Connect with us

საკითხავი

დაფნის ფოთოლი დაწვით და ნახეთ, რა მოხდება

თითოეულ სახლს თავისი არომატი აქვს. ზოგის სახლს სუნამოს ან ყავის სუნი ასდის, ზოგს კი – კერძების ან თბილი რძის სუნი. ზოგიერთ ბინაში წარმოუდგენელი სისუფთავის და სუფთა ჰაერის სუნი იგრძნობა. აქ თავს ძალიან მყუდროდ გრძნობთ, რადგან ჰაერის დამატენიანებლის ხელოვნური სუნი არ იგრძნობა. სავარაუდოდ, ასეთ სახლებში დაფნის ფოთლის სარგებელს აფასებენ.

ზოგიერთმა ადამიანმა იცის მეთოდი, რომელსაც ძველი ბერძნები და რომაელები იყენებდნენ. ისინი დაფნის ფოთოლს არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ უსიამოვნო სუნისა და სინესტისგან შენობის გასაწმენდად იყენებდნენ. ამისთვის, ისინი დაფნის ფოთოლს წვავდნენ.

დაფნის ფოთლის სარგებელი ორგანიზმისთვის

სხვათა შორის, თუ ასეთ პროცედურას ხშირად გააკეთებთ, არა მხოლოდ უსიამოვნო სუნს მოიშორებთ, არამედ ზოგიერთ დაავადებას თავიდან აიცილებთ და განწყობას გააუმჯობესებთ. დამტკიცებულია, რომ დაფნის ფოთლის სუნი ორგანიზმზე დამამშვიდებელ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ახდენს.

დაფნის ფოთოლს ეპილეფსიური კრუნჩხვების, სტრესის, დაღლილობის და უძილობის თავიდან აცილება შეუძლია. სანელებელი შეიცავს ცინეოლს და სპეციფიკურ ეთერზეთებს, რომლებიც სასუნთქ გზებს ათავისუფლებენ და მთელი ორგანიზმის მოდუნებას ხელს უწყობენ. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როდის გამოიყენოთ ნატურალური გამაჯანსაღებელი საშუალება.

შფოთვა და დაღლილობა

სტრესი დღეგრძელობის მოსისხლე მტერია. დაფნის ფოთოლში შემავალი ეთერზეთები ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს. მას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, მაგრამ ძილიანობას არ იწვევს. პირიქით, ძალების მოზღვავებას იგრძნობთ.

ფილტვის დაავადება

დაფნის ფოთოლი ნახველს ათხელებს და გამოდევნის. დაფნის ზეთი განსაკუთრებით ეფექტურია: მშრალი ხველის დროს მკერდზე ხშირად იზელენ. დაფნის ზეთი ასთმის სამკურნალოდაც ეფექტურია.

დიაბეტი

USDA–ს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 3 გრ დაფნის ფოთოლი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს. ეს ერთ–ერთი მიზეზია, რის გამოც დაფნის ფოთოლი დიეტურ კერძებში სასურველი ინგრედიენტია.

ქერტლი

დაფნის ფოთოლს თმის ზრდის სტიმულირებისა და ქერტლის სამკურნალოდ იყენებენ. მის საფუძველზე სკალპის ნიღბის გაკეთება საკმარისია. 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა კვირაში ერთხელ გაიმეორეთ.

საშარდე სისტემის დაავადებები

დაფნის ფოთოლი ძლიერი შარდმდენი საშუალებაა. შეშუპებას ეფექტურად ებრძვის. გარდა ამისა, მისი ჩართვა ცისტიტის და თირკმლების დაავადებების დროს ღირს.

რატომ უნდა დაწვათ დაფნის ფოთოლი

10 წუთში დამამშვიდებელი ეფექტი რომ იგრძნოთ, რამდენიმე ხმელი დაფნის ფოთოლი შესაფერის ჭურჭელში დაწვით. ცოტა ხანში სასიამოვნო სუნს იგრძნობთ, რომლითაც მთელი ოთახი გაივსება.

სხვათა შორის, დაფნის ფოთოლი სისუფთავის, წარმატების და გამარჯვების სიმბოლოდ ითვლება. მცენარის ჯადოსნური თვისებები ანტიკური დროიდან შეამჩნიეს. დაფნის ფოთლით სხვადასხვა რიტუალებს სურვილის ასახდენად ასრულებდნენ. დღემდე ბევრი ადამიანი დაფნის ტოტს შემოსასვლელ კართან თილისმად ინახავს.

დაფნის ფოთლის სასარგებლო თვისებების დათვლა ძალიან რთულია. მას იყენებენ კულინარიაში, სამკურნალო მიზნით, ყოველდღიურობაში, თილისმად და სხვა სფეროში. სწორედ ამიტომ, უნიკალური სანელებელი სახლში უნდა გქონდეთ!