Connect with us

ჯანმრთელობა

ექიმებმა დაასახელეს ყველაზე სასარგებლო მარილი

მარილი ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია, რადგან ბევრ ბიოქიმიურ პროცესში მონაწილეობს. ნატრიუმის ქლორიდს ორგანიზმი თავად ვერ აწარმოებს, არამედ გარედან იღებს. სწორედ ამიტომ, ამ ნივთიერების მიღების ნორმა (დღეში 4-10 გ) უნდა დაიცვათ და იცოდეთ, რომელი მარილია სასარგებლო.

ნატრიუმის ქლორიდის დეფიციტი უსიამოვნო შედეგებს იწვევს. თავად მარილი ნახშირწყლების სწრაფად ათვისებას ხელს უწყობს და ცილების გადამუშავებას აჩქარებს, რაც ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

ყველაზე სასარგებლო მარილი

უნდა გესმოდეთ, რომ თავად ნატრიუმის ქლორიდი საზიანო არაა, მაგრამ ჭარბი რაოდენობით მიღებისას შეიძლება დამღუპველი გავლენა მოახდინოს. სწორედ ამიტომ, ის მარილი მიიღეთ, რომელიც ქიმიურად ძლიერ დამუშავებული არაა.

ქვის მარილი

ნუტრიციოლოგები ამტკიცებენ, რომ მასში ყველაზე ნაკლები სასარგებლო ნივთიერება შედის. საქმე იმაშია, რომ როცა ამ მარილს იღებენ, მისი გაწმენდა კენჭებისგან, ქვიშისგან და სხვა ნარჩენებისგან შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ძლიერ ქიმიურ დამუშავებას გადის.

ექსტრა

ასეთი მარილი გაყიდვამდე სხვადასხვა წმენდას გადის. მას ადუღებენ, შემდეგ ათეთრებენ. ბევრი მანიპულაციის შედეგად მარილი ექსტრა პრაქტიკულად ყველა სასარგებლო თვისებას კარგავს.

ზღვის

ასეთი მარილი შეიცავს იოდს, ფოსფორს, მაგნიუმს, თუთიას და რკინას. ბევრი მინერალური ელემენტის წყალობით ზღვის მარილი ძალიან სასარგებლოა, თუმცა 650 გრადუსზე გაშრობის გამო მარილის ქიმიური სტრუქტურა მთლიანად ნადგურდება.

იოდირებული

იოდს მარილში სპეციალურად ამატებენ, რადგან ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს, ჰორმონალურ ფონს აწესრიგებს. სამწუხაროდ, თერმული დამუშავებისას იოდის უმეტესი ნაწილი ორთქლდება.

ჰიმალაის

ამ მარილს ჰიმალაიში ხელით მოიპოვებენ. ქიმიურად არ მუშავდება, არამედ მზეზე აშრობენ. ჰიმალაის მარილი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ვულკანურ მაგმასთან შერევის შედეგად გამდიდრებულია.

ნუტრიციოლოგების რწმუნებით, სწორედ ჰიმალაის მარილია ყველაზე სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. რაციონში აუცილებლად ჩართეთ და უბრალო სუფრის მარილი ჩაანაცვლეთ. ყურადღება მიაქციეთ, თუ რას მიირთმევთ და ჯანმრთელობაზე იზრუნეთ!

Advertisement