Connect with us

კულინარია

კიტრის შენახვის 8 უჩვეულო მეთოდი და კიდევ ერთი ბონუს–ხრიკი

კიტრს, ძირითადად, კონსერვის სახით ვინახავთ, რომ ზამთარში ხრაშუნა ნაყოფით ვისიამოვნოთ. იცით რომ ეს კიტრის შენახვის ერთადერთი მეთოდი არაა? Alltime.ge–ს რედაქცია 7 ეფექტურ ხრიკს გიზიარებთ, რომელთა დახმარებით ახალ კიტრს დაკონსერვების გარეშე შეინახავთ.

ქვემოთ მოცემული მეთოდებიდან ბევრი ჩვენი ბებიებისთვის ცნობილია. ასე ჩვენი ბებიები ხრაშუნა და გემრიელ კიტრის ისე ინახავდნენ, თითქოსდა მოსავალი ახლახანს აიღეს.

ზოგისთვის კიტრის შენახვის საკითხი აქტუალური არაა, რადგან სუპერმარკეტის დახლებზე ახალი კიტრი მთელი წელი იყიდება. და მაინც, სათბურის ისეთი გემრიელი არაა, როგორც ზაფხულში აღებული მოსავალი.

სანამ კიტრის შენახვას გადაწყვეტთ, შესანახი პროდუქტი კარგად აარჩიეთ:

  • გრუნტის, სქელი ქერქის კიტრი კარგად ინახება.
  • ძლიერი კიტრი აირჩიეთ. გადამწიფებული არ გამოგადგებათ.
  • ზედაპირზე დაზიანებები არ უნდა ჰქონდეს.
  • დაკონსერვებადე გაასუფთავეთ და გააშრეთ. გარეცხვა აუცილებელი არაა, რომ დამცვი გარსი არ მოაშოროთ.
  • მოსავალი აღებისთანავე სჯობს შეინახოთ. დიდხანს გაჩერება არ ღირს.

ხრიკი 1: კიტრის შენახვა 7 დღით

კიტრი მაცივარში, ბოსტნეულის უჯრაში მაქსიმუმ 3 დღე ინახება. გირჩევთ, პარკში ჩადოთ (არ შეკრათ) და ზემოდან სველი მარლა დააფინოთ. მაცივარში ასე შეინახეთ და მინიმუმ 7 დღე გაძლებს.

ხრიკი 2: კიტრის შენახვა 2 კვირით

თითოეული კიტრი ქაღალდში გაახვიეთ, შემდეგ ღია პარკში ფენებად ჩააწყვეთ და მაცივარში შეინახეთ. პარკი არ შეკრათ. ასე 2 კვირა შეინახავთ.

ხრიკი 3: კიტრის შენახვა 1 თვით

ჭურჭელი 2 სმ წყლით გაავსეთ, კიტრი ყუნწებით ქვემოთ ჩადეთ და მაცივარში შეინახეთ. წყალი ყოველდღე გამოცვალეთ. კიტრი სითხეს ისე მიიღებს, როგორც ყვავილი, და 3-4 კვირა გაძლებს.

ხრიკი 4: კიტრის შენახვა კვერცხის გარსში

ქარხნის კვერცხი უფრო სტერილურია, ამიტომ მის გამოყენებას გირჩევთ. უბრალოდ კიტრი გარეცხეთ და გააშრეთ. შემდეგ კვერცხის გარსში ამოავლეთ, გააშრეთ და მაცივარში, ბოსტნეულის უჯრაში შეინახეთ. კვერცხის გარსი კიტრს ტენიანობის შენახვაში დაეხმარება, შენახვის ვადა რამდენიმე კვირამდე გრძელდება.

ხრიკი 5: კიტრის შენახვა ნაჭერში

თუ მაცივარი არა, მაგრამ სარდაფი გაქვთ, კიტრი სველ ნაჭერში გაახვიეთ და 6 გრადუს ტემპერატურაზე შეინახეთ. ნაჭერი პერიოდულად დაასველეთ. ასე კიტრს რამდენიმე კვირა შეინახავთ.

ხრიკი 6: კიტრის შენახვა წყალში

ამ მეთოდს ორი ვარიანტი აქვს. კიტრი ბადეში ჩააწყვეთ და წყალში ჩაუშვით (წყალი არ უნდა იყინებოდეს). ასევე შეგიძლიათ, კიტრით სავსე ვედრო ჭაში ჩადოთ ისე, რომ წყალს მხოლოდ ვედროს ძირი წვდებოდეს.

ხრიკი 7: კიტრის შენახვა ქვიშაში

კიტრი ისევე ინახება  ქვიშაში, როგორც ხახვი და ნიორი. თიხის კონტეინერი გამოიყენეთ. კიტრი ფენებად დააწყვეთ და ფენებს შორის მშრალი ქვიშა მოაყარეთ. თავსახური დაახურეთ და ბნელ, მშრალ და გრილ ადგილას გაიტანეთ. ასე კიტრი თითქმის გაზაფხულამდე ინახება.

ხრიკი 8: კიტრის შენახვა ძმარში

ეს ყველაზე მარტივი მეთოდია. უბრალოდ თასში 3 მმ დონეზე ძმარი ჩაასხით და კიტრი ჩააწყვეთ. ზემოდან თავსახური დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ. ასე კიტრი 1 თვემდე გაძლებს.

ბონუს–ხრიკი

კიტრი კომბოსტოს კვლების ახლოს დარგეთ. როცა ნასკვები განვითარდება, კიტრები კომბოსტოს ფურცლებს შორის ჩადეთ. ასე კიტრი და კომბოსტო ერთად გაიზრდება. ასევე შეგიძლიათ შეინახოთ. როგორც იცით, კომბოსტოს შენახვა დიდხანს შეგვიძლია. თქვენ რომელ მეთოდს იყენებთ კიტრის შესანახად?