Connect with us

ტესტები

სწრაფი ტესტი „წრეები“ გიამბობთ, როგორ ცხოვრობთ თქვენს ცხოვრებას

იყო დრო, როცა უნივერსიტეტში სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტესტებით ვერთობოდი. ვინც ფიქრობს, რომ ეს რაღაც ჰოროსკოპის მსგავსია, ძლიერ ცდება. ვიზუალური ტესტები განსაზღვრავს ადამიანის პიროვნებას და მის დამოკიდებულებას გარე სამყაროს მიმართ. ამის დადგენა ხდება მისი არჩევანის და არა დაბადების თარიღის მიხედვით. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ პიროვნების ტესტს „წრეებით“.

ფსიქოლოგიაში წრეები უკანასკნელ როლს არ ასრულებს. კარლ იუნგი და ზოგიერთი თანამედროვე სპეციალისტი მას თვითკმარობის და ფსიქიკის მთლიანობის სიმბოლოდ მიიჩნევს. პიროვნების ტესტი წრეებით დაგეხმარებათ გაარკვიოთ, თუ როგორ ურთიერთობაში ხართ ცხოვრებასთან. პასუხის მისაღებად აირჩიეთ წრე, რომელიც თქვენს ყურადღებას ყველაზე მეტად იზიდავს.

წრე № 1

როგორც შეამჩნევდით, ეს წრე შეკრული არაა. გამოდის, მუდმივად საკუთარ თავს ეძებთ. თქვენთვის თვითგანვითარება და პიროვნული აღზრდა პირველ ადგილზეა. ამის გამო ბევრი ეგოცენტრულად მიგიჩნევთ, მაგრამ ასე არაა. ბუნებით კეთილი ხართ, მაგრამ თანატოლებთან ურთიერთობას ვერასდროს ახერხებთ. გამოცდილი ადამიანების კომპანიაში თავს უფრო კომფორტულად გრძნობთ.

წრე № 2

ეს წრე ყველაზე მეტად ჰგავს პლანეტას. რეალისტი ხართ, ფეხზე მყარად დგახართ. თქვენი გულის მოგება რთულია, თქვენთან კამათი მარტივი არაა. ძლიერი და თავდაჯერებული ხართ, რომელსაც ბევრი ედრება. რაც მთავარია, სხვების წინაშე უპირატესობას გრძნობთ და ამას ბოროტად არ იყენებთ. სამართლიანად ცხოვრებას მიჩვეული ხართ. თქვენნაირი მეგობრის ყოლა პატივია.

წრე № 3

წრის ცენტრში ხე მდებარეობს. ფსიქოლოგები ამას ოჯახის, კავშირის სიმბოლოდ აღნიშნავენ. ღრმად მეოჯახე ადამიანი ხართ. საყვარელ ნათესავებთან ერთად სუფრაზე ყოფნა თქვენთვის ყველაზე კომფორტული ადგილია. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ნაცნობების მიმართ ღია ხართ. ადამიანებს სწრაფად ეგუებით. და მაინც, ძველი მეგობრები ახლებს გირჩევნიათ.

წრე № 4

ამ წრის ცენტრში ლოტოსის ყვავილია. ის ცვლილებების სიმბოლოა. როგორც თქვენ, ყვავილი განვითარების პერიოდში რამდენიმე ეტაპს გადის. მოძრავი და ნაკლებად მგრძნობიარე ადამიანი ხართ, რომელიც ცხოვრებისეული სიტუაციის მიხედვით ცვლილებებისთვის მზადაა. თქვენთან ურთიერთობა ადვილია, მიმზიდველი და კონტაქტური ხართ. ხალხთან ურთიერთობას ახერხებთ.

წრე № 5

თქვენ აირჩიეთ ერთადერთი ჩაკეტილი წრე ყოველგვარი აქსესუარის გარეშე. ეს გარკვეულ ჩაკეტილობას და შინაგან და გარე სამყაროს მიმართ მკაფიო საზღვრების ქონას ადასტურებს. პრინციპული, მაღალი მორალის მქონე პიროვნება ხართ. ყველა ოცნებობს ასეთ მეგობარზე. ალბათ, შუა საუკუნეებში რაინდები ასეთ თვისებებს ფლობდნენ. წესრიგი სისხლში გაქვთ.

წრე № 6

თუ წრემ შეგაშინათ, იცოდეთ – სტერეოტიპების და სოციალური დოგმების ტყვე ხართ. მხოლოდ კრეატიული და თავშეუკავებელი პიროვნებები აირჩევენ წრეს ასეთი ბუნდოვანი ხაზებით. თქვენი რაიმეთი შეშინება რთულია. გარე სამყაროს შემოქმედებითად უდგებით. სწორედ ამიტომ, ცხოვრებით ტკბებით და დაბალი თვითშეფასება არ გაწუხებთ.

თქვენი ტესტის შედეგი რეალობასთან თანხვედრაშია? პირადად, არ ველოდი, რომ ყველაფერი ასე დაემთხვეოდა. თუ პიროვნების ტესტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.