Connect with us

საკითხავი

აკრძალვები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ხსენების დღეს 14 ოქტომბერს

2021 წელს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ხსენების დღეს მთელ მსოფლიოში მართლმადიდებელი ქრისტიანები 14 ოქტომბერს აღნიშნავენ. დიდი საეკლესიო დღესასწაული კონსტანტინოპოლის ვლარქენის ტაძარში მლოცველების მიერ ღვთისმშობლის ხილვას ემთხვევა. ეს 910 წელს მოხდა. გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელმა თავსაბურავი (საფარი) მოიხსნა და ხალხს თავზე გადააფარა, ამით აჩვენა, რომ მათ დასაცავად მზად იყო. ხალხში ამ დღესასწაულს „საფარველის დღე“ უწოდეს.

Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ სჯობს გაატაროთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ხსენების დღე სიკეთეში. ითვლება, რომ ამ დღეს თქმული ლოცვები შეუსმენელი არ რჩება!

საფარველი ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა

სახლში და ახლობლებთან პრობლემები რომ არ შეგექმნათ, თავი შეიკავეთ ისეთი საქმისგან, როგორიცაა სახლის დალაგება, რეცხვა, დაუთოება. ქსოვა და კერვაც არ ღირს. სასურველია, გვიან ვახშმობამდე არაფერი გააკეთოთ, მაგრამ ეს უკვე თქვენი შეხედულებისამებრ.

რაც მთავარია, ნებისმიერი ნეგატივისგან თავი შეიკავეთ: კამათი, ბილწსიტყვაობა, წყენა, სიამაყე, ამპარტავნება. გულშიც კი არ გაბრაზდეთ. ეს ნათელი დღე სიბრაზით და შურით არ დააბნელოთ.

ხალხური ტრადიციით, საფარველის დღეს მაჭანკლისთვის უარის თქმა არ შეიძლება. ნიშნები ამბობს, რომ თუ გაუთხოვარი ქალი ასეთ რამეს გაბედავს, უახლოესი 3 წელი ნამდვილად ვერ გათხოვდება. ჭეშმარიტად მორწმუნეებს მკითხაობა და ჯადოს კეთება მკაცრად ეკრძალებათ.

ამ დღეს ფულის გასესხება და ვალის აღება არ შეიძლება: ხალხური რწმენის თანახმად, ამან შეიძლება იმ ადამიანებს შორის ურთიერთობა გააფუჭოს, ვინც დიდ დღესასწაულზე სესხის აღებას გადაწყვეტს.

ამბობენ, რომ ამ დღეს ლოცვებს განსაკუთრებული ძალა აქვთ, ამიტომ დღესასწაული სჯობს ღვთისმშობლის მიმართ ლოცვით დაიწყოთ. გულწრფელად და სულით უნდა ილოცოთ. თუ ამას გააკეთებთ, მთელი წელი ღვთისმშობელი თავისი საფარველის ქვეშ დაგიცავთ.

დილით სჯობს ეკლესიაში ლოცვას დაესწროთ. დღესასწაულზე ღვთისმშობლის ხატის წინაშე სანთელი აუცილებლად აანთეთ, მაგრამ ეს შეგიძლიათ სახლშიც გააკეთოთ. ტრადიციულად, ახალგაზრდა ქალი ხატის წინაშე სწრაფად დასაოჯახებლად ლოცულობს. საფარველის ხსენების დღეს ქალების დღესასწაულად  და ქორწილების დიდ მფარველად მიიჩნევენ. საერთოდ, ამ დღეს ქორწილების და წვეულებების – ახალგაზრდების შეკრების სეზონი იწყება. გადმოცემით, ამ დღესასწაულის დღეს პირველი თოვლი მოვიდა და ხალხმა თოვლის საფარი თეთრ საქორწილო თავსაბურავს შეადარა.

ღვთისმშობლისადმი ლოცვაში მიღებულია ითხოვოთ კარგი განწყობა, დაცვა, დახმარება და მხარდაჭერა, ოჯახური კეთილდღეობა და სიყვარული. ქალები, რომლებიც დაქორწინებაზე ოცნებობენ, ღირსეულ საქმროს ითხოვენ. ხალხში ამბობენ, რომ ქალები, რომელთაც გათხოვება სურთ, ყველაზე ადრე უნდა ადგნენ, აუცილებლად სანთელი აანთონ და ღვთისმშობელს დაოჯახება და ღირსეული საქმრო სთხოვონ.

მართლმადიდებლური შელოცვაც არსებობს ქორწინებისთვის, რაც სწრაფად დაქორწინებას ხელს უწყობს. თუ ბიჭი ან მამაკაცი ხელის თხოვნას არ ჩქარობს, თქვით: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობელო, დაფარე მიწა თოვლით, მე კი საქმროთი. დაე, ასე იყოს, ამინ!“ ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ხსენების დღეს საეკლესიო მსახურების დროს 3-ჯერ წაიკითხეთ.

ტრადიციულად, ამ დღეს ბლინებს და ოლადებს აცხობენ. ხალხში სჯერათ, რომ ამ დღეს სახლში საკონდიტრო პროდუქტების სუნი სახლის სულს ამშვიდებს. გაუთხოვარი ქალი ბლინებს საქმროს მოსაზიდად აცხობს. ბლინი 2 ნაწილად უნდა გაყოთ: ერთი ნახევარი თავად შეჭამეთ, მეორე – ჩიტებს. ითვლებოდა, რომ ჩიტები ბლინის ნახევარს საყვარელ ადამიანთან მიიტანენ. თუმცა ეს მხოლოდ ხალხური რწმენაა.

ლოცვა  ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ხატის მიმართ

დედუფალო ჩემო, ყოვლადსახიერო, სასოო ჩემო ყოვლადწმიდაო, ობოლთა მწეო და ყარიბთა მეოხო, ჭირთა შინა მყოფთა შეწევნაო და ჩაგრულთა საფარველო, მოხედენ განსაცდელსა ჩემსა, მოხედენ მწუხარებასა ჩემსა: ყოვლით კიდითგან განსაცდელითა შეპყრობილ ვარ და არა მაქუს მეოხებაჲ. ამისთვისცა შენ თვით შემეწიე მე უძლურსა, გამომზარდე მე, ვითარცა ყარიბი, წარმიმართე გზაჲ ვითარცა შეცთომილსა, განმკურნენ და მაცხოვნენ მე, ვითარცა უსასოჲ, არა მაქუს სხუაჲ შემწე, არცა სხუაჲ შუამდგომელ, არცა ნუგეშინისმცემელ, მხოლოო შენ, ჰოი დედაო ყოველთა მწუხარეთა და ტვირთმძიმეთაო! მომხედენ მე ცოდუილსა და განბოროტებულსა, და დამიფარე მე ყოვლადწმიდითა ომოფორითა შენითა, რაჲთა ვიხსნე ბოროტისაგან, რომელსა გარემოუცავ მე და ვადიდებდე მარადის უფროსადსაგალობელსა სახელსა შენსა. ამინ.

დიდი საეკლესიო დღესასწაული მთელმა ოჯახმა ერთად აღნიშნეთ. პირველ რიგში, დილით ეკლესიაში მსახურებას დაესწარით, შემდეგ ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად სადღესასწაულო მაგიდასთან შეიკრიბეთ.

ღვთისმშობლის მფარველობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!