Connect with us

ჯანმრთელობა

3 ნატურალური საშუალება გულძმარვის გასაქრობად. ხელმისაწვდომი და ეფექტური

თუ გულძმარვა იშვიათად გაწუხებთ, აბების დალევა არ იჩქაროთ. Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ საუკუნეების მიერ გამოცდილი ხალხური საშუალებები გამოიყენოთ. ის ტრადიციულ მედიცინაზე ცუდად არ მუშაობს და ნაზად მოქმედებს, თუ სწორად და ზომიერად მიიღებთ.

ხალხური საშუალებები გულძმარვის გასაქრობად

ხალხური მედიცინის საშუალებებს კუჭის წვენის მჟავიანობის შემცირება, კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისგან დაცვა და საყლაპავზე მჟავების მავნე ზემოქმედების შემცირება შეუძლიათ.

1. გვირილას ჩაი

გვირილას ჩაი მჟავიანობას ამცირებს და კუჭის კედლებს მჟავის ნადებს აშორებს. 2-3 ს/კ ხმელ გვირილას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 15 წუთით დააყენეთ. დღეში 2-3-ჯერ დალიეთ.

2. კოჭა

სამედიცინო ორგანიზაცია National Heartburn Allianc–ის სპეციალისტები გულძმარვის გასაქრობად კოჭის მიღებას გირჩევენ. ოღონდ ძალიან ფრთხილად უნდა მიიღოთ. დღიური დოზა 2-4 გრ. ასევე შეგიძლიათ კოჭის ჩაი დალიოთ ან უბრალოდ ფესვი დაღეჭოთ.

3. სოდა

სოდა გულძმარვის სიმპტომების გასანეიტრალებლად კარგი საშუალებაა. ამის შესახებ ჩვენმა ბებიებმა და დედებმაც იცოდნენ. ½ ჩ/კ სოდას 1 ჭიქა წყალი დაასხით და ხსნარი დალიეთ. გულძმარვა სწრაფად გაქრება. სოდა გაზრდილ მჟავიანობას ანეიტრალებს და საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.

მოცემული ხალხური საშუალებები სასწრაფო დახმარებაა გულძმარვის სწრაფად და ეფექტურად მოსაშორებლად. თუ გულძმარვა ხშირად გაწუხებთ, ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.