Connect with us

ჰოროსკოპი

ვედური ჰოროსკოპი კლასიკურზე უფრო ზუსტია და აი, რატომ

ვედური ჰოროსკოპი ერთ–ერთ ყველაზე ზუსტ და უძველეს მეთოდად ითვლება. მის მეორე სახელია „ჯიოტიშა“. ჩვენთან ინდოეთიდან შემოვიდა. ტერმინი „ნაკშატრა“ დაიმახსოვრეთ, გამოგადგებათ. თუ ადრე ორიენტაციისთვის დასავლურ ასტროლოგიას იყენებდით, ახლა ცოტა უძველეს აღმოსავლურ ცოდნას შეგმატებთ. ყურადღებით წაიკითხეთ. შესაძლოა, რომელიმე ნიშანში საკუთარი თავი ამოიცნოთ.

ვედური ჰოროსკოპი

ჯიოტიშა (სანსკრიტულად, „სინათლე, ზეციური მნათობი“) – ვედური ასტროლოგია, რომელიც ეფუძნება ფაქტს, რომ ჯიოტიშა მეზობელ ნიშნებს უკავშირდება. ეს ზოდიაქო უმოძრავოა, სხვა არსებული ვერსიებისგან განსხვავებით. ზოგადად, ვარსკვლავების ადგილმდებარეობის მუდმივი ცვლილების გამო, მაგალითად, ჩვეულმა ვერძმა დროთა განმავლობაში შეიძლება კუროს ადგილი დაიკავოს. ჯიოტიშში ასეთი რამ არ ხდება, რადგან ამ ჰოროსკოპში ყველა ელემენტი ჩვეულ ადგილას იყო, არის და იქნება.

ჯიოტიში 27 ნაკშატრას (მთვარის თანავარსკვლავედი) ქმნის. შემდეგ უკვე ყველაფერი გასაგებია, რადგან თითოეული ნაკშატრა ზეციურ მფარველ სხეულს ფლობს. სულ ასეთი 9 ზეციური სხეულია: მზე, მარსი, იუპიტერი, მერკური, სატურნი, ვენერა, კეტუ, რახუ და მთვარე. ზოგიერთი ელემენტი უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ პანიკა არ ღირს. კეტუ და რახუ მთვარის და მზის ორბიტების გადაკვეთაა, რასაც ვედურ ჰოროსკოპში ითვალისწინებენ. მათ ასევე მთვარის კვანძებს ან უხილავ პლანეტებს უწოდებენ.

ვადგენთ ვედურ ჰოროსკოპს სწორად

ძალიან მარტივია 27 ნაკშატრის პოვნა და წაკითხვა. თუმცა გთავაზობთ თავად ჯიოტიშის სისტემაში გაერკვეთ. ასე, სიტუაციას უკეთ გაიგებთ. უფრო მეტიც, ძალიან ბევრი სერვისი არსებობს, რომლებიც ვედური ჰოროსკოპის შედგენაში დაგეხმარებათ. უბრალოდ ყველა აუცილებელი მონაცემი უნდა იცოდეთ.

ნატალური რუქის შესადგენად დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი უნდა იცოდეთ. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან არაზუსტი ციფრებით სწორი პროგნოზის იმედი არ უნდა გქონდეთ. ზუსტი თარიღი და დაბადების ადგილი საშუალებას გაძლევთ გაარკვიოთ, თუ რომელ პოზიციაში იმყოფებოდა ვარსკვლავები ადამიანის დაბადების დროს.

ნატალური რუქის შედგენის და გაშიფვრის დროს 12 ვედური სახლი უნდა გაითვალისწინოთ. თითოეული სახლი ადამიანის ხასიათის ან მისი ცხოვრების გარკვეულ ნაწილზეა პასუხისმგებელი. მაგალითად, პირველი სახლი პიროვნებასა და მის ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი. მე-2 სახლი – ფინანსებსა და კეთილდღეობაზე, მე-3 სახლი– და–ძმის არსებობაზე, მათთან კავშირზე, მე-4 სახლი – დედის სახლის და ემოციები, მე-5 სახლი– ბავშვები, განათლება, შემოქმედება, მე-6 სახლი – ავადმყოფობა, მტრები, ვალი, მე-7 სახლი – პარტნიორთან ან მეუღლესთან ურთიერთობა, მე-8 სახლი – სიცოცხლის ხანგრძლივობა, მე-9 სახლი – წარმატება და იღბალი. მე-10 სახლი – სამსახური და კარიერა, მე-11 სახლი – ოცნებები და მე-12 სახლი – ხარჯი და ზარალი.

როგორ გავიგოთ ვედური ჰოროსკოპი

ერთი შეხედვით, ვედური ჰოროსკოპის გაგება შეუძლებელია, თუმცა სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ წაიკითხოთ ვედური ჰოროსკოპი დამწყებთათვის. ასე შეძლებთ გაიგოთ, თუ რით დაიწყოთ ვედური ჰოროსკოპის შესწავლა.

ვედური ზოდიაქო ჩვეულებრივისგან რომ განასხვავოთ, 27 ნაკშატრას ინტერნეტ სივრცეში ადვილად იპოვით. თითოეულისთვის გარკვეული დრო, მფარველი პლანეტა და ცხოველი–სიმბოლოა გაწერილი. გარდა ამისა, თითოეული ნაკშატრისთვის იპოვით ვედურ რეკომენდაციებს, რომლებიც სამსახურს ან პირად უპირატესობებს  ეხება. მაგალითად, ადამიანს შეიძლება კონკრეტული პროფესია ჰქონდეს, მაგრამ სულ სხვა რამ იზიდავდეს.

არა უბრალო გართობა, არამედ სასარგებლო ცოდნა

ბევრი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს, რომ მსოფლიოში არსებობს ისეთი სწავლება, როგორიცაა ჯიოტიშა. ვედური ჰოროსკოპი საკუთარი თავის და ცხოვრების უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. ამ ინფორმაციის უკეთ გაგების შემთხვევაში სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.

კვალიფიციური ასტროლოგი დაბადების თარიღის და ადგილის გარდა სხვა დამატებით ინფორმაციას არ მოგთხოვთ.ამ მონაცემებში ჯიოტიშას არსი იმალება. უფრო მეტიც, ვედური ჰოროსკოპი მიგანიშნებთ, თუ როგორ იმოქმედოთ ამა თუ იმ სიტუაციაში. გულწრფელად გისურვებთ, რომ თქვენი ოცნებები ახდეს. უბრალოდ უნდა იცოდეთ, როგორ ჩაიფიქროთ სწორად. ამაში ჯიოტიშა დაგეხმარებათ.