Connect with us

სხვა

როგორ შევარჩიოთ აქსესუარები სამკაულების გასაკეთებლად

ხელნაკეთი სამკაული ლამაზად რომ გამოიყურებოდეს და მათი ტარება მოგინდეთ, ხარისხიანი სამუშაოს ჩატარება საკმარისი არაა. საწყისი მასალა შესაბამის დონეზე უნდა იყოს. ამაზე არა მხოლოდ გარეგნობა, არამედ ხარისხიც დამოკიდებულია. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რომელია ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი დეტალები სამკაულების გასაკეთებლად.

ნატურალური მარგალიტი

ეს მასალა ძალიან ელეგანტურად გამოიყურება და ნებისმიერ ტანსაცმელს და აქსესუარს კარგად ეთავსება. ოღონდ სანდო გამყიდველის პოვნა მოგიწევთ, რომელიც ნამდვილად მარგალიტს ყიდის და არა იმიტაციას. სხვა საქმეა, რომ მასალა (განსაკუთრებით ბუნებრივი და არა ხელოვნური) საკმაოდ იშვიათად გვხდება.

რით განსხვავდება და როგორ გავარჩიოთ ნატურალური მარგალიტი ხელოვნურისგან

ბუნებრივი გაყიდვაში თითქმის არ გვხდება და მისი შეძენა გაგიჭირდებათ. თუ იპოვით, მხოლოდ ძალიან მაღალ ფასად. მისი გამოცნობა მარტივია: არასწორი ფორმა აქვს და თითოეულის ფორმა ერთმანეთისგან განსხვავდება.

და მაინც, ნატურალური მარგალიტის პოვნა მარტივია, თუ გამოყვანილია. გამოყვანილ მარგალიტს ერთნაირი ფორმა და ფერი აქვს. თუ ოსტატს თეთრი და მრგვალი მარგალიტის შექმნა სურს, ასეც იქნება. ამისთვის მოლუსკის ნიჟარაში უცხო სხეული შეყავთ, რომელიც მარგალიტს ფორმას ანიჭებს. სჯობს შეიძინოთ მარგალიტი, რომელიც 1-2 წელი იზრდებოდა –უფრო მოკლე ვადის მარგალიტს საჭიროზე თხელი სადაფის ფენა აქვს.

ნატურალური ქვის მძივები

ქვა ამ სფეროში საკმაოდ იშვიათი მასალაა. და მაინც, ორიგინალური სამკაულის შესაქმნელად გამოგადგებათ ონიქსი, ოპალი, აქატი,ფირუზი და სხვა ქვები. ბევრი სხვადასხვა ქვის შეძენით შემოქმედების არეალს გააფართოებთ: სხვადასხვა ფერის და ზომის კომბინაციას ან თითოეული მასალიდან რამდენიმე სამკაულის შექმნას შეძლებთ.

ჩვეულებრივ, აქსესუარების მაღაზიები მძივების ფართო არჩევანს გვთავაზობს. თქვენ მსგავსი ან განსხვავებული ფერის და ფორმის მძივები შეგიძლიათ შეიძინოთ.

თუ მძივებში მრგვალი დეტალების გამოყენებას აპირებთ, ზომებში, ფორმებში (სწორი და არასწორი, ბურთი, ოვალი და ა.შ.) ექსპერიმენტები ჩაატარეთ. თუ აირჩიეთ კვადრატული, ცილინდრული ან სწორკუთხა, სჯობს მძივები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდეს.

ნატურალური ქვის მძივები შეგიძლიათ სხვადასხვა ფასად შეიძინოთ. ქვის ტიპის მიხედვით 1 ცალის ფასი განსხვავდება. მაგალითად, აქატი და ავანტიურინი ისე ძვირი არ ღირს, როგორც ქრიზოლითი და პირიტი.

კაბოშონი

ეს განსაკუთრებული მეთოდით გაპრიალებული ქვები აბსოლუტურად გლუვი ზედაპირით გამოირჩევიან (სხვებში, როგორც წესი, კიდეები გვხდება). ასეთ დამუშავებას იყენებენ მასალებზე, რომელთა თვისებები ასეთი გაპრიალებით ვლინდება. ფართო გაგებით კაბოშონი „გაპრიალების“ სინონიმია.

კაბოშონით გაპრიალებული  რამდენიმე ქვის ტიპი:

  • კატის თვალი
  • ფირუზი
  • ოპალი
  • აქატი
  • მალაქიტი

ასე დამუშავებული ქვა შეიძლება იყოს მრგვალი, ოვალური, მსხლის ან გულის ფორმის. ასეთი ელემენტი მარგალიტის კომპოზიციის ცენტრში კარგად გამოიყურება, მძივებს ჰარმონიულად ერწყმის ან საყურის მთავარი დეტალია.

ნაწარმს წებოთი ემაგრება. ამრიგად, კაბოშონი ნებისმიერ ბიჟუტერიაში, სათამაშოსა და ნაქსოვში შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ასეთი დამუშავება როგორ იაფი ქვების, ასევე იშვიათი მინერალებისთვის გამოგადგებათ. ცალკეულ მაღაზიებში შეგიძლიათ მარგალიტის, საფირონის ან ზურმუხტის კაბოშონი შეიძინოთ.