მოდა და სტილი
ზაფხულისთვის იდეალური: 9 საუკეთესო გრილი არომატი
მცხუნვარე მზის ქვეშ სეირნობისას სიგრილის და სიმსუბუქის შეგრძნება ძალიან გვსურს. თუ ზაფხულისთვის არომატს არჩევთ, Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ, ციტრუსის და ხილ–ყვავილების არომატს უპირატესობა მიანიჭოთ ან ამ 9 საუკეთესო ვარიანტიდან ერთ–ერთი აირჩიეთ!
Eau de Givenchy, Givenchy
ფასი: 250 ლარი
ამ არომატში ბერგამოტის, ლიმნის, ფორთოხლის და მანდარინის ნაზი ნოტებია შეკრებილი, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და ძლიერ გამაგრილებელ ტალღას ქმნიან. შემდეგ, მოულოდნელად ნუშის სიმშრალე გაგაოგნებთ, რომელიც კომპოზიციას ბალახის მწვანე საზღვარს მატებს. ამის შემდეგ ფორთოხლის ნაზი, მაგრამ ხასიათის მქონე ყვავილები თავისი დიდებულებით იშლება, ხოლო პეტიგრეინის წყალობით სუსტი მათრობელა შლეიფი იქმნება. და ბოლოს, მუშკის ღრუბელი კომპოზიციას დახვეწილ, უნიკალურ ხელწერას ჩუქნის.
J’Adore In Joy, Dior
ფასი: 177 ლარი
სასიცოცხლო ძალებით დაჯილდოებული J’adore თავიდან იბადება და ახალი აზრით ივსება. ფრანსუა დემაშმა (Dior–ის სახლის პარფიუმერი) ეს საოცრება შექმნა და ლეგენდარულ თაიგულში გრასის სპეციალისტების მიერ დამუშავებული, სრულიად მოულოდნელი მარილის ნოტები და განსაკუთრებული ილანგ–ილანგი ჩართო, რომ Dior–ის არომატის ყვავილების კომპონენტები გამხდარიყო. არომატი თავისი დაბალანსებული ჰარმონიით ოქროსფერ–ატმისფერი ბზინვარებით ბრწყინავს. J’Adore In Joy–ის ძალდაუტანებელი ფუფუნება დაუყონებლივ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
Mademoiselle Azzaro L’Eau Tres Florale, Azzaro
ფასი: 166 ლარი
ეს არომატი სიმსუბუქის, სიხარულის და კარგი განწყობის განსახიერებაა. მზიანი ხილ–ყვავილოვანი თაიგული, ქალურობის და ელეგანტურობის განსახიერება. კომპოზიცია მზის მოძრაობის მიხედვით იშლება:
- განთიადი: კომშის და რევანდის წვნიანი ტკბილ–მჟავე ნოტები.
- ზენიტი: თხილის ფოთლები ჩაის ვარდის სურნელს დახვეწილად ერწყმის.
- ბინდი: შროშანის ნაზი და გრაციოზული ნოტები ამბრეტას მარცვლებს და თეთრ მუშკს ერწყმის, რომ მზის ჩასვლის შემდეგაც სიხარული მოგანიჭოთ.
Aqua Kenzo Pour Femme, Kenzo
ფასი: 210 ლარი
არომატი წყლის სიგრილეს შეიცავს: წვნიანი, კაშკაშა, გამამხნევებელი მანდარინი ქმნის ტონს, შემდეგ შავი მოცხარის ფოთლების ძლიერ ტალღას ადგილს უთმობს. იდეალური ვარიანტი ყოველდღიური არომატისთვის!
