თავის მოვლა
მინის კანის ეფექტი: კორეული ტრენდი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო
თუ კორეულ სერიალებს უყურებთ, შეამჩნევდით, რომ მსახიობი ქალების ასაკის გამოცნობა რთულია. კორეაში თითქმის ყველა ქალი ახალგაზრდულად გამოიყურება. მათი მინის კანი აღფრთოვანებას და კითხვებს იწვევს, თუ როგორ აღწევენ ამას.
კორეულმა კოსმეტიკამ მთელი მსოფლიო დაიპყრო, ქალები ცდილობენ, რომ თავის მოვლის სისტემა შეცვალონ. ისინი ბრჭყვიალა და სურნელოვანი შიგთავსის კოსმეტიკას ყიდულობენ. ყველა ქალს მინის კანის ეფექტის მიღება სურს.
კორეელი ქალისთვის ახალგაზრდა კანი „მინის მსგავს კანს“ ნიშნავს სწორი ზედაპირით, უხილავი ფორებით და მაქსიმალური ბზინვარებით. ისინი ლამაზები და ჭკვიანები არიან. ბზინვარე ეფექტით ნაოჭებს და სხვა დეფექტებს ნიღბავენ, ყურადღება სხვა რამეზე გადააქვთ. აი, ამერიკასა და ევროპაში ქალები დეფექტების დამალვას გლუვი ტონით ცდილობენ.
მინის კანის საიდუმლო
კორეელი ქალები ცხიმიან და მკვებავ კრემებს არ იყენებენ. სახის კანს მაქსიმალურად ატენიანებენ და ეტაპობრივ მოვლას იყენებენ.
ისინი მსუბუქ კოსმეტიკას ხმარობენ და დღეში რამდენჯერმე და რამდენიმე ფენას იმატებენ. კორეელი ქალის დღის რუტინა: სახის დაბანა, პილინგით გაპრიალება, გელშრატის წასმა, შემდეგ შრატის ან ესენციის წასმა. ხშირად ჰიალურონზე ან C ვიტამინზე დაფუძნებულ შრატებს იყენებენ, რომ კანს ბზინვარება მიანიჭონ.
ამის შემდეგ დამატენიანებელი გელით ეფექტს აფიქსირებენ. სილამაზის პროდუქტების კანში შეწოვის შემდეგ მსუბუქ ტონალურს ისვამენ და მორჩა. საკმაოდ გრძელი პროცედურაა, რომლის ყოველდღე გამეორება შეიძლება დაგეზაროთ.
არ დაგავიწყდეთ, რომ მსგავსი მოვლის პირობებში კანს მზისგან დაცვა აუცილებლად სჭირდება. შეგიძლიათ მზის დამცავი ტონალური ეფექტით გამოიყენოთ. მინის კანის მისაღებად სახეს მუდმივად ყურადღება უნდა მიაქციოთ, რაც დილით მინიმუმ 5 საშუალების გამოყენებას და დიდ დროს გულისხმობს.
რა თქმა უნდა, ჰაილაითერის და ბზინების დახმარებით შეგიძლიათ მინის ეფექტი მიიღოთ, მაგრამ მოვლის საშუალებებით ბზინვარების მიღება ნამდვილი სიამოვნებაა. ყოველდღიური მოვლით კანი ბზინვარებით დაგაჯილდოებთ.