Connect with us

საკითხავი

ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშო „ვეფხვი“: დეტალური მასტერკლასი

ბავშვებს ნამდვილი დღესასწაული რომ მოვუწყო, წინასწარ მომზადებას ვცდილობ. ინტერნეტში სახლის გასაფორმებლად საინტერესო იდეებს ვეძებ. ყოველწლიურად ხელთ არსებული მასალებით დამდეგი წლის სიმბოლოს ვაკეთებ. ამჯერად, ნაძვის ხის სათამაშო „ვეფხვი“ შემხვდა, რომელიც უბრალო ნაძვის ხის ბურთისგან შეგიძლიათ გააკეთოთ.

მზა სათამაშო შეუმჩნევლად შეგიძლიათ ჩამოკიდოთ და შემდეგ ბავშვებს თამაში მოუწყოთ და დანარჩენ სათამაშოებს შორის ცხოველი მოაძებნინოთ. ასევე შეგიძლიათ ბავშვები შემოქმედებით პროცესში ჩართოთ და მწვანე ლამაზმანი ერთად გააფორმოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვი სიურპრიზით აღფრთოვანდება. მომავალი წლის მფლობელიც ნასიამოვნები დარჩება. შემოგვიერთდით.

როგორ გავაკეთოთ ნაძვის ხის სათამაშო „ვეფხვი“

დაგჭირდებათ:

  • 8 სმ დიამეტრის ნაძვის ხის ბურთი
  • შავი და თეთრი აკრილის საღებავები
  • ნარინჯისფერი საღებავი
  • ღრუბელი
  • ფუნჯი
  • აკრილის ლაქი
  • დეკორატიული ძაფი ან ლენტი
  • წებო
  • ხელოვნური კენკრა, წიწვი და გირჩი
  • ბავშვის წინდა ქუდისთვის
  • ნატურალური თეთრი ქსოვილის (ნარმა ან სელი) ან სქელი ფეტრის ნაჭერი

1. ბურთის შეღებვით დავიწყოთ. ამისთვის თეთრი საღებავი და წვეთი ნარინჯისფერი საღებავი აურიეთ.

2. მიღებული საღებავი ღრუბლით ბურთს წაუსვით. ზედა ნაწილი შეგიძლიათ არ შეღებოთ, რადგან მაინც ქუდი უნდა ჩამოაცვათ. პირველი ფენა ფენით გააშრეთ, მეორე ფენა წაუსვით და კიდევ გააშრეთ.

3. ფუნჯით ვეფხვის პირი და ზოლები დახატეთ, თეთრი და შავი საღებავები გამოიყენეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბურთის ნაკერები გვერდებზე უნდა იყოს.

4. როცა საღებავი გაშრება, აკრილის ლაქით დააფიქსირეთ. სათამაშოს გაშრობა აცადეთ.

5. წინდას ქვედა ნაწილი მოაჭერით. ზედა ნაწილი ბურთს ჩამოაცვით. ეს ჩვენი ქუდი იქნება. წებოთი დააფიქსირეთ.

6. ქუდი ქვემოთ შეკარით, რომ ნაკეცები გამოვიდეს და ძაფით შეკარით. კუთხეები ოდნავ მოაჭერით ან ფოჩები გაუკეთეთ.

7. ყურები ტექსტილის გამოყენებით შეგიძლიათ გააკეთოთ (შეკერეთ) ან სქელი ფეტრიდან გამოჭერით და საჭირო ფერში შეღებეთ. ყურები ბურთს მიაწებეთ.

8. ბურთი წიწვით, გირჩებით და რამდენიმე ხელოვნური კენკრით გააფორმეთ. წებოთი დაამაგრეთ.

აი, ასეთი საახალწლო ნაძვის ხის სათამაშო „ვეფხვი“ გამოვიდა. გირჩევთ რამდენიმე ცალი გააკეთოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდი ხე გაქვთ. მხიარული და ფერადი ვეფხვი სიმწვანეში იდეალურად გამოიყურება. ცხვირპირი, ქუდის ფერი და გაფორმება შეგიძლიათ შეცვალოთ. ფანტაზია ჩართეთ და შექმენით. ამისთვის საკმარისი დრო გაქვთ.