სახლი და დიზაინი
ვინც ამ 10 ხრიკის შესახებ არ იცის, ფულს ამაოდ ხარჯავს საყოფაცხოვრებო ქიმიაში
კარგია, როცა ყველაფერი ხელთ გაქვთ. თუ უცებ რაღაც საწმენდი საშუალება გაგითავდათ, ნუ იჩქარებთ მაღაზიაში წასვლას: შესაძლოა, ის, რასაც ეძებთ, მაცივარსი გქონდეთ. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ იმ პროდუქტების სიას, რომლებსაც საყოფაცხოვრებო ქიმიის ჩანაცვლება შეუძლია.
პირველ რიგში, ეს გაცილებით იაფია. მეორეც – უფრო უსაფრთხო და ნატურალურია. აქ იპოვით სასარგებლო ეშმაკობებს ავეჯის, ჭურჭლისა და ოთახის მცენარეებისთვისაც კი.
პროდუქტი, რომელიც დასუფთავებაში დაგეხმარებათ
ამ სტატიაში მოგიყვებით ხალხურ საწმენდ საშუალებებზე. არავითარი ეგზოტიკური მცენარე ან უცნობი დასახელება – მხოლოდ ის, რაც ნებისმიერი დიასახლისის საყიდლების სიაში შეიძლება ეწეროს.
1. ძმარი
ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ძმრის სხვადასხვაგვარ გამოყენებაზე ყოველდღიურობაში: ძმრით რეცხავენ ბოსტნეულსაც, წმენდენ საჭრელ დაფებსაც. ამჯერად, მის გამოყენებას გთავაზობთ შემდეგნაირად: წაუსვით აბაზანაში, კაფელებს შორის დაბინძურებულ ჭრილებს ძმარი, გააჩერეთ რამდენიმე წუთით და გახეხეთ კბილის ჯაგრისით.
2. ბანანი
ეგზოტიკური, თუმცა ყველაზე პოპულარული ხილია. მისი რბილობის ჭამა შეგიძლიათ, ხოლო კანი დააფქვიეთ ბლენდერში ფაფის კონსისტენციამდე და დახეხეთ მისი გამოყენებით ვერცხლის ნაკეთობები. მერწმუნეთ, ისინი ახალივით იელვარებს.
ასევე, რეკომენდებულია ოთახის მცენარეების ფოთლების გაწმენდა არა სველი ტილოთი, არამედ ბანანის კანით, რათა შეუნარჩუნოთ მათ სისუფთავე და ჯანმრთელობა.
3. პომიდვრის წვენი და პომიდვრის სოუსი
პომიდვრის წვენი დიდი რაოდენობით მჟავას შეიცავს. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს საყვარელ ბოთლს წვენებისთვის ცუდი სუნი ასდის, ჩაასხით მასში პომიდვრის წვენი და გააჩერეთ რამდენიმე საათით.
ხოლო ცხარე ტომატის სოუსი ნებისმიერ, ყველაზე გაშავებულ სპილენძის ჭურჭელსაც კი განაახლებს. უბრალოთ გახეხეთ სოუსით ჭურჭელი, შემდეგ კი სველი ტილოთი ჩამოწმინდეთ და გაავლეთ წყალი.
4. უმი კარტოფილი
ტყავის ნაკეთობები მარტივად იკაწრება, ხუნდება და ხორკლები უჩნდება. იმისათვის, რომ ჩექმებს სიგლუვე დაუბრუნოთ, გაწმინდეთ უმი კარტოფილით.
5. რეჰანი და როზმარინი
როზმარინის ფოთლებს ძალიან ძლიერი არომატი აქვს. მასთან თამაში საჭმლის მომზადების დროს არ შეიძლება – მთელი კერძის სურნელს გადაფარავს. სამაგიეროდ, თუ როზმარინით ხელებს გაიწმენდთ თევზთან კონტაქტის შემდეგ, უსიამოვნო სუნი მთლიანად გაქრება.
რეჰანი – კიდევ ერთი არომატული სანელებელია. თუ რამდენიმე ფოთოლს ხილის კალათში ჩადებთ, ქინქლა და სხვა მწერები გვერდს აუვლიან.
6. პური
კედლებზე ფანქრების კვალი, როგორც არ უნდა გაჩენილიყო, მარტივად მოშორდება შავი პურით. იგი საშლელივით მოქმედებს და არ ტოვებს კვალსა და ჭრილებს, საყოფაცხოვრებო ქიმიისგან განსხვავებით.
თუ სახლში რამე გატყდა, პურის რბილობი სწრაფად და ეფექტურად დაგეხმარებათ უწვრილესი ნამსხვრევების აკრეფაში.
7. ლუდი და ნიგოზი
ეს ორი პროდუქტი ავეჯის რესტავრაციაში დაგეხმარებათ. გაწმინდეთ ხე ლუდში ჩალბობილი ტილოთი, თუ მისთვის ელვარების დაბრუნება გსურთ. ნიგვზის გამოყენება შეგიძლიათ ცვილის მაგივრად, თუ მისი ლებნით მცირე ნახეთქებსა და ნაკაწრებს გაწმენდთ.
8. რძე
ფაიფურის კომპლექტი გადასაგდებად დაგენანებათ, თუ ფინჯნებზე მიკროსკოპული ნაპრალები გაჩნდება. ჭურჭლის გადასარჩენად ჩაუშვით იგი გაცხელებულ რძეში და გააჩერეთ 1 საათით. ნახეთქები რძის ცილით ამოივსება.
9. შავი წიწაკა
ამას ცოტა თუ მოიფიქრებდა, თუმცა სწორედ ამ სანელებელს შეუძლია ფერადი ტანსაცმლის სიმკვეთრის შენარჩუნება. დაუმატეთ რამდენიმე კოვზი ფხვნილი რეცხვის დროს და ნივთები არ გახუნდება.
10. მიწისთხილის კარაქი
ჩვენთან ძალიან მოთხოვნადი პროდუქტი არაა, სამაგიეროდ, ძალიან სასარგებლოა წებოვანი ლაქების მოსაშორებლად. ხალიჩაზე მიწებებულ კევს მარტივად გააცლით, თუ კარაქის გამოყენებით გახეხავთ.
თქვენ რა ხრიკები იცით სახლის დასასუფთავებლად?