Connect with us

სხვა

როცა ბედნიერებისგან ანათებთ, ამ ტიპის ადამიანი ცდილობს სიბნელისკენ გიბიძგოთ

ერთხელ მაინც ყველას უგრძვნია გაუგებრობა, როცა სხვებისთვის ბედნიერების გაზიარებას ცდილობთ, მაგრამ რატომღაც ზოგიერთი ადამიანი ცდილობს სიბნელისკენ გიბიძგოთ.

ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ბედნიერებას ასხივებენ და ისინი, ვისგანაც წუწუნის და საყვედურების გარდა სხვა ვერაფერს გაიგებთ. ისინიც ანათებენ, ოღონდ პირიქით. მათ შეუძლიათ საკუთარი ტოქსიკურობით დაგაბრმავოთ და სულში წყვდიადი გაგრძნობინონ. თითქოსდა ჯიბრზე ადამიანის ცხოვრებაში მაშინ შემოდის, როცა ის ბედნიერების პიკზეა და სურს ეს ყველას გაუზიაროს.

ასეთი ადამიანები თქვენ გვერდით არ უნდა იყვნენ. ისინი ვერასდროს გაიგებენ, თუ რა არის გულწრფელი მეგობრობა. მათ მხოლოდ თქვენი შინაგანი სინათლე აინტერესებს. მათი გამოსწორების იმედი არ გქონდეთ.

თითოეული ადამიანის სულში სინათლე სიბნელეს ებრძვის და შინაგან თვისებებზეა დამოკიდებული, თუ საით გადაიხრებით. თუ იმ ადამიანთან ურთიერთობა გიწევს, ვინც სიბნელე აირჩია, ამან შეიძლება ისეთი ადამიანიც შეარყიოს, ვინც სინათლის გზა აირჩია.

საქმე იმაშია, რომ ტოქსიკურ ადამიანზე შინაგანი სინათლე ისე მოქმედებს, როგორც წითელი ნაჭერი ხარზე. თქვენში ყველაფერი კეთილის განადგურებას ცდილობს, რომ მისი მსგავსი გახდეთ. ხშირად ცდილობს ნდობის მოპოვებას, თითქოსდა დამეგობრება სურს. ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ მოგიახლოვდეთ და თქვენი შინაგანი სინათლე გაანადგუროს.

გახსოვდეთ, რომ ცეცხლის ჩაქრობა ადვილია, კვლავ დანთებას კი ბევრი ვერ ახერხებს. ტოქსიკური ადამიანების მოშორება სცადეთ. რაც უფრო დიდხანს იქნებით მათთან, მით უფრო გაგიჭირდებათ ბედნიერი ცხოვრების დაბრუნება.

როცა ბედნიერი ხართ და ამ გრძნობას მთელ სამყაროს უზიარებთ, ტოქსიკური ადამიანის გვერდით ყოფნა ყველაზე უარესია, რაც შეიძლება მოხდეს. გახსოვთ რა ხდება ამ მომენტში? საკმარისია წუწუნი მოისმინოთ ან გამკიცხველ მზერას შეხედოთ, რომ სიხარული ქრება.

ბედნიერ მომენტებში სხვებისგან საპასუხო ბედნიერებას თუ არა ღიმილს და აღიარებას ველით, მაგრამ ტოქსიკური ადამიანი მხოლოდ სიბნელეს ასხივებს. მას თქვენი სინათლის ჩაქრობა შეუძლია.

თუ რომელიმე ნაცნობში ან მეგობარში მსგავსი ქცევა შეამჩნიეთ, დროა გაჩერდეთ. დაფიქრდით, რამდენად ღირს ასეთ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება, რომლისგანაც მხოლოდ ნეგატივი მოდის?

ხომ არ გსურთ, რომ ერთ დღეს მასავით უკმაყოფილო და ცხოვრებაზე მოწუწუნე გახდეთ? იქნებ, დროა წერტილი დაუსვათ ურთიერთობას, რომელსაც სიხარული არ მოაქვს.