Aura, Mugler
ფასი: 215 ლარი
განუმეორებელი არომატი უჩვეულო ფორმაში ცოცხალ მგრძნობელობას და ბუნების ძალას მოიცავს. ის შეიცავს სამ საზღვარს:
- გულისცემა: ვეფხვის ლიანა
- მცენარეული გული: რევანდის ფოთლები და ფლერდორანჟი
- ანიმალისტური გული: ბურბონის ვანილი, wolfwood-ის მოლეკულა
Dylan Blue Pour Femme, Versace
ფასი: 225 ლარი
შავი მოცხარის და ვაშლის „გრენი სმიტის“ გამაგრილებელი სორბეტი ხილის უჩვეულო აკორდს ქმნის. ამ თანამედროვე თაიგულში ყვავილები ფანტასტიკური ველური ყვავილების ყინულის ელექსირად გარდაიქმნება დაუვიწყარი შლეიფით. ბაზური ხის ნოტები უნიკალურ კოქტეილს მხიარულად ერწყმის. წყლით დამუშავებული საკმლის ხე და თეთრი ხე, მუშკი და პაჩული მიმზიდველ, მგრძნობიარე და მომაჯადოებელ აღტყინებაში ირევა. არომატის პირამიდა მოიცავს: ზედა ნოტები – შავი მოცხარის, ვაშლის „გრენი სმიტის“, სამყურას და კესანეს, ასევე Shisolia–ს ნარევი. გულის ნოტები ვარდის, petalia-ს, rosifolia–ს, ატმის და ჟასმინის ყინულის აკორდებს მოიცავს. ბაზური ნოტები საკმლის ხის, თეთრი ხის რბილი აკორდის, მუშკის და თეთრი პაჩულის ესენციის ორიგინალური ნარევით არის შექმნილი.
CK One Summer, Calvin Klein
ფასი: 150 ლარი
ახალი ლიმიტირებული არომატი, ახალგაზრდობის, ენერგიის და თავგადასავლების წყურვილის განსახიერება. ის ლაიმის მოჰიტოს მსუბუქი აკორდით იშლება, გულში ტკბილი, წვნიანი გუავას ხილის ნოტები ჟღერს. სიგრილის ტალღა თავიდან ბოლომდე დაგფარავთ და ბაზური კედრის ხის თბილ ნოტებს დატოვებს, რომელიც ზაფხულის თბილ საღამოს და დატვირთული დღის შემდეგ მზის ჩასვლას მოგაგონებთ.
Mon Paris Eau de Toilette, Yves Saint Laurent
ფასი: 197 ლარი
სიყვარულის და მგრძნობელობის საოცარი ქალაქის, პარიზის საპატივცემულოდ შექმნილი არომატი ნამდვილი ოდაა, რომელიც ამ რომანტიკულ ადგილს ეძღვნება. ფლაკონზე ჩამოცმულია ბაფთა კიდევ უფრო მეტი მგრძნობელობისა და ქალურობისთვის. ტუალეტის წყლის კომპოზიცია თეთრი მუშკის მგრძნობელობას და მაყვლის მჟავე აკორდს, დურმანის ჰიპნოზურ ძალას შეიცავს, მის გულში ჰაეროვანი იორდსალამი დაგხვდებათ.
არომატის პირამიდა მოცავს ბურმანს, ბერგამოტს, მაყვალს, ვარდისფერი წიწაკის ესენციას, პაჩულს, თეთრ იორდასალამს, ჟასმინს, მუშკს.
Air di Gioia Eau de Parfum, Giorgio Armani
ფასი: 190 ლარი
ამ არომატის კომპოზიცია მარილში შერეული წვნიანი მანდარინის და ტკბილი ნეროლის შხეფებით იშლება. გულში დაგხვდებათ ფორთოხლის ყვავილების აბრეშუმის ფურცლების და მეწამული იორდსალამის ორიგინალური ნარევი, რომელიც ილანგ–ილანგის სინაზეში იძირება. შემდეგ ქაშმირის ხის და ხავსის პიკანტური აკორდები იგრძნობა, რომელიც კვიპაროსის და აღმოსავლური პაჩულის გრძელ შლეიფში გადადის.