Connect with us

ჰოროსკოპი

რას ველოდოთ განსაკუთრებული თარიღისგან 02.02.2022 და როგორ გამოვიყენოთ სურვილების ასასრულებლად

02.02.2022 ნამდვილად ჯადოსნური თარიღია, რომლის შესახებ დღეს გიამბობთ. ამ დღიდან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, სწორად უნდა გაატაროთ. ამბობენ, თუ ამ სარკისებრი თარიღის დღეს სურვილს ჩაიფიქრებთ, აუცილებლად ახდება. ერთად შევამოწმოთ?

ჯადოსნური თარიღი 02.02.2022

სარკისებრ თარიღებზე ხშირად გიამბობთ, რადგან გვჯერა, რომ ამ დღეებს განსაკუთრებული ჯადოსნური ძალა აქვთ. მისი გამოყენების უნარით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას და სარგებლის მიღებას შეძლებთ.

ჯადოსნური თარიღი უმიზეზოდ არ გამხდარა. პირველ რიგში, 5 ორიანის კომბინაცია გვხდება. ანგელოზურ ნუმეროლოგიაში 2 საქმიანობის ყველა სფეროში ბალანსის სიმბოლოა. ეს ციფრი დადებით ენერგეტიკას ატარებს და უკეთესობისკენ ცვლილებებს ნიშნავს.

გარდა ამისა, გუშინ ახალი მთვარე იყო, ანუ მთვარემ ამოსვლა დაიწყო. ეს დღევანდელ თარიღს მეტ ძალას ანიჭებს. 13:00 საათის შემდეგ მთვარე თევზების ნიშანშია. ეს იმას ნიშნავს, რომ დროა ქვეცნობიერზე იმუშაოთ. თქვენი ფიქრები მართეთ, ნანატრი სურვილი ჩაიფიქრეთ.

ოთხშაბათს მერკური მართავს. როგორც ცნობილია, მერკური ადამიანის აზროვნებაზე დიდ გავლენას ახდენს. ასეთი მხარდაჭერი ფაქტორების რაოდენობა 2022 წლის 2 თებერვალს განსაკუთრებულ დღედ აქცევს.

რიცხვების თამაშიც მნიშვნელოვანია. თუ 5 ორიანს შეაჯამებთ, მიიღებთ 10. ხოლო 1+0=1. ერთი მამის და ჩვენი მზის სისტემის მეფის სიმბოლოა. მზე – სიცოცხლის წყაროა, რომლის წყალობით შეგიძლიათ უფრო თავდაჯერებული გახდეთ. რატომ არ დავიწყოთ პირდაპირ დღეს, თუ ყველა ვარსკვლავი ერთმანეთს  დაუკავშირდა?

რა გავაკეთოთ 2022 წლის 2 თებერვალს

ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ დღეს თამამად შეგიძლიათ სურვილები ჩაიფიქროთ და გეგმები დასახოთ. სანუკვარი ოცნება რომ ახდეს, ქაღალდზე დეტალურად ჩამოწერეთ. რა თქმა უნდა, ეს სურვილების მთელი სია შეიძლება იყოს, მაგრამ მხოლოდ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი დაწერეთ.

სურვილი მხოლოდ თქვენ უნდა გეხებოდეს. არ შეიძლება იმის ჩაფიქრება, რაც თქვენს ნათესავებს, ქმარს ან შვილებს ეხება. მოკლედ, ეს აუცილებელი არაა. უბრალოდ შეგიძლიათ მათ უთხრათ, რომ განსაკუთრებული დღეა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

დღის დევიზი: „ამას გავაკეთებ!“ სურვილის გასაძლიერებლად ეს ფრაზა დაიყვირეთ ან ჩურჩულით რამდენჯერმე თქვით. უკეთესია, თუ სურვილს მედიტაციის დროს ჩაიფიქრებთ. მთავარია, ფიქრებზე კონცენტრირდეთ.

2022 წლის 2 თებერვალს სურვილი ჩაიფიქრეთ და აუცილებლად ახდება. მთავარია, რომ თქვენი ფიქრები სუფთა იყოს, ხოლო ზრახვები გულწრფელი. ნუმეროლოგები თვლიან, რომ 02.02.2022 იდეალური თარიღია ქორწინებისთვის. მთელი დღე ისე გაატარეთ, რომ სამყაროს სიყვარული იგრძნოთ. წარმატებებს გისურვებთ!

Advertisement