Connect with us

საკითხავი

ლიმონმჟავა – ეფექტური საშუალება სარეცხი მანქანის გასაწმენდად

თანამედროვე ბინა სარეცხი მანქანის გარეშე რთული წარმოსადგენია. ის ხომ ქალის ერთ–ერთი პირველი თანაშემწეა, რომელიც თეთრეულს და ტანსაცმელს ჭუჭყისგან მარტივად წმენდს, სისუფთავის არომატს ანიჭებს. სწორედ ამიტომ, ავტომატური სარეცხი მანქანის დაზიანება ნამდვილი უბედურებაა, ამის გამოსწორება კი მხოლოდ ახალი სარეცხი მანქანის შეძენით შეიძლება.

ახალი დანადგარის შეძენაზე ფული რომ არ დახარჯოთ, Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, სარეცხი მანქანა პროფილაქტიკის მიზნით რეგულარულად გაწმინდოთ. როგორც წესი, მთავარი პრობლემა ხისტი წყალი და კირის ნადებია, რომელიც მანქანის შიგნით ილექება. ამ მიზნით თეთრებად ღირებული საშუალება გამოგადგებათ, ხოლო პროცედურა ძალიან მარტივია.

ლიმონმჟავა

მართალია, უბრალო ლიმონმჟავა სარეცხ მანქანას ნადებისგან დაიცავს. დიდი ალბათობით, 1 პაკეტი ლიმონმჟავა სამზარეულოში ყველა დიასახლისს აქვს. უნდა ითქვას, რომ მისი დახმარებით სარეცხ მანქანას უფრო ეფექტურად გაწმენდთ, ვიდრე ძმრით. სამეტაპიანი წმენდით სარეცხი მანქანის აბსოლუტური სისუფთავე გარანტირებულია.

ელექტროგამათბობლის და დოლურას გაწმენდა

150 გრ ლიმონმჟავა ფხვნილის განყოფილებაში ჩაყარეთ. 60 გრადუსი ტემპერატურა აირჩიეთ და რეცხვის რეჟიმი ჩართეთ. ასეთი პროცედურა 2 თვეში ერთხელ ჩაატარეთ.

რეცხვის დროს ლიმონმჟავა ყველა ადგილს მიწვდება და ნადებს მოაშორებს.

სარეცხი ფხვნილის უჯრის გაწმენდა

სარეცხი ფხვნილის ჩასაყრელი უჯრა გამოიღეთ. ლიმონმჟავა მოაყარეთ. ღრუბლით ან ჯაგრისით ყველა ელემენტი გახეხეთ. წყალი კარგად გაავლეთ და გაამშრალეთ.

ასეთი პროცედურა სარეცხ მანქანას სოკოსა და უსიამოვნო სუნის გაჩენისგან დაიცავს.

ლუქის რეზინის გაწმენდა

½ ლ წყალი და 1 ს/კ ლიმონმჟავა აურიეთ და კარგად გახსენით. ამ ნარევში ღრუბელი დაასველეთ და რეზინა კარგად გაწმინდეთ.

რეზინის გაწმენდა არ დაგავიწყდეთ, რადგან მასში ყოველგვარი წვრილმანი ხშირად გროვდება და იშლება, ამით რეზინის ფენას ანადგურებს.

ასეთი პრევენციული პროცედურების შემდეგ სარეცხი მანქანის უსიამოვნო სუნი და მოულოდნელი დაზიანება დაგავიწყდებათ. დიახ, თეთრეული ყოველთვის შეუდარებელი სისუფთავით გაგახარებთ.