ყვავილები
იორდასალამის მოვლა აგვისტოში: იაფი მეთოდი ნამდვილი იორდასალამის ბაღის გასაშენებლად
იორდასალამი თავისი მწვანე, წვნიანი ფოთლებით და დიდი ყვავილების ბურთებით პროფესიონალ და დამწყებ მებაღეებში პოპულარულია. დახვეწილი ყვავილი ნებისმიერ ადგილს ამშვენებს. თითქმის ნახევარი წელი ყვავილობს და სურნელოვან არომატს აფრქვევს. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ სასარგებლო რჩევებს, როგორ იზრუნოთ ყვავილზე აგვისტოში, რომ მომავალ წელს უხვი ყვავილობით დაგაჯილდოვოთ.
თუ ახალგაზრდა მცენარე გაქვთ, მისი სტიმულირებისთვის კვირტების გადაჭრა და გამხმარი ფოთლების მოშორება საკმარისია. თუმცა ასე მომავალ წელს მთელი ძალით ვერ აყვავილდება.
ასაკოვან იორდასალამს უფრო პატარა და იშვიათი ყვავილები აქვს. მეხუთე წელს შეიძლება ყვავილობა საერთოდ შეწყვიტოს. გადაჭრით მცენარეს კვირტების განვითარებას და ყვავილობას აიძულებთ.
გადაჭრა
შუა ზაფხულში კვირტები არ გადაჭრათ, რომ კვირტების ფორმირებას ხელი არ შეუშალოთ. აგვისტოს ბოლო საუკეთესო პერიოდია. დრო შეგიძლიათ შუა სექტემბრამდე გაწელოთ, თუ თქვენს რეგიონში ცხელი შემოდგომაა.
ბუჩქები მთლიანად, პირდაპირ მთლიანად გადაჭერით. მიწის ზემოთ მხოლოდ 7 სმ სიგრძის კვირტები დატოვეთ. გადაჭრის ადგილას ნაცარი მოაყარეთ.
გადარგვა
ადგილი წინასწარ შეარჩიეთ. მზიანი და ნაკლებად ქარიანი ადგილი შესაფერისია. 70 სმ სიღრმის ორმო ამოთხარეთ. თუ ბუჩქი პატარაა, 70 სმ დაშორება საკმარისია. თუ დიდია, მანძილი 1 მეტრამდე გაზარდეთ. რამდენიმე დღით ადრე ორმო ამოთხარეთ, რომ მიწა დაჯდეს. ასე მცენარე ახალ გარემოს უკეთ შეეგუება.
ბუჩქები ამოთხარეთ. ყვავილს საკმაოდ ძლიერი ფესვების სისტემა აქვს, ამიტომ რთულია დაზიანების გარეშე ამოთხაროთ. ყვავილიდან 30 სმ–ს მოშორებით მიწა წრიულად ამოთხარეთ. გადაჭრილ კვირტებს ხელი მოკიდეთ და ფრთხილად ამოქაჩეთ. მშრალ მიწაზე უფრო ადვილად ამოიღებთ. ფესვები გარეცხეთ და ნახევარი დღე სიბნელეში გააჩერეთ.
ხმელი ფესვი უფრო ელასტიურია და ნაკლებად ტყდება.შესაბამისად, რამდენიმე ნაწილად მარტივად გაყოფთ.
გაყოფა
3-5 ღეროს ნაწილებად გაყავით. ასე ბუჩქებს გაახალგაზრდავებთ. ნახევარი საათით მარგანცოვკის სუსტ ხსნარში ჩადეთ, რომ სოკოსგან დაიცვათ. ახალ ორმოში დრენაჟის ჩადება არ დაგავიწყდეთ. ამ მიზნით აგურის ნატეხები, მდინარის კენჭი ან კერამზიტი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
2 ვედრო ნეშომპალა, 0,5 ჭიქა სუპერფოსფატი, 0,5 ჭიქა კალიუმის ქლორიდი და ორმოდან ამოღებული მიწა აურიეთ. იორდასალამი დარგეთ. ფესვების ყელი მიწის ქვემოთ უნდა იყოს. ნარევი მოაყარეთ (არ ჩატუმბოთ!) და მორწყეთ. ოქტომბერში მულჩით დაფარეთ. იორდასალამი კიდევ ერთი წელი ჯანმრთელობით და ლამაზი ყვავილებით გაგახარებთ.
რამდენიმე წელი ფესვების სისტემა აქტიურად განვითარდება, შემდეგ უფრო ძლიერ აყვავილდება. გადარგვით და გაყოფით ყვავილების პრინცესას დაავადებული და ხმელი ფესვებისგან დაიცავთ.