ჯანმრთელობა
პროდუქტები, რომლებიც გულ–სისხლძარღვთა სისტემას მხარს უჭერენ
ცხოვრების წესი, სომატური დაავადებები, გენეტიკა – ძირითადი ფაქტორებია, რომლებზეც გულ–სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობა დამოკიდებულია. ეკოლოგიური გარემოც და კვების ხარისხიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუ გარემოზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია, გულ–სისხლძარღვთა სისტემის პროფილაქტიკისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ.
შვეიცარიელი მეცნიერები ასახელებენ პროდუქტებს, რომლებიც გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. აღსანიშნავია, რომ ყველასთვის შესაფერისი დიეტა არ არსებობს. სწორი მენიუ ორგანიზმისთვის საჭირო პროდუქტების კომბინაციით არის შედგენილი. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა და რამდენიმე პროპორციით უნდა მიირთვან ქალმა და კაცმა ნებისმიერ ასაკში ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.
რომელი პროდუქტებია სასარგებლო გულისა და სისხლძარღვებისთვის?
თუ ადამიანს ჟანგბადი არ ყოფნის, ორგანიზმის ყველა სისტემაში პრობლემები იწყება. ყველაზე მეტად გულ–სისხლძარღვთა სისტემა ზიანდება. მისი მუშაობისთვის საჭიროა აზოტის ოქსიდი, რომელიც გულის ჯანმრთელობას ხელს უწყობს და წნევას არეგულირებს. აქტიური და ძლიერი რომ იყოთ, ეს 22 პროდუქტი დაიმახსოვრეთ და გემოვნებით ერთმანეთს შეუთავსეთ:
1. ქეშიუ, ნიგოზი და ნუში.
2. სალათის მწვანილი. კერძოდ რუკოლა, ისპანახი, მანგოლდი, ფრილისი.
3. მუქი მწვანილი: ოხრახუში და კამა.
4. ნიახური. B და C ვიტამინის წყარო.
5. ახალი კომბოსტო. სახლში მოყვანილი შეიძინეთ. როგორც წესი, სათბურის კომბოსტო ნიტრატებით სავსეა.
6. ვარდკაჭაჭა, როგორც ყავის შესანიშნავი ალტერნატივა.
7. პრასი. მასში ბევრი უცვლელი მიკროელემენტია. უბრალო ხახვზე მეტად სასარგებლოა.
8. ჭარხალი და მისი ფოჩი ინსულტის განვითარების რისკს ამცირებს.
9. ცერეცო არტერიული წნევის შემცირებაში კარგი დამხმარე პროდუქტია.
10. სტაფილო იმუნიტეტს კარგად აძლიერებს.
11. ბროკოლი, პეკინის და ყვავილოვანი კომბოსტო.
12. თალგამი უჯრედისით და ანტიოქსიდანტებით მდიდარია. გულის დაავადებების სამკურნალოდ ძლიერი საშუალებაა.
13. საზამთრო ქოლესტერინით გამოწვეული დაავადებების განვითარებას აფერხებს.
14. ბოლოკი ინფარქტის, გულის იშემიური დაავადებისა და თრომბოფლებიტის პრევენციაში ერთ–ერთ მთავარ როლს ასრულებს.
15. ბროწეულის წვენი ორგანიზმის მდგომარეობას აუმჯობესებს, ტოქსინებისგან წმენდს.
16. კიტრი საქაროზს კარგად შლის.
17. ბანანი კალიუმით მდიდარი ხილია, რომელიც არტერიული წნევის რეგულირებას ხელს უწყობს.
18. ფორთოხალი გულისცემას არეგულირებს. რეგულარული მიღებისას „სასარგებლო“ ქოლესტერინის გამომუშავებას ხელს უწყობს და ვარიკოზული ვენებისგან იცავს.
19. არგინინით მდიდარი ცილოვანი პროდუქტები. ესაა ძროხის ხორცი, ზღვის თევზი.
20. კვერცხი. მასში შემავალ E ვიტამინს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.
21. წყალმცენარეები და სპირულინა. ნამდვილი სუპერ საკვებია.
22. ყველი და რძის პროდუქტები კალციუმით მდიდარია.
23. თესლი ჯანსაღი მონო და ნახევრად უჯერი ცხიმების წყაროა. დღეში 100 გრ თესლის მირთმევა ათეროსკლეროზის პრევენციას წარმოადგენს.
ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა გულის დაავადებების პრევენციაში დაგეხმარებათ. სწორედ ამიტომ, ყველაფერს გონივრულად უნდა მიუდგეთ: თუ სტრესი განიცადეთ, დაისვენეთ, თუ „მძიმედ“ იკვებეთ, განტვირთვის დღე მოაწყვეთ და რაციონს გადახედეთ. შესაძლებლობის მიხედვით მავნე ჩვევები მოიშორეთ.