Connect with us

საკითხავი

ყავის მოყვარულები ამ 4 შეცდომას მუდმივად უშვებენ და შედეგებზე არც ეჭვობენ

ყავა არა მხოლოდ გამამხნევებელი სასმელი, არამედ მთელი რიტუალია, რომლის გარეშეც თავისი დილა ბევრს ვერ წარმოუდგენია. ყავის ბევრი სახეობა და მომზადების მეთოდი არსებობს. ორგანიზმზე ყავის გავლენის შესახებ ბევრი ურთიერსაპირისპირო ინფორმაცია გვხდება. ზოგი წერს, რომ ყავა სასარგებლოა, სხვები მის ზიანზე საუბრობენ. სინამდვილეში, ზომიერება მთავარ როლს ასრულებს. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ სასმელი სწორად.

რამდენი ყავის დალევა შეიძლება დღეში

ბოლო დროს მეცნიერები იმ აზრამდე მიდიან, რომ ყავა ჯანმრთელობაზე მაინც პოზიტიურ გავლენას ახდენს. ოღონდ იმ პირობით, თუ ზომიერად, გონივრულად მიიღებთ. კოფეინის გადაჭარბებამ შეიძლება ორგანიზმს ზიანი მიაყენოს.

თუ ნეგატიური შედეგების თავიდან აცილება გსურთ, დღეში 4 ფინჯანზე (400 მლ) ყავაზე მეტი არ დალიოთ. სასმელის სიძლიერეც უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, 400 მლ ამერიკანო უფრო მეტ კოფეინს შეიცავს, ვიდრე იმავე რაოდენობის ლატე.

პირველ რიგში, გამამხნევებელი ელექსირის გადაჭარბებული მიღება ძილის დარღვევას იწვევს. ხშირად გვესმის ფრაზა: „ღამით შემიძლია ძლიერი ყავა დავლიო და უპრობლემოდ დავიძინო“. დიახ, მაგრამ ძილის ხარისხი იტანჯება. რაც არ უნდა თქვათ, კოფეინი ძლიერი სტიმულატორია. ზოგი კოფეინის მიმართ მეტად მგრძნობიარე, ზოგი ნაკლებად. ყავის გვიან დალევამ შეიძლება დილით თავის ტკივილი გამოიწვიოს.

მეორეც, კოფეინის დიდი დოზა გულზე ძლიერი დატვირთვაა, რამაც შეიძლება გულ–სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების მუშაობის დარღვევა გამოიწვიოს. სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუ მაღალი წნევა გაწუხებთ.

შეიძლება თუ არა ყავის დალევა ცარიელ კუჭზე

დილით პირველ რიგში ყავით დამუხტვის მოყვარულები ფრთხილად უნდა იყვნენ. არომატული სასმელი სისხლში შაქრის დონეს ზრდის, ასევე შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს. ტრაპეზის შემდეგ ყავის მიღება საუკეთესო იდეა არაა. საქმე იმაშია, რომ ყავა საჭმლის მომნელებელ პროცესს ხელს უშლის და ნაწლავურ დისბალანსს იწვევს. საყვარელი სასმელის დასალევად საუკეთესო დროა საუზმიდან 1 საათში.

სხვათა შორის, მაიკლ ბრეუსი, ძილის სპეციალისტი, თვლის, რომ ყავა სჯობს გაღვიძებიდან 90 წუთის შემდეგ დალიოთ. გაღვიძებისას ორგანიზმში კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის დონე იზრდება. სწორედ ის გვეხმარება ძილიდან გამოსვლაში და აქტიურ გამხნევებაში. თუ გაღვიძებისთანავე ყავას დალევთ, ძალების მოზღვავებას ვერ იგრძნობთ – კორტიზოლმა ეს ფუნქცია საკუთარ თავზე უკვე აიღო. რა გამოდის? 1,5 საათში მეორე დოზა ყავას დალევთ, რომ სასურველი ეფექტი მიიღოთ.

რა სჭირს გაუფილტრავ ყავას

თუ სასმელის მომზადებისას ყავის ნალექი ცხელ წყალში დიდხანს რჩება, გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც ცუდ ქოლესტერინს ზრდის. სჯობს ფილტრის ყავაზე გადახვიდეთ, რომ მხოლოდ სარგებელი მიიღოთ. სასმელს „პუროვერს“ ან „დრიპს“ უწოდებენ. არც ისეთი მჟავე გამოდის და ყავის ნაზ გემოს ხაზს უსვამს.

ფილტრის ყავის შემთხვევაში წყალი დაფქულ ყავის მარცვლებში ზეწოლის გარეშე გადის, მხოლოდ გრავიტაციის გავლენით. ყავის მოდუღება ცოტა მეტ დროს წაგართმევთ, მაგრამ შედეგი ამად ღირს. ესპრესოსგან განსხვავებით, ხარისხიანად მომზადებული ფილტრის ყავა სუფთა და გემოთი დაბალანსებულია. საქმე იმაშია, რომ ბევრ წყალში ყავის ზეთი და ნაწილები ამ პროცესისთვის საჭირო დროში იხსნება. წნევა არ გამოიყენება. ფილტრის ყავას უფრო რბილი გემო აქვს და ესპრესოზე ნაკლებად მჟავეა.

ხსნადი ყავა: დავლიოთ თუ არა?

ჩვეულებრივ, ხსნადი ყავა უყვართ მათ, ვისაც ნატურალური ყავის მოდუღების დრო და სურვილი არ აქვს. ხსნადი ყავა შეიძლება შეიცავდეს ქლოროჰენურ მჟავას, რომელიც გულის მუშაობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. მასში უფრო მეტი კოფეინი შედის, ვიდრე მარცვლებში. შესაბამისად, ხსნადი ყავის ხშირად მიღება დამოკიდებულებას იწვევს. სჯობს დრო და ფული არ დაზოგოთ და კარგი ყავა მარცვლებში შეიძინოთ, რომ მაქსიმალური სარგებელი და სიამოვნება მიიღოთ.

გიყვართ ყავა? რომელ მომზადების მეთოდს ანიჭებთ უპირატესობას და რამდენ ფინჯან ყავას სვამთ დღეში? გვიამბეთ კომენტარებში!