ტრადიცია გახდა. ყოველთვე აფთიაქში რამდენიმე ბოთლს ვყიდულობ. ახლა ჩემს თაროზე 2-3-ჯერ ნაკლები სარეცხი ბოთლი და ფხვნილია, რადგან მათ ალტერნატივად იაფ სააფთიაქო საშუალებას ვყიდულობ!
ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ წყალბადის ზეჟანგი ნაყიდ ქიმისთან შედარებით ნაკლებად აგრესიულია. გარდა ამისა, თეთრებად ღირებული საშუალება ამოცანას გაცილებით უკეთ უმკლავდება. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი სახლის დასალაგებლად!
ფილებს შორის ღარების გაწმენდა
ხსნარის მოსამზადებლად 0,5 ჭიქა სოდა, 0,25 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი და 1 ჩ/კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება აურიეთ. ხსნარი კარგად შეანჟღრიეთ, ღარებს წაუსვით და 5 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ წყლით გარეცხეთ.
ლეიბის წმენდა
თუ ბავშვები და შინაური ცხოველები გყავთ ან ლოგინში ჭამა გიყვართ, 6 თვეში ერთხელ ლეიბის მტვერსასრუტით წმენდა საკმარისი არაა. შინაურული საწმენდი საშუალების მოსამზადებლად წყალბადის ზეჟანგი და წყალი თანაბარი პროპორციით აურიეთ. რბილი ჩვარი ან ღრუბელი ხსნარში დაასველეთ და ლაქას წაუსვით. 10 წუთით გააჩერეთ. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ, თუ ლაქა მაშინვე არ გაქრა.
სანტექნიკის წმენდა
დროთა განმავლობაში ნიჟარა, აბაზანა, ონკანი და საშხაპე ნადებით იფარება და მუქდება. ამ უსიამოვნებას სოდისა და წყალბადის ზეჟანგის პასტა მოგაშორებთ. 2 ნაწილი სოდა და 1 ნაწილი წყალბადის ზეჟანგი აურიეთ. საშუალება სანტექნიკას წაუსვით, შემდეგ წყლით მოაშორეთ. ასეთი ნარევი დასახულ ამოცანას უკეთ გაუმკლავდება და შეძენილ ქიმიაზე ნაკლებად აგრესიულად იმოქმედებს.
კბილის ჯაგრისის დეზინფექცია
თვეში ერთხელ კბილის ჯაგრისებს დეზინფექცია სჭირდებათ. ამისთვის კბილის ჯაგრისი წყალბადის ზეჟანგში ისე ჩადეთ, რომ დაიფაროს. 40 წუთით გააჩერეთ და წყალი გაავლეთ.
მაცივრის გაწმენდა
ყოველთვე მაცივარს წყალბადის ზეჟანგით ვწმენდ. სითხით ჩვარი დაასველეთ და თაროები, კედლები და უჯრები გაწმინდეთ. წყალბადის ზეჟანგი ზედაპირებს დეზინფექციას ჩაუტარებს და უცხო სუნებს გააქრობს. ასევე შეგიძლიათ პულვერიზატორით შეაფრქვიოთ. ეფექტის გასაძლიერებლად 1 ს/კ სოდა დაუმატეთ. თუ თაროზე ლაქაა, წყალბადის ზეჟანგს 1 ს/კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება დაუმატეთ.
საჭრელი დაფის დეზინფექცია
საჭრელ დაფებს დეზინფექცია აუცილებლად სჭირდებათ. მომზადების პროცესში დაფაზე წვრილი ღარები ჩნდება, სადაც საჭმლის ნარჩენები ხვდება. წყალბადის ზეჟანგი ზედაპირს მოაფრქვიეთ, 10 წუთში მარილი მოაყარეთ და ნახევარი ლიმონი წაუსვით. უცხო სუნები გაქრება!
სარკის გაწმენდა
აუცილებელი არაა, რომ სარკე გასაპრიალებლად ნაყიდი საშუალებით გაწმინდოთ. წყალბადის ზეჟანგი გამოიყენეთ და შედეგი გაგაოცებთ!
ეს იაფი საშუალება ბევრი დიასახლისისთვის შეუცვლელი დამხმარეა! ბინის დასალაგებლად გამოიყენეთ და აგრესიულ ქიმიურ საშუალებებზე სამუდამოდ უარის იტყვით!