Connect with us

ჰოროსკოპი

ყველაზე მიმზიდველი ზოდიაქოს ნიშნები

ზოგიერთი ადამიანი გაცნობისთანავე ჩვენს გულში ხვდება და წლების მანძილზე გვახსოვს, ზოგი კი დამშვიდობებისთანავე გვავიწყდება. აღმოჩნდა, რომ 4 ზოდიაქოს ნიშანი, თითოეული სტიქიიდან თითო ნიშანი, ყველაზე მიმზიდველად ითვლება. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშნებზეა საუბარია.

ლომი

ეს მომაჯადოებელი ზოდიაქოს ნიშანი ცეცხლის სტიქიიდან მთელ ცხოვრებას ზეიმად აქცევს. თუ ლომთან მეგობრობთ, ნამდვილად იცით, რომ მასთან გართობას ყოველთვის შეძლებთ და არასდროს მოიწყენთ. მას შეუძლია იცხოვროს ერთი დღით და თან მომავალზე იზრუნოს. ერთი შეხედვით, ლომი ოჯახური ცხოვრებისთვის არ გამოდგება, მაგრამ ასე არაა: ის ხომ ახლობლებზე ზრუნავს და მათ სიყვარულით ავსებს.

ქალწული

ქალწული მიწის სტიქიის წარმომადგენელი, რომელიც შეიძლება ამქვეყნიურ ნიშნად ჩავთვალოთ. მან ყველაფერი უნდა აკონტროლოს, ყველაფერს კრიტიკულად უდგება. ამასთან, ნებისმიერ ამოცანას აგვარებს. ასეთ ადამიანთან თავს საიმედოდ და დაცულად იგრძნობთ. შეუძლებელია, არ მოგხიბლოთ.

მერწყული

მერწყულში ყველაფერია გაერთიანებული, რაც ერთი შეხედვით შეუთავსებელია. მაგალითად, თავგადასავლებისკენ გიჟური ლტოლვა და მშვიდი გონივრულობა. ჰაერის სტიქიის წარმომადგენელი სხვებში საუკეთესო მხარეს ავლენს. ადამიანები კი ისე ვართ მოწყობილი, რომ გვიყვარს ის, ვინც უკეთესობისკენ გვიბიძგებს. მერწყული თავადაც უბრალო და გულახდილია. მასთან გატარებულ შეხვედრას დიდხანს ვერ დაივიწყებთ.

თევზები

თევზები წყლის სტიქიის წარმომადგენელია, რომელსაც ბრბოში ადვილად იპოვით. ის მიმზიდველი, ოპტიმიზმით სავსეა. ასევე სურს, რომ სამყარო ცოტა უკეთესი გახადოს. ყველაზე დიდ სკეპტიკოსაც ოპტიმიზმით და შთაგონებით ავსებს. შთამბეჭდავი მოგონებების და ნაზი ურთიერთობის აგება შეუძლია. მისი დავიწყება გაგიჭირდებათ!

გირჩევთ, მოცემული ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება შეადაროთ თქვენი ახლობლების ქცევას, რომლებიც იმავე ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული. დაემთხვა?