Connect with us

ყვავილები

შეცდომები მოცხარის ბუჩქის მოვლისას, რის გამოც მოსავალს 2 წელი ვერ აიღებთ

ინტერნეტ სივრცეში ბევრ რჩევას გადააწყდებით, თუ როგორ იზრუნოთ მოცხარის ბუჩქზე მომავალ წელს უხვი მოსავლის მისაღებად. ზოგიერთმა რეკომენდაციამ მეაგარაკე შეიძლება უკენკროდ დატოვოს. Alltime.ge–ს რედაქცია ეცდება გაარკვიოს, საჭიროა თუ არა მოცხარის ბუჩქის გადაჭრა შემოდგომაზე.

მოცხარის ბუჩქის გადაჭრა

თუ მოცხარზე სწორად იზრუნებთ, ერთი ბუჩქიდან 5 კგ–მდე კენკრას მიიღებთ. არსებობს ორი მავნე რჩევა (ამასთან პოპულარული), რომლებმაც შეიძლება მოსავლიანობის შემცირება და ბუჩქის დაღუპვა გამოიწვიონ.

პირველი მავნე რჩევა

ზოგიერთი მეაგარაკესგან შეიძლება გაიგოთ ასეთი რჩევა: ბუჩქი შემოდგომაზე გადაჭერით. თითქოსდა, ყველაფერი ლოგიკურია, რადგან ბუჩქმა ნაყოფიერება უკვე დაასრულა. გამოდის, დროა ავადმყოფი და უსარგებლო ტოტები მოვაშოროთ, რომ მცენარის ძალები ახალი კვირტების ფორმირებისა და უხვი მოსავლის მისაღებად მივმართოთ.

სინამდვილეში, მოცხარი „სხვანაირად ფიქრობს“. პირველ რიგში, თუ შემოდგომაზე გადაჭრით, ბუჩქი განმეორებით ზრდას დაიწყებს და ზამთარს დასუსტებული შეხვდება. მეორეც, ყვავილების კვირტების ნაცვლად ზრდის კვირტების ფორმირებას დაიწყებს.

მესამეც, ფესვების სისტემის ნაწილი შეიძლება მოკვდეს, რადგან თუ მოცხარი არ იზრდება, ფესვების და ხის თანაფარდობა მკაცრად კონტროლდება. მხოლოდ გაზაფხულზე ზრდის პერიოდში დაკარგული რამდენიმე ტოტი სათადარიგო კვირტების გამოღებას აიძულებს. ამასთან, უცნობია, როგორი ზამთარი გველის. ჯანმრთელი ტოტები შეიძლება დაზიანდეს და თუ შემოდგომაზე ავადმყოფ ტოტებს გადაჭრით, მომავალი წლისთვის კვირტების მარაგს დაკარგავთ.

მეორე მავნე რჩევა

კიდევ ერთი დამღუპველი რეკომენდაცია – აზოტის შემცველი სასუქით გამოკვება მორწყვასთან ერთად. საქმე იმაშია, რომ ასეთი გამოკვება ბუჩქის განმეორებით ზრდას იწვევს. მოცხარი შეიძლება დაბალ ტემპერატურაზეც გაიზარდოს და გამოვა, რომ ბუჩქი ზამთარს ამწვანებული შეხვდება. მას კვირტების ფორმირების დრო არ ექნება. ბუჩქი ახალ ტოტებს გაზრდის, რომელიც გახევებას ვერ მოასწრებს. ყლორტები ზამთარში ბალახების ფაზაში გადავა.

საერთოდ, სჯობს ხე და ბუჩქები აზოტით არ გამოკვებოთ. აზოტი განმეორებით ზრდას ხელს უწყობს. შემოდგომაზე მცენარე ზამთრისთვის ემზადება და არა ახალი ტოტების გასაზრდელად! გამოცდილმა მებაღეებმა იციან, რომ აზოტი სასუქია, რომელიც ზამთრის მიმართ გამძლეობას ამცირებს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს სუფთა აზოტია თუ ნარევი, მწვანე მასის ზრდას მაინც იწვევს.

თქვენ რომელ მავნე ჩვევებს აწყდებით მცენარის მოვლის შესახებ?