Connect with us

ჯანმრთელობა

არასდროს გადაყაროთ ბროწეულის ქერქი. საშუალება, რომელიც პარაზიტებს ბოლომდე მოსპობს და გაანადგურებს

ბროწეულის სარგებლობის შესახებ საუბრისას, როგორც წესი, ვგულისხმობთ მის მარცვლებს ან წვენს. ცოტა თუ ხვდება, რომ ამ გასაოცარი ნაყოფის ქერქსაც კი აქვს სამკურნალო თვისებები.

ბროწეულის ქერქი

ბროწეულის ქერქი არის ის, რაც ყველა საშინაო აფთიაქში უნდა იყოს. იგი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ეფექტურად ამარცხებს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და დამღუპველად მოქმედებს პარაზიტებზე.

მშრალი ბროწეულის ქერქის ნაყენი წყალზე 2-3 საათის შემდეგ მოსპობს მტკივნეულ შეგრძნებებს დიარეის დროს, გააძლიერებს ნაწლავებსაც, რამდენადაც შეიცავს ტანინებსა და პოლიფენოლების მაღალ კონცენტრაციას. იგი, ასევე, პარაზიტებსაც დევნის ორგანიზმიდან და ამსუბუქებს ნაბახუსევის სინდრომს.

ინგრედიენტები 1 ულუფაზე

  • 10-12 გ მშრალი ბროწეულის ქერქი
  • 200 მლ წყალი

მომზადება

  1. აადუღეთ წყალი. ჩაყარეთ ქერქები წინასწარ გაცხელებულ ფინჯანში.
  2. დაასხით ქერქს მდუღარე, გააგრილეთ 25-30 წუთით. ნუ გაწურავთ.

ერთბაშად მიიღეთ მომზადებული სითხის ნახევარი, გაუმჯობესებას კი 10 წუთში შეიგრძნობთ. თუ ასე არ მოხდა, 30 წუთის შემდეგ დალიეთ დარჩენილი მასის ნახევარიც, კიდევ 30 წუთის შემდეგ კი მთლიანად დალიეთ დარჩენილი დოზა.

იმის გამო, რომ ამ საშუალებაში დიდი რაოდენობით ალერგენია, იგი ბავშვებისთვის არაა რეკომენდებული.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.