Connect with us

ტესტები

ტესტი ცივი გონების და აზროვნების სიცხადის სავარჯიშოდ

ყოველდღიურად ბევრი ინფორმაციის მიღებით ადამიანს დროთა განმავლობაში ფიქრი და ანალიზი ავიწყდება, ყველაფრის მზა ფორმით მიღებას ეჩვევა. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა თავსატეხის ამოხსნა აუცილებელია, თან ნებისმიერ ასაკში.

Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ გაარკვიოთ, თუ სად მიდის კატა. ასევე კიდევ რამდენიმე საინტერესო ამოცანას გიზიარებთ. რა თქმა უნდა, ცოტა დაფიქრება მოგიწევთ, მაგრამ ასეთ საქმეს სარგებელი ნამდვილად აქვს. შეძლებთ სწორი პასუხის პოვნას?

სად მიდის კატა

1. ამ თავსატეხმა ინტერნეტ სივრცეში დიდი ხმაური გამოიწვია. ყველაფერი იმიტომ, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვერ შეთანხმდნენ, სად მიდის კატა: ზემოთ თუ ქვემოთ. თითოეული ვარიანტის მომხრეებს საკუთარი არგუმენტები აქვთ. სურათს დააკვირდით, რომ მიხვდეთ, რომელი მიმართულებით მოძრაობს კუდიანი ცხოველი.

2. მეორე ამოცანაში უნდა გაარკვიოთ, რამდენს იწონის აგური. ცნობილია, რომ თუ ნახევარ აგურს 1 კგ–ს დაუმატებთ, მთელ აგურს მივიღებთ. შეძლებთ სწორი პასუხის გაცემას?

3. და ბოლოს, ერთი შეხედვით რთული მათემატიკური ამოცანა, რომელსაც სკოლის მოსწავლეც მარტივად ამოხსნის. შეძლებს ზრდასრული ადამიანი ამ ეშმაკურ მაგალითში გარკვევას? მათემატიკის მთავარი წესები გაიხსენეთ, რომ კითხვის ნიშნის ნაცვლად სწორი რიცხვი ჩასვათ.

მინიშნებები და პასუხები

1. ზოგი იტყვის, რომ კატა თავის მნიშვნელოვან საქმეებზე მიდის და არ უნდა შევეხოთ. ეს მართალია, თუმცა საინტერესოა ზემოთ მიდის თუ ქვემოთ. დაკვირვებული ადამიანები საფეხურებს უყურებენ, შემდეგ დარწმუნებით ამბობენ, რომ ცხოველი ქვემოთ მიდის. ჩვენ ვეთანხმებით. თუ კატის ჩრდილს დააკვირდებით, გასაგებია, რომ წინ ეცემა. გამოდის, სინათლის წყარო კატის ზურგს უკან, სადღაც ზემოთ მდებარეობს.

2. ამოცანის პირობიდან ადვილი გასაგებია, რომ აგურის ნახევარი 1 კგ–ს იწონის. ამ შემთხვევაში მთელი აგური, რომელიც ორი ნახევრისგან შედგება, იწონის 1 კგ + 1 კგ = 2 კგ.

3. პირველ რიგში, ფრჩხილებში მოქმედებას ვასრულებთ. ამიტომ ყველა არითმეტიკური ოპერაცია მარცხნიდან მარჯვნივ სრულდება. აქედან: 12 : 2 * 3 = 6 * 3 = 18. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი პასუხებიც ასეთი იყო. თუ სხვა პასუხი მიიღეთ?

ასეთი პატარა და მრავალფეროვანი ამოცანები გონების სავარჯიშოდ ყველასთვის კარგია. გაგვიზიარეთ თქვენი პასუხები.

Advertisement