Connect with us

ყვავილები

როგორ გადავჭრათ მარწყვი ზაფხულში, რომ მომავალ წელს უხვი მოსავალი მივიღოთ

ხშირად მებაღეები კამათობენ, ახდენს თუ არა მარწყვის გადაჭრა მომავალ მოსავლიანობაზე გავლენას, ასევე როდის და როგორ უნდა გადაჭრათ. თუ ადრე ძველი ფოთლების მოშორებას ცდილობდნენ, ახლა ამ პროცედურის უშედეგობას ამტკიცებენ. Alltime.ge–ს რედაქცია ეცდება გაარკვიოს, თუ როდის და როგორ გადაჭრათ მარწყვი და რისთვის არის საჭირო.

ფოთლების გადაჭრა

ყველაფერს, რაც ბოსტანში კეთდება, აზრი უნდა ჰქონდეს. თუ მარწყვს ფოთლებს აჭრიან, გამოდის, ამას სარგებელი უნდა ჰქონდეს. როგორც წესი, გადაჭრა განპირობებულია შემდეგი მიზეზებით:

  • ბუჩქის გაახალგაზრდავება;
  • დაავადებების პროფილაქტიკა;
  • მავნებლების შემცირება;
  • გამხმარი ნაწილების მოშორება;

როდის გადავჭრათ

გადაჭრა რომ სასარგებლოა, ეჭვი არ გვეპარება. რჩება კითხვა, თუ როდის სჯობს ამ პროცედურის ჩატარება. ყველაფრის სწორად გასაკეთებლად 3 ეტაპი გამოყავით.

გაზაფხულზე გადაჭრა

თოვლის გადნობის და მიწის გამოშრობის შემდეგ შეგიძლიათ ბუჩქები დაამუშავოთ. ხმელი და დაზიანებული ფოთლები, დამპალი ნაწილი უმოწყალოდ მოაშორეთ. ფრთხილად იყავით, მწვანე ფოთლებს და კვირტებს არ შეეხოთ.

შემოდგომაზე გადაჭრა

შემოდგომაზე მებოსტნეები ცდილობენ, რომ მცენარე ზამთრისთვის მოამზადონ. სწორედ ამიტომ, მარწყვს სრულყოფილად დამუშავება სჭირდება. თუმცა ამ პერიოდში გადაჭრით შეიძლება მცენარეს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოთ. ბუჩქების ბეჯითმა გაწმენდამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მცენარემ სიცივე უბრალოდ ვერ გადაიტანოს.

თუ დამუშავება გადაწყვიტეთ, ეს ყველაზე ცივი ამინდის დადგომამდე გააკეთეთ. გულს არ შეეხოთ და მულჩირება არ დაგავიწყდეთ. თივა ან ბალახი გამოგადგებათ.

მოსავლის აღების შემდეგ გადაჭრა

გადაჭრა კენკრის მოსავლის აღების შემდეგ ხდება. ასე მცენარეს საშუალებას მისცემთ, რომ ახალი მწვანე მასა გაზარდოს და მკვებავი ნივთიერებები მოიმარაგოს. ამ შემთხვევაში, მარწყვი კარგად გამოიზამთრებს და მომავალ წელს მაღალი მოსავლიანობით გაგახარებთ.

ფოთლებისას გადაჭრისას დაიცავით შემდეგი წესები:

მოამზადეთ ინსტრუმენტი

დაგჭირდებათ:

  • ფოცხი
  • მულჩი
  • ბასრი მაკრატელი
  • ბაღის ხელთათმანი
  • სანაგვე ყუთი

გადაჭრის პროცესი

  1. მარწყვი ყურადღებით დაათვალიერეთ.
  2. უკვე განაყოფიერებული ყვავილის ყუნწები და ულვაშები, ცუდი ფოთლები მოაშორეთ;
  3. არ მოწყვიტოთ! ნაზად მოჭერით.
  4. მიწა გააფხვიერეთ და მორწყეთ.
  5. ოდნავ გამოკვებეთ.
  6. ნაცარი მოაყარეთ.

გამოკვება

გამოსაკვებად გამოიყენეთ ასეთი რეცეპტი: 1 ნაწილი ჩიტის სკინტლი ან ძროხის ნაკელი 10 ნაწილ წყალზე. თუ ბუჩქი დაავადდა, მოაშორეთ და შეგროვებულ ულვაშებთან და ფოთლებთან ერთად დაწვით.

ზაფხულზე გადაჭრა

აუცილებელია იმ შემთხვევაში, როცა მარწყვის გამრავლება ან განახლება გსურთ. ამ შემთხვევაში ახალგაზრდა ბუჩქს ცოტა გაზრდა აცადეთ, შემდეგ გადაჭერით და დარგეთ. ახალგაზრდა ბუჩქებს მხოლოდ მოზრდილი ულვაშები მოაჭერით.

რაც შეეხება რემონტატულ მარწყვს, მისი სრულად გადაჭრა არ ხდება.