Connect with us

ყვავილები

როგორ გამოვკვებოთ მარწყვი ყვავილობის დროს: სუპერნარევი მსხვილი კენკრისთვის

სააგარაკო სეზონი გაჩაღებულია, მე კი, მხოლოდ სარეველების მოშორება მოვასწარი. ნერგებსა და სასუქებზე ჯერ არც მიფიქრია. ამ საქმეში მაგალითს აგარაკზე ჩემი მეზობლიდან ვიღებ. მაგალითად, მას ყოველ წელს მარწყვი გაწერილი გრაფიკით მოყავს. გავბედავ ვთქვა, ნაყოფს იძლევა!

მეზობელი ჩემს ყაჩაღ ბავშვებს მსხვილი და წვნიანი კენკრით ხშირად მასპინძლობს. ბავშვები ამბობენ, რომ ასეთი გემრიელი მარწყვი ჯერ არ გაუსინჯავთ და მის მოყვანას მეც მთავაზობენ. ყველაფერი ასეთი მარტივი რომ იყოს! მარწყვის გამოკვება საპასუხისმგებლო საქმეა. უნდა იცოდეთ, რით და როგორ გამოკვებოთ მცენარე.

მარწყვის ეფექტური სასუქი

10 ლიტრიანი სასუქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 0,5 ჭიქა ნაცარი
  • 2-3 გრ მარგანცოვკა
  • 0,5 ჩ/კ იოდი
  • 0,5 ჩ/კ ბორის მჟავა

ნაცარი ვედროში ჩაყარეთ და 1 ლ ცხელი წყალი დაასხით. აურიეთ და 3 საათით დააყენეთ. დროის გასვლამდე ცოტა ხნით ადრე ცალკე ჭურჭელში ბორის მჟავა 100 მლ ცხელ წყალში გახსენით. მარგანოცვკაც 0,5 ლ ცხელ წყალში გახსენით.

ახლა სასუქი მოამზადეთ. მარგანოცვკა 10 ლ წყალს დაუმატეთ. ღია იისფერი შეფერილობა უნდა მიიღოთ. ძალიან მუქი ფერის ხსნარმა შეიძლება მცენარის ფოთლები დაწვას. ამავე ვედროში ნაცარი, იოდი და ბორის მჟავა დაამატეთ და აურიეთ.

როგორ მივაწოდოთ სასუქი

ასეთი ხსნარი მარწყვს კვებავს, მოსავლიანობას ზრდის, დაავადებებისა და მავნებლებისგან იცავს. ბორი ნასკვების ფორმირებას და ყვავილის ყუნწის გაძლიერებას ხელს უწყობს, ხოლო მარგანცოვკა ნიადაგს დეზინფექციას უტარებს, მცენარეს სოკოვანი ინფექციებისგან იცავს.

სასუქის მიწოდებამდე მარწყვის ბუჩქები აუცილებლად სუფთა წყლით მორწყეთ. ასე მცენარე უფრო მეტ სასარგებლო ელემენტებს აითვისებს. თუ ბუჩქი ძალიან მსხვილი არაა, ერთ ბუჩქზე ნახევარი ჭიქა სასუქი საკმარისი იქნება.

როგორც მეზობელი ამბობს, მარწყვის გამოკვება ყოველ 2 კვირაში აუცილებელია. ამასთან კენკრას მრავალფეროვნება უყვარს. სწორედ ამიტომ, ბუჩქები გამოკვებეთ საფუარით, ჰუმატით და ნეშომპალით. თქვენ როგორ ზრუნავთ მარწყვზე? უხვი მოსავლის რეცეპტები გაგვიზიარეთ.