Connect with us

ჯანმრთელობა

არ დალიოთ ვაშლის ძმარი, თუ სახსრების ტკივილი და ართრიტი გაწუხებთ

შაქარი, კერძოდ ფრუქტოზა ანთების მაღალ დონესთან კავშირშია. როგორც პაციენტები საკუთარი დაკვირვებით აღნიშნავენ, ტკივილის დონე შაქრის მოხმარების მიხედვით განსხვავდება.

მსგავსი სურათი შეინიშნება ადამიანთან სხვა ჯგუფში, რომელთაც ართრიტი აწუხებთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შაქარსა და ამ ქრონიკულ დაავადებას შორის კავშირი არსებობს. შაქარი ანთებას ზრდის. ტენდინიტი – მყესების ანთებაა, ხოლო ართრიტი – სახსრების ანთება.

თუ ართრიტი გაქვთ, დიდი ალბათობით, ფრუქტოზის ჭარბი მოხმარება თქვენს სიმპტომებს გაამწვავებს.

ართრიტი

ბევრს ჰგონია, რომ ართრიტი მხოლოდ ხანდაზმულებს აწუხებთ, მაგრამ ასე არაა. 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანების 37%–ს დეგენერაციის (ართრიტული დაავადების სხვა სახელი) ნიშნები უკვე 20 წლიდან აქვს.

დეგენერაცია იგივე ცვეთაა და წარმოდგენა არ მქონდა, რომ მსგავსი რამ ახალგაზრდებშიც ვლინდება. იქნებ მაღალი დონე კვების რაციონით არის განპირობებული? მიმდინარე კვლევები გვეუბნება, რომ ეს შესაძლებელია.

შაქრიანი ართრიტის ნაერთები

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფრუქტოზის მაღალი შემცველობის მქონე სიმინდის სიროფით დამტკბარი უალკოჰოლო სასმელების, ასევე ხილის სასმელების და ვაშლის წვენის ჭარბი მიღება 20-30 წლის ასაკის ადამიანებში ართრიტთან კავშირშია.

ამაზე ფიქრი ცოტა უცნაურია. სასმელებს სახსრებში ისეთი ეფექტების გამოწვევა შეუძლიათ, რომელთაც ჩვეულებრივ ასაკის მომატებამდე არ განვიცდით. ეს ცოტათი დაბერების დაჩქარებულ პროცესს ჰგავს!

ეს მხოლოდ ზოგადი ართრიტი არაა

როგორც ჩანს, შაქარი სხვა ართრიტულ მდგომარეობაზეც გავლენას ახდენს. 2008 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომლის ფარგლებშიც 12 წლის განმავლობაში 46 ათას მამაკაცს აკვირდებოდნენ, აჩვენა, რომ ტკბილი უალკოჰოლო სასმელები (კერძოდ, ფრუქტოზა) პოდაგრის, სახსრებში შარდმჟავის დაგროვების რისკებს ზრდის.

ანალოგიურად, 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომლის ფარგლებში 180 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, აჩვენა, რომ უალკოჰოლო სასმელების რეგულარული მიღება რევმატოიდულ ართრიტს უკავშირდება. ართრიტი სახსრების მექანიკური ცვეთით არის გამოწვეული, ხოლო რევმატოიდული ართრიტი სისტემური დაავადებაა, რომელიც აუტოიმუნურ დისფუნქციას უკავშირდება. საინტერესოა, რომ მსგავსი ასოციაცია დიეტური სოდის შემთხვევაში არ შეუმჩნევიათ. სწორედ ამიტომ, გასაგებია, რომ პრობლემა შაქარს უკავშირდება.

თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი ართრიტით იტანჯება, რაციონში შაქრის წილის შემცირება ტკივილის სამართავად კარგი გადაწყვეტილებაა. უბრალოდ კიდევ ერთი მიზეზია, რომ ტკბილეულზე უარი თქვათ!