Connect with us

თავის მოვლა

სასარგებლო სილამაზის ჩვევები დაიმახსოვრეთ და თქვენს ცხოვრებაში დანერგეთ

დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ სასარგებლო სილამაზის რჩევებს. მათი დახმარებით ლამაზი და მოვლილი კანის მიღებას ყოველგვარი დიეტის, კოსმეტოლოგის და მძიმე ფიზიკური ვარჯიშის გარეშე შეძლებთ. სილამაზის რჩევები ყოველდღიურ რუტინად აქციეთ და ნებისმიერი დღესასწაულისთვის ყოველთვის ფორმაში იქნებით. რჩევების ყოველდღე შესრულება დიდ დროს და ძალას არ წაგართმევთ.

ბევრი წყალი დალიეთ

წყლის რეჟიმის დაცვა ორგანიზმისთვის აუცილებელია, მაგრამ იძულებით მიღება არ შეიძლება. ორგანიზმს მოუსმინეთ და მიხვდებით, როდის უნდა დალიოთ წყალი. ორგანიზმი წყალს ინახავს, როცა მის დეფიციტს გრძნობს, შედეგად შეშუპება ჩნდება. დასაცხრობად უბრალოდ ბევრი წყლის დალევა საკმარისია. დერმატოლოგები გაფრთხილებენ, რომ წყლის დეფიციტის გამო შეიძლება ისეთ პრობლემასთან შეჯახება მოგიწიოთ, როგორიცაა ფერიმჭამელები. წყლის დეფიციტი ცხიმოვანი ჯირკვლების ცუდ მუშაობას და ფერიმჭამელების გაჩენას იწვევს. ზოგჯერ ადამიანს წყურვილი და შიმშილი ერევა, ამიტომ წყლის დალევა წახემსების სურვილს აქრობს.

გაჯეტებთან ნაკლები დრო გაატარეთ

ტელეფონი, კომპიუტერი და სხვა გაჯეტები, განსაკუთრებით სოციალური ქსელის სქროლვა ბევრ დროს გვართმევს და ჯანმრთელობასაც აზიანებს. სპეციალისტები ცისფერი ეკრანის დამღუპველ გავლენას ციფრულ დაბერებას უწოდებენ. ცისფერი ეკრანის წინ დიდხანს ყოფნა პიგმენტაციის და ნაადრევი ნაოჭების გაჩენის რისკს ზრდის.

დროულად დაიძინეთ

ხანგრძლივ ძილი, განსაკუთრებით სწორ მონაკვეთში, მხნეობას შეგმატებთ და უფრო ლამაზს გაგხდით. შვედი მეცნიერების კვლევის თანახმად, ორ დღეზე მეტხანს 7 საათზე ნაკლები ძილი გარეგნობას ზიანს აყენებს. ძილის დროს ორგანიზმი ისვენებს და რიგ პროცესებს ააქტიურებს. მაგალითად, კოლაგენის წარმოება, რომელიც კანზე დადებით გავლენას ახდენს. ღამის 12-დან 3 საათამდე ძილის დროს მელატონინი აქტიურად იწარმოება. გირჩევთ, შუაღამით დაძინება ჩვევად გქონდეთ.

მედიტაციას მიმართეთ

ადრე ადამიანს საკუთარი თავის შესაცნობად ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა. ამას თანამედროვე ადამიანზე ვერ ვიტყვით. თავისუფალი დროის გამოჩენისთანავე ტელეფონს ვიღებთ და სოციალური ქსელების სქროლვა ვიწყებთ. ამის გამო ფსიქიკური პრობლემები, ქრონიკული სტრესი და ტვინის მუშაობის დარღვევა იზრდება. გარეგნული სილამაზისთვის შინაგანი სამყაროს მოწესრიგება მნიშვნელოვანია. ამაში ნებისმიერი სახის მედიტაცია დაგეხმარებათ. თქვენი მეთოდი იპოვეთ და დღეში რამდენიმე წუთი დაუთმეთ.

სახლში სპა პროცედურა მოიწყვეთ

თანამედროვე ადამიანმა არ იცის, რა არის დასვენება. აბაზანაში მშვიდად წოლის ნაცვლად ათას საქმეს პოულობს, მაგალითად, სახლის დალაგება, ბავშვისთვის საშინაო დავალებების შესრულებაში დახმარება, საყიდლებზე წასვლა. გირჩევთ, რომ კვირაში 1 საათი მაინც საკუთარ თავს დაუთმოთ. აბაზანაში ჩაწექით, არომათერაპია მარილით არ დაგავიწყდეთ, დამატენიანებელი ნიღაბი სახეზე წაისვით და მოეშვით.

მსუბუქი ფიზიკური ვარჯიში ყოველ დილით

თუნდაც მძიმე ფიზიკური ვარჯიშისთვის დრო და ძალა არ გქონდეთ, დილით კუნთების გახურება აუცილებელია. 10 წუთით კუნთების გაწელვა საკმარისია, რომ ბედნიერების ჰორმონი გაზარდოთ და თავი კარგად იგრძნოთ! კარგ განწყობას მთელი დღე გარანტირებულად შეინარჩუნებთ.

მწვანე პროდუქტები მიირთვით

გარეგნობაზე ზრუნვა შიგნიდან იწყება. სწორედ ამიტომ, რაციონში მეტი ნიახური, მწვანილი და ბროკოლი ჩართეთ. მათი დახმარებით საჭმლის მონელებაც გაუმჯობესდება. მარტივი სალათებით თავს მსუბუქად და ჰაეროვნად იგრძნობთ. აი, მაკარონი, მარცვლეული და კარტოფილი სჯობს დაივიწყოთ.

სხეულის გაწმენდა და დატენიანება არ დაგავიწყდეთ

როგორც სახეს, ასევე სხეულს ყოველდღე გაწმენდა და დატენიანება სჭირდება, რომ მშრალი კანი თავიდან აიცილოთ. ზეთი, დამატენიანებელი კრემი ან ლოსიონი ყოველდღე წაისვით. ერთკვირიანი რეგულარული წასმის შემდეგ კანს ვეღარ იგრძნობთ.

არომათერაპია შეიყვარეთ

თუ მშვიდად დაძინება და სტრესის მოშორება, განწყობის ამაღლება და ტვინის გააქტიურება გსურთ, არომათერაპია დაგეხმარებათ, რომელიც უძველესი დროიდან ცნობილია. მთავარია, სწორი სუნი შეარჩიოთ. სუნი ძალიან მკვეთრი რომ არ იყოს, კრემს რამდენიმე წვეთი დაუმატეთ.

ცივი წყლით ან ყინულით დაიბანეთ

ცივი წყალი კანის ცხიმის წარმოებაზე დადებით გავლენას ახდენს, ფორებს ამცირებს, სისხლის მიმოქცევას და კანის ფერს აუმჯობესებს, კრემის სასარგებლო მიკროელემენტები კანში ღრმად შეყავს. ამ მიზნით შეგიძლიათ ყინულის კუბი ან ცივი მასაჟორი გამოიყენოთ.

თანამედროვე აჩქარებულ ტემპში ახალი ჩვევის მიღება რთულია. პირველი რამდენიმე კვირა მოგიწევთ საკუთარ თავს სილამაზის ჩვევის შესრულება შეახსენოთ, შემდეგ უკვე რუტინის ნაწილი გახდება.