Connect with us

ტესტები

ფსიქოლოგიური ტესტი: რაზე დუმს თქვენი ქვეცნობიერი

ფსიქოლოგიური ტესტები კარგია იმით, რომ ერთ წუთში შეგიძლიათ იპოვოთ პასუხი კითხვაზე, რომლის გაგებაც სხვა მეთოდით რთულია. როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი, ტესტების დახმარებით ქვეცნობიერიდან პასუხს ყოველთვის იპოვის, რომელიც ბევრი რამის გარკვევაში დაეხმარება.

Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ახალ ფსიქოლოგიურ ტესტს, სადაც ერთ წუთში შეძლებთ გაიგოთ, სინამდვილეში რისი თქმა სურს თქვენს ქვეცნობიერს. უბრალოდ მოცემულ სურათზე ერთ–ერთი გამოსახულება აირჩიეთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, შემდეგ გაშიფვრა წაიკითხეთ.

ქვეცნობიერის პასუხი

1. თუ პირდაპირ პირველ თვალზე შეჩერდით, ეს ერთგვარ შებოჭილობაზე საუბრობს. მას იდუმალი პიროვნება ირჩევს, რომელიც ყველაფერს თავისთვის ინახავს. ამ შემთხვევაში ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ ადამიანების ნდობა ისწავლოთ და მათ გული ხშირად გადაუშალოთ.

მთელი სამყაროსგან ასეთი ჩაკეტილობა ერთგვარ დაცვას წარმოადგენს, კომფორტის ზონაში დარჩენაში ეხმარება. მთელი ცხოვრება ნაჭუჭში ცხოვრება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, გირჩევთ ჩვეული ჩარჩოდან გამოხვიდეთ, რადგან სამყარო არც ისეთი რთულია, როგორც ფიქრობთ.

2. მეორე გამოსახულებას ირჩევენ ადამიანები, რომლებიც ნიღბის ქვეშ ნამდვილ ზრახვებს მალავენ. სწორედ ამიტომ, გულწრფელობაზე საუბარიც არაა. ქვეცნობიერ დონეზე ადამიანი ხვდება, რომ დროთა განმავლობაში ყველა საიდუმლოს ფარდა აეხდება და ეს დიდი დარტყმა გახდება. შესაძლოა, არ ღირს სიმართლის მიმართ უკვე ასეთი შიში?

3. ამ არჩევანს აკეთებს ადამიანი, რომლის შიგნით ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის ბრძოლა მიდის. მოუსმინეთ, რას გეუბნებათ  შინაგანი „მე“, რომელი ფიქრების და შიშის გამოშვება გაშინებთ. შესაძლოა, დრო მოვიდა საკუთარ თავთან უფრო გულწრფელი იყოთ?

4. მე-4 გამოსახულებას ირჩევს ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ახალი აშინებს. ახალი სამსახური, ახალი ქალაქი და ახალი ხალხი არ ახარებს, მხოლოდ აშინებს. ქვეცნობიერად ყველა შესაძლო ბარიერს ქმნის, რომელიც რაიმეს შეცვლას ხელს უშლის. დაფიქრდით, თუ მოგიტანთ ასეთი დაცვა ბედნიერებას. შესაძლოა, ამ გამოგონილ ღობეზე გადაბიჯება საკმარისია, რომ ცხოვრება ახალი ფერებით ათამაშდეს?

5. მე-5 თვალს ნამდვილი შრომისმოყვარე ადამიანები ირჩევენ, რომლებიც ცხოვრების მთავარ მიზანს სამსახურში ხედავენ. ამ შემთხვევაში ქვეცნობიერი მიგანიშნებთ, რომ ზედმეტი არ გააკეთოთ, სამსახურსა და დასვენებას შორის ბალანსი იპოვოთ. დროა, ცოტა დაისვენოთ და მომავალზე დაფიქრდეთ.

6. ბოლო გამოსახულებას ხშირად ირჩევს ისეთი ადამიანი, რომელიც არა საკუთარი სურვილებით, არამედ სხვების მოსაზრებებით ხელმძღვანელობს. ქვეცნობიერად ადამიანი ხვდება, რომ თავის რეალურ მიზნებს უკანა მხარეს აყენებს. ზედმეტი არ იქნება, თუ შინაგან ხმას მოუსმენთ. რატომ? რომ ზოგჯერ მაინც ისე მოიქცეთ, როგორც მხოლოდ თქვენ გსურთ.

აი, ფსიქოლოგები ასეთ საინტერესო ტესტს გვთავაზობენ. ვიმედოვნებთ, რომ ამ მარტივი გაშიფვრით ქვეცნობიერისგან საჭირო პასუხი მიიღეთ.