საკითხავი
რა გავაკეთოთ, თუ ჯინსი სამარცხვინო ადგილას გაიხა
არ ვიცი, თქვენთან როგორაა, მაგრამ ჯინსი ყოველთვის სამარცხვინო ადგილას მეხევა. როგორი ხარისხიანი და ძვირიანი ჯინსიც არ უნდა იყოს, 6 თვეში ქსოვილი ფეხებს შორის ცვდება. ამის გამო ახალი შარვლის შეძენა არ ღირს, რადგან ასე გაკოტრება შეიძლება. სჯობს ჯინსი გამოცდილი მეთოდით ამოკემსოთ.
ეს დედამ მასწავლა. ის არა მხოლოდ ეკონომიური, არამედ ხელმარჯვე ქალია. ამბობს, რომ ყველა ქალმა შარვლის შეუმჩნევლად ამოკემსვა უნდა იცოდეს. მთავარია, ნემსთან მუშაობის უნარი განავითაროთ და მოთმინება მოიკრიფოთ. სრული კონცენტრაცია აუცილებელია.
ჯინსის შეუმჩნევლად ამოკემსვის მეთოდი
პირველ რიგში, ჯინსის ფერი ძაფი და ნემსი შეარჩიეთ. ჩემს ნაკრებში ეს 7 ნომერია. ძაფის სიგრძე გადაზომეთ, ნემსში გაუყარეთ და ბოლოები შეკარით. საქმეს შეუდექით.
ასეთ ამოკემსვას ნაკერის მეთოდსაც უწოდებენ. ამოკემსვის პროცესში ქსოვილი რამდენჯერმე უნდა გახვრიტოთ. ნახვრეტის იმ მხარიდან დაიწყეთ, რომელიც უფრო პატარაა. ძაფი და გაფუჭებული ქსოვილი შიგნით მოაქციეთ.
თუ ნამდვილად შეუმჩნეველი ნაკერის მიღება გსურთ, პატარა, სქელი გვირისტები გააკეთეთ. არ აჩქარდეთ. თუ ხედავთ, რომ შეცდომას უშვებთ, დაუყონებლივ გამოასწორეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი საქმე წყალში ჩაგეყრებათ.
როგორ გავამაგროთ ნაკერი
ამოკემსვის შემდეგ ჯინსი გადმოაბრუნეთ. შიგნით მოქცეული ქსოვილი ფრთხილად მოაჭერით. ძაფს არ შეეხოთ. ნაკერები უთოთი კარგად გააცხელეთ.
ახლა ნაკერს ზემოდან წებოს ქსელი დაადეთ. უთო გადაატარეთ. შარვალს კარგად უნდა მიეკრას. ზედმეტები მოაჭერით. დამატებითი ფიქსაციისთვის წებოს ქსელის გარშემო მრგვალი გვირისტები გააკეთეთ.
როცა საყვარელი ტანსაცმელი ზიანდება, ყოველთვის საწყენია. თქვენ როგორ კემსავთ გახეულ ჯინსს?