Connect with us

სხვა

ხავერდის სარგებელი: ხალხური რეცეპტები მავნებლების წინააღმდეგ

ხავერდას ლამაზი ბუჩქები ყველგან გვხდება: ქუჩაში, ბაღსა თუ სახლის ეზოში. ყვავილები ნაკვეთს არა მხოლოდ დეკორატიულად ამშვენებს, არამედ მავნებლებისგან იცავს. საქმე სპეციფიკურ სუნშია, რომელიც ბევრ მწერს არ მოსწონს. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რატომ არის სასარგებლო ხავერდა თქვენს ნაკვეთზე.

მცენარე სარეველებს ებრძვის და მიწას დეზინფექციას უკეთებს. მისი ყვავილებისგან შეგიძლიათ ნაყენი და ნახარში მოამზადოთ. ბებია სოფელში ხავერდას ყოველთვის რგავდა და მან სოფლის მეურნეობაზე თითქმის ყველაფერი იცოდა. მის რეკომენდაციებს დღემდე აქტიურად ვითვალისწინებ.

ხავერდას სარგებელი ბაღში

სარეველების წინააღმდეგ

სარეველების გამარგვლაზე ბევრი დრო რომ არ დახარჯოთ, ხავერდა დარგეთ. მისი ფესვები ტიოფენს შეიცავს, რომელიც ზოგიერთ სარეველას ავიწროებს. მათ შორისაა მხოხავი ჭანგა, შვიტა და დანდური. აი, პარკოსნების გვერდით ხავერდას დარგვას არ გირჩევთ.

მიწის დეზინფიცირება

ხავერდა მიწაზე სასარგებლოდ მოქმედებს. თქვენ შეგიძლიათ სოკოთი დაინფიცირების არ შეგეშინდეთ. მიწის დეზინფიცირებით მცენარეებს ფუზარიოზისგან დაიცავთ. ეფექტის გასაძლიერებლად ხავერდა ყვავილობის შემდეგ მიწაში ჩამარხეთ. 1 თვეში მიწაში ახალი კულტურული მცენარეები დარგეთ.

მულჩირებაც ეფექტური მეთოდია. შემოდგომის ბოლოს ხავერდა შეაგროვეთ და დააქუცმაცეთ. ბოსტანი მცენარეული მულჩით დაფარეთ და გაზაფხულამდე დატოვეთ. ზემოდან შეგიძლიათ მიწა მოაყაროთ, მაგრამ არ მოთოხნოთ.

მავნებლების წინააღმდეგ

ხავერდას არომატი მწერებს არ უყვარს, ამიტომ თქვენს ნაკვეთს გვერდს აუვლიან. გირჩევთ, ხავერდა ბოსტნის გარშემო ან რიგებს შორის დარგოთ. დაბალი ჯიშის ხავერდა აირჩიეთ, რომ კულტურები მზისგან არ დაჩრდილოს.

ხავერდას სხვადასხვა ნაწილი შეგიძლიათ გაახმოთ და სხვადასხვა საშუალება მოამზადოთ.

1. ბუგრების მოსაშორებლად

ნახევარი ვედრო (10 ლ) დაქუცმაცებული ხავერდით გაავსეთ, 50-60 გრადუსიანი წყლით გაავსეთ. 2 დღე დააყენეთ და გადაწურეთ. 40 გრ გახეხილი დიასახლისის საპონი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და დაზიანებული მცენარე დილით დანამეთ. პროცედურა მინიმუმ 3-4-ჯერ გაიმეორეთ. ზრდასრულ ხეზე დაგჭირდებათ 7-8 ლ ნაყენი, კენკრისთვის – 3-4 ლ, ხოლო ბოსტნეულისთვის – 10 კვ.მ–ზე 2-3 ლ.

2. ტკიპების წინააღმდეგ

დაგჭირდებათ 200 გრ ასფურცელა, 200 გრ ხავერდა და 200 გრ ნიორი. ასფურცელას ცხელი წყალი დაასხით და 2 საათით გააჩერეთ. ნიორი გაატარეთ. ინგრედიენტები აურიეთ და წყალი დაასხით ისე, რომ სულ 10 ლ გამოვიდეს. თუ ასფურცელას ნაცვლად აბზინდას გამოიყენებთ, ცხვირგრძელას საწინააღმდეგო საშუალებას მიიღებთ.

3. ხმელი ხავერდა

თუ კარადიდან ჩრჩილის მოშორება გსურთ, ხმელი ხავერდა ნაჭრის ტომარაში გაახვიეთ და თაროებზე დააწყვეთ. კოღოების თავიდან ასაცილებლად ყვავილები დაწვით. მისი სუნი კოღოს არ უყვარს.

ახლა უკვე იცით, რომ მავნებლების წინააღმდეგ ნატურალური და უსაფრთხო საშუალება არსებობს. ქიმიკატების გამოყენება საჭირო არაა. უბრალოდ ხავერდა თქვენს ნაკვეთზე დარგეთ და მავნებელი მწერები დაგავიწყდებათ.

Advertisement