თავის მოვლა
თქვენს ნამდვილ ასაკს, პირველ რიგში, ხელები ამჟღავნებს. მარტივი აბაზანა კანს უწინდებურ სირბილეს დაუბრუნებს
ხელები ქალის სავიზიტო ბარათია. იდეალური მანიკურიც კი მშრალი, დანაოჭებული კანიდან ყურადღების გადატანაში ვერ დაგეხმარებათ. ასეთ პრობლემებს ძვირადღირებული კოსმეტიკისა და სალონური პროცედურების დახმარებით გაუმკლავდებით. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის გასაკეთებლად დრო და ფული ყველას არ აქვს. დღეს გთავაზობთ 5 მარტივ სახლში მოსამზადებელ რეცეპტს, რომლებიც თქვენს ხელებს ახალგაზრდობას, კანს სიგლუვეს და აბრეშუმის სინაზეს დაუბრუნებენ.
ხელის აბაზანის სწორად მომზადების 4 საიდუმლო
ხელის აბაზანისგან მაქსიმალური ეფექტის მისაღებად თქვენ მხოლოდ 4 მარტივი საიდუმლო უნდა გაითვალისწინოთ.
1. აბაზანები ძილის წინ გაიკეთეთ.
2. აბაზანის მიღებამდე ხელები თბილი წყლით და რბილი, ჰიპოალერგიული საბავშვო საპნით დაიბანეთ.
3. მაქსიმალური ხელების ანტიასაკობრივი ეფექტის მიღებას შეძლებთ, თუ პროცედურას კვირაში 2-3-ჯერ გაიმეორებთ.
4. პროცედურის ოპტიმალური ხანგრძლივობა 15-20 წუთია.
ანტიასაკობრივი ხელის აბაზანა ლუდით
ლუდი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც დაზიანებულ, მშრალ ხელის კანს აღსადგენად სჭირდება. აბაზანის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 ჭიქა ლუდი
- 50 გრ სააფთიაქო გვირილა
ლუდი წყლის ორთქლზე გააცხელეთ, გვირილა დაუმატეთ და 15 წუთით ადუღეთ. შემდეგ ნარევი ოდნავ გააგრილეთ. ლუდი გვირილით სასიამოვნოდ თბილი უნდა იყოს. ამ აბაზანაში ხელები მაქსიმუმ 15 წუთით გაიჩერეთ. თუ კვირაში 2-3-ჯერ ხელის აბაზანას გაიკეთებთ, ეფექტი არ დააყოვნებს, ხოლო მშრალი, ჩამოწელილი კანის არსებობა დაგავიწყდებათ.
ხელის აბაზანა შვრიით
შვრიის ფანტელები სილამაზის ბევრ სახლის რეცეპტში გამოიყენება. ხელების გასაჯანსაღებლად, მშრალი და აქერცლილი კანის მოსაშორებლად, თქვენ დაგჭირდებათ:
- 150 მლ წყალი
- 50 გრ შვრიის ფანტელი
- 20 მლ ზეითუნის ზეთი
შვრიის ფანტელები 10 წუთით ხარშეთ, შემდეგ ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ატმის, ჟოჟობას,სელის ან მზესუმზირას ზეთით. მიღებული მასა კარგად აურიეთ, ოდნავ გააგრილეთ. აბაზანაში ხელები 20 წუთით გაიჩერეთ, ამის შემდეგ თბილი წყალი გადაივლეთ.
კარტოფილის აბაზანა
კარტოფილს ბევრი ღირსება აქვს, რომელიც სახლის კოსმეტოლოგიაში აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. აბაზანის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
- 1,5 ლ წყალი
- 3 ცალი კარტოფილი
- 40 მლ ზეითუნის ზეთი
კარტოფილი გარეცხეთ, მაგრამ არ გათალოთ, წყალში მოხარშეთ. ნაყენი სუფთა ჭურჭელში გადაიტანეთ, ოდნავ გააგრილეთ და ზეთი დაუმატეთ. აბაზანა 20 წუთით მიიღეთ. ამის შემდეგ ხელები დაიბანეთ.
სოდიანი აბაზანა
სოდა აქერცლილ ხელის კანს შესანიშნავად გაუმკლავდება. თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 ჩ/კ სოდა
- 1 ლ მდუღარე გრილი წყალი
ინგრედიენტები აურიეთ და ხსნარში ხელები 15 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ კანზე მცირე რაოდენობით 36-40 გრადუსამდე გაცხელებული ზეითუნის ან მცენარეული ზეთი წაისვით, კარგად აურიეთ და სრულ შეწოვას დაელოდეთ. ნახევარი საათის შემდეგ ზეთის ნარჩენები სალფეთქით მოიშორეთ და მკვებავი კრემი წაისვით.
სახამებლით მოვლა
აბაზანის მოსამზადებლად, პირველ რიგში, თხევადი კისელი მოამზადეთ. 1 ლ სუფთა წყალს 1 ჩ/ლ კარტოფილის სახამებელი დაუმატეთ. მომზადების შემდეგ გააგრილეთ და ახალ დაწურული 1 ცალი ლიმონის წვენი დაუმატეთ. ხელები ამ ხსნარში 15 წუთით გაიჩერეთ, ამასთან სასურველია თითოეულ თითზე მასაჟი გაიკეთოთ.
15 წუთის შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყალი გადაივლეთ და 40 გრადუსამდე გაცხელებული ზეითუნის ზეთი წაისვით. ნახევარ საათში ზეთის ნარჩენები სალფეთქით მოიშორეთ და მკვებავი კრემი წაისვით.
თქვენი ხელების სილამაზე, ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა როგორ უცნაურად არ ჟღერდეს თქვენს ხელშია. სასარგებლო აბაზანები გაიკეთეთ, რომ ხელის კანი გაჯანსაღდეს და მშრალი და აქერცლილი კანი სამუდამოდ დაივიწყოთ.