Connect with us

კულინარია

მარტივი შინაურული ტესტი არაჟნის ხარისხის შესამოწმებლად

რამდენჯერ მინახავს სატელევიზიო გადაცემებში, როგორ ააშკარავებენ უხარისხო პროდუქციას, რომლებიც მაღაზიებში იყიდება. მსგავსი პროგრამების ნახვის შემდეგ რაიმეს ყიდვა უკვე გვეშინია. არაჟნის, ძეხვის, რძის, ყველის და მარცვლეულის ხარისხიც საეჭვოა.

ჩემი განცდები მეზობელს გავუზიარე, რომელსაც მხოლოდ გაეღიმა. როგორც ჩანს, ამ გადაცემებს თავადაც უყურა, მაგრამ უფრო მეტი იცის. საღამოს მეზობელი შემოვიდა და მაჩვენა, როგორ შევამოწმო არაჟნის ხარისხი სახლის პირობებში. გიზიარებთ მეთოდს!

როგორ შევამოწმოთ არაჟნის ხარისხი სახლის პირობებში

1. პირველ რიგში, ერთნაირი რაოდენობის სხვადასხვა წარმოების არაჟანი თეფშებზე გადაიტანეთ. შესაბამისი ქილები თეფშის გვერდით დადეთ, რომ ბოლოს არ აგერიოთ.

2. თითოეულ არაჟანს მცირე წვეთი ჩვეულებრივი იოდი დააწვეთეთ. არაჟანი რამდენიმე წუთით გააჩერეთ.

3. 5 წუთში არაჟანს დააკვირდით. თუ იოდის გარშემო ყავისფერ ზოლებს ხედავთ, რძემჟავა პროდუქტი შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ. აი, თუ ლაქა იისფერი გახდა, ასეთი არაჟანი სანაგვე ყუთში გაუშვით.

მარტივი ტესტი სახლის პირობებში ჩაატარეთ, რომ გაიგოთ, მაღაზიაში არაჟანს ყიდულობთ თუ არაჟნის მსგავს პროდუქტს. შემოწმება მხოლოდ 5 წუთს წაგართმევთ, სანაცვლოდ საყიდლებზე მშვიდი გულით წახვალთ. იცით თუ არა, როგორ შეამოწმოთ სხვა პროდუქტები?