საკითხავი
ხელოსანი რომ არ გამოვიძახო, მაცივარზე ამას 6 თვეში ერთხელ ვაკეთებ
რამდენ დროს ხარჯავთ მაცივრის გაწმენდაში? მიყვარს, როცა მთელი სამზარეულო შიგნიდან და გარედან სისუფთავით ანათებს. სწორედ ამიტომ, შემიძლია სახლის დალაგებას არა ერთი საათი დავუთმო, რომ ყველა ზედაპირი ბრწყინავდეს. სუნის მოშორება გაცილებით რთულია, განსაკუთრებით მაცივარში.
ახლახანს ერთი ეფექტური და სწრაფი მეთოდის შესახებ გავიგე. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ ხრიკს მაცივრის გასაწმენდად. აღფრთოვანებული დარჩებით.
მაცივრის გაწმენდა
დალაგების პირველი ეტაპი: მომზადება. თაროები პროდუქტებისგან მთლიანად დააცარიელეთ. კარტოფილი, ქილები, კვერცხი და ძველი ბორში – ყველაფერი გამოიღეთ. თავად თაროების გამოღებაც არ დაგავიწყდეთ. ფრთხილად იყავით: ზოგიერთზე ძალიან თხელი პლასტმასია. ასეთი კონსტრუქციის დაზიანება ძალიან მარტივია. სპეციალურ მაღაზიაში თაროს შეძენა ძვირი დაგიჯდებათ.
საყინულეც არ დაგავიწყდეთ. ყინული სწრაფად რომ გალღვეს, მასში ცხელი წყლით სავსე ჭიქა ჩადეთ. ასევე კედლებს წყალი სპრეი ბოთლით შეასხურეთ.
თაროები და ყველა დეტალი, რომელიც იხსნება სააბაზანო ოთახში გაიტანეთ და სპეციალური საწმენდი ხსნარით გარეცხეთ. არანაირი აგრესიული ქიმია. ყველა კომპონენტს სახლში იპოვით.
დაგჭირდებათ:
- 1 ლ წყალი
- 50 გრ საპონი
- 2 ს/კ სარეცხი საშუალება
- 2 ს/კ სოდა
1 ლ თბილ წყალს 50 გრ გახეხილი დიასახლისის საპონი დაუმატეთ. ამის შემდეგ 2 სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი საშუალება და კიდევ 2 სუფრის კოვზი სოდა დაუმატეთ. ასეთი ხსნარით სუნსაც მოიშორებთ და ჭუჭყისგანაც გაწმენდთ.
სანამ თაროები შრება, მაცივარს მიხედეთ. იგივე ხსნარი გამოიყენეთ. რთული ნაწილები სოდით გაწმინდეთ. რეზინები არ დაგავიწყდეთ! მისთვის ძველი კბილის ჯაგრისი გამოიყენეთ. ეფექტის დასაფიქსირებლად და უსიამოვნო სუნის გასაქრობად 1 ლ წყალს 100 მლ ძმარი დაუმატეთ და გამოიყენეთ. რეზინის ხელთათმანის გამოყენება არ დაგავიწყდეთ. არც ერთი მაცივარი თქვენი ხელის ფასი არ ღირს.
ყველა ელემენტი გაშრობის შემდეგ თავის ადგილზე დააბრუნეთ. სუნი რომ არ დაბრუნდეს, ერთი ხრიკი გამოიყენეთ. პატარა ფიალაში ყავის მარცვლები ჩაყარეთ და მაცივარში შეინახეთ. ყურადღება მიაქციეთ, რას ინახავთ მაცივარში და სუნი არ შეგაწუხებთ.
მაცივარი ყოველგვარი კერძებით, განსაკუთრებით დიდი დღესასწაულის წინ ხშირად ივსება. სასადილო კაზუსები ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს: იქ ქილა გასკდა, აქ კონტეინერი გაიბზარა. ახლა მაცივრის გაწმენდა პრობლემა აღარაა. და არანაირი უსიამოვნო სუნი!