სახლი და დიზაინი
ადამიანების 80% უგემოვნოდ ცხოვრებისთვის განწირულია
საცხოვრებელი სახლის გარემონტება დიზაინერის დახმარების გარეშე რთულია. დახვეწილი გემოვნების ადამიანებიც ინტერიერის გაფორმებისას უხეშ შეცდომებს უშვებენ. სწორედ ამიტომ, სასარგებლოა იცოდეთ, თუ რა შეცდომები გვხდება ინტერიერში ყველაზე მეტად. გაფრთხილებული, ნიშნავს შეიარაღებულს.
მაშინაც კი, თუ სასტუმრო ოთახის ან სამზარეულოს გადაკეთებას უახლოეს დროში არ აპირებთ, Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, ამ 10 პუნქტს გადახედოთ. შესაძლოა, ზოგიერთი დიზაინერული მარცხი თქვენს სტუმრებს არაერთი წელია თვალებში ეჩხირებათ.
რჩევები ინტერიერის დიზაინისთვის
მაცივრის მაგნიტები
ძველი ტრადიცია, რომლის წყალობით ყველასთვის ცხადია, სად არის ნამყოფი სახლის მფლობელი. აქსესუარის მაცივრის კარზე მიმაგრებაში ცუდი არაფერია. ოღონდ მასზე ცოცხალი ადგილი აღარ რჩება, თავად კი ძალიან ჭრელად და უწესრიგოდ გამოიყურება.
ფოტოჩარჩოები
თბილი მოგონებების შენახვა ყველას სურს, მაგრამ როგორ გავაფორმოთ ეს სურვილი სწორად? პროფესიონალები ერთ დასკვნამდე მივიდნენ: კომოდსა და მაგიდაზე დადებული ჩარჩოები გასული საუკუნეა. აი, კოლაჟი კედელზე სხვა საქმეა. ასეთი კოლაჟის ჩარჩოები უკვე მზა ნაკრებში იყიდება.
სურათები კედელზე
აქ, ორივე ბოლოში ჯოხი დევს: ერთი მხრივ, კარგად შერჩეული სურათი დეკორის კარგი ელემენტია. მეორე მხრივ, უავტორო სურათები პატივსაცემი აღარაა. ინდივიდუალიზმი უპირველეს ყოვლისა! სწორედ ამიტომ, დიზაინის გურუ გირჩევთ კედელზე რაღაც პირადული დაკიდოთ: თქვენი ნახატი, პანო ან ნაქარგი.
ერთნაირი კარები
ერთი შეხედვით, რა არის ცუდი იდეალურად სიმეტრიულ კარებში? აი, რა: როგორც წესი, ოთახები ერთ სტილში გაფორმებული არაა. სხვადასხვა ფერი, მასალა და ავეჯი. მაშინ რატომ უნდა იყოს კარი ყველგან ერთნაირი? ფანტაზიას გასაქანი მიეცით! და თქვენი ინტერიერი უფრო საინტერესო გახდება.
როზეტები თვალთახედვის არეში
ეს საკითხი ბევრს არ აინტერესებს. ყველა კუთხიდან მომზირალ როზეტებს ისე მიეჩვივნენ, რომ თვალი ვეღარ ამჩნევს. მაგრამ, როგორც კი აღმოჩნდებით ბინაში, სადაც როზეტები დამალული ან ლამაზად შენიღბულია, დაუყონებლივ შეამჩნევთ. ეს ის დეტალია, რომელიც იდეალურ რემონტს საშუალო ხარისხის რემონტისგან განასხვავებს.
სარეცხი საშუალებები
როზეტების მსგავსი სიტუაცია. ბოთლები, ღრუბლები და ჩვრები, რომლებიც ონკანის გარშემო დევს, ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. თუმცა, თუ მათი დამალვის შესაძლებლობა გაქვთ (მათ შორის შამპუნების და შხაპგელების), ასე მოიქეცით.
პირსახოცი, მოსაჭიდებელი ნაკერი, ჩვრები
ასეთი ნივთები მიმზიდველობას სწრაფად კარგავს. გარდა ამისა, მტვრის შემგროვებელი ხდება. სახლის სილამაზის ექსპერტები გირჩევენ, ნაჭრის პირსახოცი ქაღალდით ჩაანაცვლოთ.
ხალიჩა სააბაზანოში
მტკივნეული საკითხი მათთვის, ვინც კომფორტს აფასებს: ხალიჩა სააბაზანოში აქტუალური აღარაა. სწორედ ამიტომ, თუ თბილ, რბილ საფენზე ფეხის დაბიჯება მოგწონთ, და არა ცივ კაფელზე, ხალიჩა გამოიყენეთ, მაგრამ შემდეგ კარგად გააშრეთ და კარადაში შეინახეთ.
ფარდები აბაზანაში
თავად ფარდაში ცუდი არაფერია. იცით თუ არა, რომ ფარდა ყოველ 6 თვეში უნდა გამოცვალოთ? სამწუხაროდ, ამ წესს იშვიათად იცავენ. კიდევ უფრო იშვიათად ინტერიერის შესაფერის ფერს ირჩევენ. მოერიდეთ კაშკაშა ფერებს, რომელიც ინტერიერიდან ამოვარდნილია.
უწესრიგობა შემოსასვლელში
საქმე ფეხსაცმელებს ეხება. სახლზე პირველი შთაბეჭდილება შემოსასვლელში იქმნება. სწორედ ამიტომ, ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს. კომოდი, კარადა ან სპეციალური ორგანაიზერი გამოიყენეთ. გაოცდებით, რამდენ სივრცეს გაჩუქებთ.
ეს ყველაფერი წვრილმანია, რომელსაც საერთო არ აქვს ავეჯთან, შეღებვასთან და მსგავს თემებთან, რომელსაც რემონტს ვუწოდებთ. არადა სწორედ ასეთ დეტალებს ყველაზე ძვირადღირებული ინტერიერის გაფუჭებაც შეუძლია. ვიმედოვნებთ, ეს სტატია მსგავსი შეცდომებისგან დაგიცავთ.