Connect with us

საკითხავი

რჩევა, როგორ გამოიყენოთ ვადაგასული კრემი

ვადაგასული კრემი არ უნდა დაგენანოთ. მოვლის საშუალებად მისი გამოყენება სასარგებლო არაა. მით უფრო, კანი შეიძლება დააზიანოს. სიმშრალე, გამონაყარი, ალერგიული რეაქცია, გაღიზიანება – ეს გვერდითი ეფექტების არასრული სიაა.

ცნობილია, რომ ბევრი ადამიანი ვადაგასულ კრემს ქუსლების ან იდაყვების მოსავლელად ტოვებს. თითქოს ცუდი არაფერია, მაგრამ სხეულის უხეში ნაწილების დანდობას გირჩევთ. სხეულის მოსავლელად ხომ სპეციალური ლოსიონები იყიდება.

რა ვუყოთ ვადაგასულ კრემს

რა თქმა უნდა, ტუბის ან ქილის გადაგდება გვენანება. სწორედ ამიტომ, სანაგვე ყუთში არ გაუშვათ, არამედ სხვაგვარად გამოიყენეთ. მაგალითად, უსარგებლო საშუალებით შეგიძლიათ ტყავის ნაწარმზე იზრუნოთ. დაგჭირდებათ მხოლოდ კრემი და ბამბის დისკი!

ნატურალური, ხელოვნური ან ეკო ტყავის ზედაპირს კრემი წაუსვით. ბამბის დისკით კრემი ნაზად გადაანაწილეთ და შეაზილეთ.

ამ მეთოდით არა მხოლოდ ტყავის ფეხსაცმლის მოწესრიგებას შეძლებთ. ტყავის ჩანთაზე, საფულეზე, ქამარსა და ქურთუკზეც შეგიძლიათ იზრუნოთ. უნივერსალური დამხმარე სახლში გაქვთ! მის საპოვნელად თაროზე კრემების რევიზია ჩაატარეთ!

ვადაგასული კრემით ტყავის ნაწარმს შეინარჩუნებთ. დახეთქვას თავიდან აიცილებთ, ტყავი ელასტიური, რბილი და ბზინვარე გახდება. ჩექმა ისე იბრწყინებს, როგორც რეკლამებში! მარტივი და ბიუჯეტური მეთოდი ფეხსაცმლის, ტანსაცმლის და აქსესუარების მოსავლელად!

Advertisement