Connect with us

საკითხავი

დავინახე, როგორ არასტანდარტულად იყენებდა მწვრთნელი თმის კონდიციონერს

ალბათ, ყველამ იცის, როგორ გამოიყენოს თმის კონდიციონერი მისი პირდაპირი დანიშნულებით. ამ სასარგებლო საშუალებას მრავალი საყოფაცხოვრებო პრობლემის გადაჭრა შეუძლია. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ საინტერესო ხრიკებს, როგორ გამოიყენოთ თმის კონდიციონერი არაპირდაპირი დანიშნულებით.

როგორ გამოვიყენოთ თმის კონდიციონერი

თმის კონდიციონერი უნივერსალური კოსმეტიკური პროდუქტია. მისი გამოყენება თითქმის ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეგიძლიათ. გარდა იმისა, რომ საშუალება თმის გარეგნობაზე დადებით გავლენას ახდენს, კოსმეტიკის მოშორებაში, აბურდული თმის დავარცხნასა და გაჭედილი მილის გაწმენდაში დაგეხმარებათ. ამ სითხის გამოყენების ბევრი მეთოდია გამოგონილი და კიდევ უფრო მეტი იქმნება.

პრაქტიკული და სასარგებლო რჩევები

დროებითი ტატუს მოშორებას კონდიციონერით უპრობლემოდ შეძლებთ. საშუალება წებოს ნაწილს უმკლავდება, მაგალითად, ფირფიტას ან იგივე გადამყვან ტატუს. უბრალოდ მცირე რაოდენობით კონდიციონერი წაისვით, ფრთხილად შეიზილეთ და დაელოდეთ. ეფექტით კმაყოფილი დარჩებით. ამის შემდეგ ტატუს მარტივად მოიშორებთ.

კონდიციონერი აბურდული თმის დაშლას ხელს უწყობს. უკვე ყველამ იცის ამ ხრიკის შესახებ. რაც შეეხება შინაურ ცხოველებს? გრძელბეწვიან კატებს და ძაღლებს ყოველდღე დავარცხნა სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში თმის გუნდების მოშორება გაგიჭირდებათ. აქ ბალზამ–კონდიციონერი დაგეხმარებათ. ცხოველის დაბანის დროს წვეთი კონდიციონერი გამოიყენეთ. ასე ბეწვს უფრო ხავერდოვანს, რბილს და ბზინვარეს გახდით.

უნივერსალური კონდიციონერი მცენარეებსაც შველის. განსაკუთრებით მათ, რომელთაც დიდი ფოთლები აქვთ. წვეთი კონდიციონერი წყალს დაუმატეთ, კარგად შეანჟღრიეთ. ამ ნარევით და ნაზი ღრუბლით ფოთლები გაწმინდეთ. ასე ოთახის ყვავილი უფრო ახალი, სუფთა და მიმზიდველი გახდება. უფრო მეტიც, ამ ხრიკით ფოთლებზე თხელ ფირს შექმნით, რომელიც მკვებავი სითხის დაკავებას ხელს უწყობს. რა თქმა უნდა, შინაური ცხოველებისა და მცენარეებისთვის ნატურალურ კომპონენტებზე დაფუძნებული კონდიციონერი უნდა გამოიყენოთ.

არასტანდარტული გადაწყვეტილება

ეს უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ თმის კონდიციონერი ფარდის კარნიზის ჭრიალის ხმის გაქრობაში დაგეხმარებათ. ფარდის გადაწევისას უსიამოვნო ხმა ბევრს აწუხებს. საკმაოდ მარტივი გამოსავალი არსებობს. ცოტა კონდიციონერი დაუმატეთ ღარს, რომელზეც ფარდის კავები სრიალებს. ბევრი კონდიციონერი არ გამოიყენოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ კედლებსა თუ ფარდის ქსოვილზე ზედმეტი არაფერი დაიღვაროს.

თმის კონდიციონერი არა მხოლოდ ფარდას, არამედ სახლის სხვა ტექსტილს ან რბილ ავეჯს შველის. კონდიციონერი და წყალი 1:9 თანაფარდობით აურიეთ. პულვერიზატორში ჩაასხით, კარგად შეანჟღრიეთ და მზადაა. თვითნაკეთი სარეცხი საშუალება ქსოვილს წაუსვით და გაშრობას დაელოდეთ. ამ მეთოდით ვერ გადაარჩენთ ავეჯს ან ნივთს, რომელსაც პროფესიული ქიმწმენდა სჭირდება, თუმცა სახლის გარემოს უპრობლემოდ განაახლებთ.

როგორც ერთი საბჭოური ფილმის გმირი ამბობს: „თუ კაცს თავისი საქმე აქვს, მშვიდად შეუძლიათ ამის გაკეთება. ვფიქრობ, ჩვენი პროდუქცია უფრო ქალებს დააინტერესებთ“. ეს რჩევაც უფრო ქალების აუდიტორიას მოეწონება. განსაკუთრებით მათ, ვინც თმას სახლის პირობებში იღებავს. სახეზე საღებავი რომ არ ჩამოგეღვაროთ, თმის ზრდის ხაზზე კონდიციონერით ერთგვარი „აბადოკი“ გააკეთეთ. ასეთი ხრიკი ისევე კარგად მუშაობს, როგორც პროფესიონალური საშუალება.

თმის კონდიციონერი საოჯახო საქმეებში

უდავოდ, თქვენ იცით, როგორ გამოიყენოთ კონდიციონერი თმისთვის, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს საინტერესო ხრიკებს? დარწმუნებული ვართ, მათი შენახვა ნამდვილად ღირს. ასეთი მარტივი და სასარგებლო გადაწყვეტილება ცხოვრებას გაგიმარტივებთ. ეს ხომ მშვენიერია. ისღა დაგრჩენიათ ახალ ხრიკებს დაელოდოთ, რომლებიც თმის კონდიციონერის გამოყენებას უკავშირდება. ადამიანის კრეატივი ხომ უსაზღვროა.