Connect with us

ჯანმრთელობა

ნაყენი მრავალი დაავადების საწინააღმდეგოდ. წმენდს სისხლს და ორგანიზმს

Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ხალხური ნაყენის რეცეპტს და მის სასასარგებლო ეფექტებს ერთ–ერთი მკითხველის პირადი გამოცდილების მაგალითზე:

“62 წლის პენსიონერი ვარ. მანამდე 33 წელი ბუღალტერიაში ვმუშაობდი. ადრე მუდმივად ავად ვხდებოდი. მოგვიანებით ნაყენის რეცეპტს გადავაწყდი და მსურს გაგიზიაროთ. შედეგი გაგაოცებთ, თქვენი ჯანმრთელობა ბევრად გაუმჯობესდება.

რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით, რომ ყველა სახის ავადმყოფობა დამავიწყდა, მაგრამ ნევროზს და ჰიპერტონიას გავუმკლავდი, კუჭ–ნაწლავის ტრაქტი მოვიწესრიგე.

უფრო მეტიც, თავი თითქმის აღარ მტკივა, ადრე კი – მტანჯავდა! არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ნაყენის წყალობით ზედმეტი კილოგრამებიც მოვიშორე.”

ნაყენის რეცეპტი

ნაყენის მოსამზადებლად 50-50 გრ ფიჭვის კვირტები, ასკილის ნაყოფი, ოროვანდის ფესვები, კრაზანა, ფარსმანდუკი და მწარე აბზინდა დააქუცმაცეთ და მშრალი სახით აურიეთ. 3 ლ წყალი (წყაროს ან ჭის წყალი სჯობს) აადუღეთ.

მდუღარე წყალში მზა მშრალი ნარევი მოათავსეთ და რამდენიმე საათით დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. ამის შემდეგ გაზქურა გამორთეთ, ქვაბი შეფუთეთ და 12 საათით დააყენეთ.

სითხე გადაწურეთ. ნაყენს 200 მლ კონიაკი, ახალდაწურული ალოეს წვენი, პრეპარატი „ბეფუნგინი“ და ნახევარი ლიტრი თაფლი დაუმატეთ.

ყველაფერი კარგად აურიეთ და მაცივარში შეინახეთ.

მიღების სქემა

1–ლი კვირის განმავლობაში ნაყენი ჩაის კოვზობით დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ, ხოლო მე–2 კვირიდან – სუფრის კოვზობით, სანამ სამლიტრიან ქილას არ დაასრულებთ.

ეს დაახლოებით 3 თვე გაგრძელდება. ხალხური საშუალების გემო არც ისე ცუდია, ამიტომ არ შეგეშინდეს.

აღვნიშნავ, რომ თავიდან შეიძლება კუჭის აშლილობამ შეგაწუხოთ, მაგრამ მალე გაივლის. სხვათა შორის, ყავის, ალკოჰოლური სასმელის, ცხიმიანი, შემწვარი და მარილიანი საკვების მიღება შეწყვიტეთ.

ნაყენი თირკმლებსა და საკვერცხეების კისტებს მოგაშორებთ, კეთილთვისებიანი სიმსივნისა და პოლიპებისგან დაგიცავთ, სისხლს და ორგანიზმს გაწმენდს, განგრენას განვითარების საშუალებას არ მისცემს.

შეგახსენებთ, სტატია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. ხალხური მედიცინის ნებისმიერი რჩევის, რეცეპტის ან საშუალების გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ. თვითმკურნალობა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს.