Connect with us

ჯანმრთელობა

4 მეთოდი, როგორ დავუბრუნოთ ხელებს ახალგაზრდობა კრემების და აბაზანების გარეშე

ამბობენ, რომ ქალის ასაკს ყელი ააშკარავებს. აქ ხელებსაც დავამატებდი. მანიკურის და სპა პროცედურების ხშირი გაკეთებაც ასაკობრივ ცვლილებებს ვერ დამალავს. ხელის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ცოტა მეტი უნდა გაისარჯოთ.

ინტერნეტ სივრცეში ბევრ რჩევას იპოვით, მაგრამ უმეტესობა მათგანი უსარგებლოა, ზოგიერთი საზიანო. ხელის სილამაზე მხოლოდ კანის სწორ მოვლაზე (თუმცა ესეც მნიშვნელოვანია) არაა დამოკიდებული. ძვირფასი კიდურების ყველა კომპონენტს ყურადღება უნდა დაუთმოთ. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოიქცეთ ხელის ნაადრევი დაბერების პრევენციისთვის.

სიბერის მიზეზები

1. დავიწყოთ ხელის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილით – ძვლებით და სახსრებით. მათ ცვლილებას ყურადღებას ვერ ვაქცევთ, მაგრამ კარგად ვგრძნობთ. აი, თითები ცუდად იხრება, სადღაც სახსრების ანთებაა. ხელის ფორმა შეიცვალა. ახლა უფრო ქათმის ფეხებს ჰგავს.

2. ხელის მოძრაობის შესანარჩუნებლად კუნთების ტონუსი უნდა შეინარჩუნოთ. სავარჯიშო დარბაზში ვარჯიშები ხელზე მიმართული იშვიათადაა. მუდმივად კომპიუტერთან მჯდომ ხალხთან უფრო სამწუხარო სიტუაციაა.

3. აი, ხელი ვენების ბადით დაფარულია. საქმე ცხიმის დეფიციტშია, რომელიც ორგანიზმში ნებისმიერი ცვლილების მიმართ მგრძნობიარეა.

4. ხელით შესრულებული ნებისმიერი საქმე კანზე ანაბაჭედს ტოვებს. ჭრილობა, დამწვრობა და კოჟრები – კვალია, რომელიც შეცდომებსა და მიღწევებს შეგახსენებთ. კანისთვის სარგებელი არ მოაქვს. იცით, რა არის ყველაზე დიდი ყოველდღიური დანაშაული ხელის წინაშე? ხელთათმანზე უარის თქმა!

რა გავაკეთოთ ხელის აღსადგენად

1. თვითმასაჟი

თავისუფალ დროს, განსაკუთრებით ძლიერი დატვირთვის შემდეგ, ხელები დაიმასაჟეთ. ასე სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებთ, კუნთებს მოადუნებთ და განწყობას გააუმჯობესებთ.

2. თითებით ვარჯიში

ხელის და თითების გასავითარებელ ვარჯიშებს თითების ვარჯიში ეწოდება. მისი დახმარებით პატარა მოტორიკას განავითარებთ, კოორდინაციას და ყურადღებას გაზრდით. ვარჯიშები ბავშვებთან და ხანდაზმულებთან მუშაობაში ხშირად გამოიყენება. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მსუბუქი ვარჯიშები სასარგებლოა. თითებით ვარჯიშები ტვინში ახალი ნერვული კავშირების გაჩენას ხელს უწყობს. დაგვეთანხმეთ, გონებრივი განვითარებისთვის შესანიშნავი ვარიანტია.

3. გუაშას საფხეკი

საფხეკი სახესა და ყელზე ნაოჭებს ეფექტურად ებრძვის. ხელზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. მოქმედების მსგავსი პრინციპი აქვს. წინასწარ წყალში ან სპეციალურ საშუალებაში დაასველეთ.

4. “ფასციალური ხელთათმანი“

ეფექტური ვარჯიშია ხელის კორექციითვის. მოთენთილობას და შეშუპებას აქრობს, ქსოვილების მოქნილობას ზრდის და ძველ ფორმას უბრუნებს. წარმოიდგინეთ, რომ ლამაზი გრძელი ხელთათმანი გაჩუქეთ. პატარა აღმოჩნდა, მაგრამ მის ჩაცმას მაინც ცდილობთ, რომ მჩუქებელს არ აწყენინოთ.

თითებს მეორე ხელის ხელისგული მჭიდროდ შემოახვიეთ. თანდათან იდაყვისკენ მოძრაობა დაიწყეთ. წარმოიდგინეთ, რომ ხელთათმანს იცვამთ. ვარჯიში ყოველდღე გაიმეორეთ. მალე ქსოვილები ძველ პოზიციებს დაუბრუნდება.

სხეული ავარჯიშეთ, დღეში რამდენიმე წუთი ხელებსაც დაუთმეთ. სწრაფი გახურებით მომავალში ბევრ პრობლემას თავიდან აიცილებთ. ლამაზი მოვლილი ხელები თქვენი სავიზიტო ბარათია. სრულყოფილი უნდა იყოს, რომ სხვებს თავი დაამახსოვროთ!

Advertisement