საკითხავი
რჩევები, როგორ გავრეცხოთ ქურთუკის ხელოვნური და ნატურალური ბეწვის საყელო
საკუთარი ქურქი არ მაქვს და არც მისი შეძენის სურვილი მაქვს. ჩვენს რეგიონში თბილი ზამთარია, ხოლო მაღალი საზოგადოების წვეულებებზე იშვიათად დავდივარ. სწორედ ამიტომ, ნატურალური ბეწვის საყელოს მქონე ქურთუკით მარტივად დავდივარ. ლამაზი და ფუნქციურია! ასეთ პატარა ბეწვსაც მოვლა სჭირდება. სანამ ბეწვის საყელოს გარეცხავთ, პროცედურის შესახებ უნდა გაიგოთ.
ახლახანს ჩემი ზამთრის ქურთუკი საჭმლისგან დაზარალდა. სამსახურში სასარგებლო სადილის ნაცვლად ჰოთდოგით დაკმაყოფილება გადავწყვიტე. ეს სისუსტე ძვირი დამიჯდა. კეტჩუპმა მდოგვთან ერთად არა მხოლოდ ქურთუკზე, არამედ ბეწვზე ლაქები დატოვა. ქურთუკთან ვიცი, როგორ მოვიქცე, მაგრამ ბეწვის საყელოს გაწმენდა პრობლემურია. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ ბეწვის საყელო.
ქურთუკის საყელოს ნატურალური ბეწვის გაწმენდა
ბეწვის გარეცხვა კლასიკური მეთოდით (სარეცხ მანქანაში) შეუძლებელია, მხოლოდ ხელით. დელიკატური მასალა წმენდის რამდენიმე ეტაპს მოითხოვს. მაგალითად, თუ ბეწვს ლაქები აქვს, სჯობს გარეცხვამდე მოაშოროთ. უმეტეს შემთხვევაში წყალბადის ზეჟანგი ან ნიშადურის სპირტი დაგეხმარებათ.
წაულას საყელო სახამებლით ან მანანის ბურღულით მარტივად შეგიძლიათ გაწმინდოთ. ბეწვს ფხვნილი მოაყარეთ და 5 წუთით გააჩერეთ. ცოტა ხანში ჩამოფერთხეთ, ბეწვი დავარცხნეთ. ყარსაღის საყელო ძმრით შეგიძლიათ გაწმინდოთ. ცხიმის ლაქებს ბენზინი მშვენივრად გაუმკლავდება.
ნატურალური ბეწვის საყელო სჯობს ხელით გარეცხოთ. ასე მასალის ბუნებრივ ბზინვარებას და სირბილეს უზრუნველყოფთ. პირველ რიგში, სარეცხი გელი წყალში გააზავეთ. ბეწვს ღრუბლით ქაფი წაუსვით. შემდეგ სუფთა წყალი გადაავლეთ, თანაბარ ზედაპირზე გააშრეთ. ბეწვი კარგად დავარცხნეთ.
ხელოვნური ბეწვის გაწმენდა
ხელოვნური ბეწვის საყელო სჯობს მაქსიმუმ 40 გრადუს ტემპერატურაზე ხელით გარეცხოთ. თბილ წყალში სარეცხი გელი გააზავეთ. ქაფიან წყალში ბეწვი 30 წუთით ჩაალბეთ. ახლა საყელოს ბევრი სუფთა წყალი გაავლეთ. პირსახოცი დაასველეთ, თანაბარ ზედაპირზე გააშრეთ.
როგორ ჩამოვვარცხნოთ ბეწვი
ბეწვის საყელოს გარეცხვა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. შემდეგ უნდა ჩამოვარცხნოთ. ნატურალური ბეწვის საყელო იშვიათი კბილების ხის სავარცხლით დავარცხნეთ. მშრალად და ნაზად გააკეთეთ, რომ ბეწვი არ ამოგლიჯოთ.
ხელოვნური ბეწვის საყელოც მშრალი მეთოდით უნდა დავარცხნოთ. ლითონის მომრგვალებული კბილების სავარცხელი გამოგადგებათ. ასეთი სავარცხლით კატებს ვარცხნიან.
ამ სეზონზე ზამთრის ქურთუკი უკვე 2–ჯერ გავრეცხე. ხშირად და ნებისმიერი შეხებისგან ისვრება. ჩემი აზრით, ასეთი ფერის საგარეო ტანსაცმელი უფრო მიმზიდველად გამოიყურება. მოკლედ, მდიდრული ბეწვის საყელო ნებისმიერ პალტოს ელეგანტურობას მატებს. გვეთანხმებით?