Connect with us

თავის მოვლა

ნაწიბურების და ნაიარევების მოშორება თანამედროვე მეთოდებით

ნაწიბურები და ნაიარევები ყველაზე გავრცელებული კანის ესთეტიკური დეფექტებია. დაზიანების ან ოპერაციული ჩარევის შედეგად ნაწიბური და ნაიარევი კანის გარეგნობას აფუჭებს, განსაკუთრებით სხეულის შიშველ ნაწილებს (სახე, ყელი, ხელი). Alltime.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ გაუმკლავდეთ ამ პრობლემას!

თანამედროვე მეთოდები ნაწიბურების და ნაიარევების მოსაშორებლად ეფექტური და უსაფრთხოა. ამ მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც მოშორების ოპტიმალურ მეთოდს შეგირჩევთ და პროცედურას ტკივილის და გართულებების გარეშე ჩაატარებს. კანის კლინიკურ ცენტრებში ყველა პირობაა შექმნილი, რომ ნაწიბურები მოიშოროთ და გლუვი და ლამაზი კანი დაიბრუნოთ.

მთავარი მეთოდები ნაწიბურების და ნაიარევების მოსაშორებლად

ნაწიბურების და ნაიარევების რამდენიმე ძირითადი ტიპი გამოიყოფა:

  • ატროფიული
  • ნორმოტროფიული
  • ჰიპერტროფიული
  • კელოიდური

მოშორების ტაქტიკა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სახისაა ნაწიბური. სწორედ ამიტომ, მეთოდი სათანადო დიაგნოზის დასმის შემდეგ მხოლოდ ექიმმა უნდა შეგირჩიოთ.

თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა ნაწიბურების და ნაიარევების მოსაშორებლად იყენებს შემდეგ მეთოდებს:

  • ქიმიური პილინგი ინექციებთან ერთად. ქიმიური პილინგის დახმარებით ატროფიული და ნორმოტროფიული ნაწიბურების კორექტირება ხდება. პროცედურის შემდეგ ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული სპეციალური ინექციები შეყავთ, რომელიც აღდგენას, ნაკლოვანი ქსოვილის შევსებას და კანის რელიეფის გასწორებას ხელს უწყობს.
  • მიკროდერმაბრაზია. მექანიკური მეთოდი, რომელიც პოსტოპერაციული ნაწიბურის და ნაიარევის მოსაშორებლად გამოიყენება. ნაიარევს კანის ინტენსიური გაპრიალების ხარჯზე ნაკლებად ხილულს ხდის.
  • კრიოთერაპია. ნაწიბურის ზომის შემცირება დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით.
  • ჰორმონალური ინექციები. გლუკოკორტიკოსტეროიდების ინექციები ნაწიბურის ან ნაიარევის ზომის შესამცირებლად გამოიყენება. მეთოდი არ გამოადგება მათ, ვისაც ენდოკრინული სისტემის პრობლემები აწუხებს.
  • ლაზერული მოშორება. ნაწიბურის ან ნაიარევის მოსაშორებლად საუკეთესო ვარიანტია. ხშირად იყენებენ თანამედროვე ფრაქციულ ლაზერს Qray-FRX, რომელიც ნაწიბურებზე ინფრაწითელ და რადიოტალღურ ზემოქმედებას აერთიანებს, ასევე ქსოვილებში აღდგენით პროცესებს სტიმულირებს, რაც სასურველი შედეგის სწრაფად მიღწევას ხელს უწყობს. მეთოდის უპირატესობა ისაა, რომ ინექციურ მეთოდს კარგად ეთავსება. ამასთან სწრაფი და უმტკივნეულო პროცედურაა.

კელოიდური ნაწიბურები განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს, რადგან არასწორი ჩარევა შემაერთებელი ქსოვილების ზრდას გამოიწვევს. კელოიდური ნაწიბურების ხარისხიანი მოშორება ეტაპობრივად ხდება და სხვადასხვა მეთოდის კომბინაციას გულისხმობს.